გურამ მაჭარაშვილი: „ნაცები" არ იმჩნევენ არც ხალხის მიტოვების ამბავს აგვისტოს ომის დროს, არც ანწუხელიძეზე და ქართველ სამხედროებზე ომის დანაშაულის დაბრალებას, პანიკაში არიან და ზრუნავენ, იქნებ აგრესიის გადმოტანით ჩაფარცხონ ეს თემა

„ნაცები“ არ იმჩნევენ არც ხალხის მიტოვების ამბავს აგვისტოს ომის დროს, არც ანწუხელიძეზე და ქართველ სამხედროებზე ომის დანაშაულის დაბრალებას!!! პანიკაში არიან და ერთადერთ რამეზე ზრუნავენ - იქნებ აგრესიის გადმოტანით ჩაფარცხონ ეს თემა. ვიღაცები (უკიდურესად ცოტა ხალხი, მაგრამ მაინც) ამ ანკესზე წამოეგნენ, - წერს “ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი, გურამ მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ცეცხლის გახსნასთან დაკავშირებით დაწყებული დისკუსია, საქართველოში აგორებული თემაა და ამას საერთაშორისო სასამართლოებშიც არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რასაც ისიც მოწმობს, რომ ქართულმა მხარებ სტრასბურშიც და ჰააგაშიც პროცესები მოიგო და პასუხისმგებლობა მხოლოდ ოკუპანტებს და სეპარატისტებს დაეკისრათ.
შესაბამისად, მაჭარაშვილის თქმით, აგენტურული ძალები საქართველოს წინაშე ჩადენილ უმძიმეს დანაშაულს ვეღარ გადაფარავენ.
„"ნაცები" არ იმჩნევენ არც ხალხის მიტოვების ამბავს აგვისტოს ომის დროს, არც ანწუხელიძეზე და ქართველ სამხედროებზე ომის დანაშაულის დაბრალებას!!! პანიკაში არიან და ერთადერთ რამეზე ზრუნავენ - იქნებ აგრესიის გადმოტანით ჩაფარცხონ ეს თემა. ვიღაცები (უკიდურესად ცოტა ხალხი, მაგრამ მაინც) ამ ანკესზე წამოეგნენ.
ცეცხლის გახსნას რაც შეეხება: ცეცხლის გახსნაზე, ჯერ ერთი ზაზა გოგავამ თქვა, მიშამ დამავალა, ცეცხლი გახსენიო და მეორე - ამაზე არც არავინ გვედავებოდა, დღესაც არავინ გვედავება, რადგან თვითონ ნაცებმა არ გახადეს სადავოდ - პირდაპირ უღიარეს. ეს მხოლოდ საქართველოში აგორებული თემაა წლების განმავლობაში. საბედნიეროდ, არც საერთაშორისო სასამართლოებში არ ჰქონდა ამას არანაირი მნიშვნელობა, რადგან სტრასბურგი და ჰააგა განიხილავდნენ დავებს ერთი მხრივ ადამიანის უფლებების კონტექსტში და მეორე მხრივ ომის დანაშაული ვინ ჩაიდინა, კასეტური ბომბები იქნა თუ არა გამოყენებული და ა. შ. მიუხედავად იმისა, რომ ნაცებმა ამაზეც ხელი მოუწერეს და ორივე დააბრალეს საკუთარ ჯარს, ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო საპირისპირო მტკიცებულებების მოპოვება და როგორც ამ მოღალატეობრივი ჩანაწერის, ასევე რუსების სხვა არგუმენტების გაბათილება. შესაბამისად, პროცესები ორივე მიმართულებით მოვიგეთ და პასუხისმგებლობა მხოლოდ ოკუპანტებს და სეპარატისტებს დაეკისრათ. ეს არის მთელი ამ ამბის მოკლე ისტორია.
ამიტომ ახლა ისრების გადმოტანით და პიარული სისულელეებით აგენტურული ძალები საქართველოს წინაშე ჩადენილ უმძიმეს დანაშაულს ვეღარ გადაფარავენ!!!" - წერს გურამ მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში.
1743447483
მსოფლიოფიცო აცხადებს, რომ ხუმრობით თქვა, თითქოს ურსულა ფონ დერ ლაიენმა იდიოტი უწოდა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბრის შესახებ ნათქვამი, რომელმაც თითქოს ფიცოს იდიოტი უწოდა, ხუმრობა იყო. მისი თქმით, ის ნა...
1743446839
ახალი ამბებიკირცხალია: ანწუხელიძის სახელის ამოფარებას როგორ ბედავენ? სირცხვილია და შეურაცხყოფის მიყენებაა როგორც ჯარის, ასევე, ქვეყნის მიმართ
„ოპოზიციაში ვინ ვისზეა ნაწყენი და ვის უნდა, ლიდერად წარმოჩნდეს, ეს ნაკლებად საინტერესოა, რადგან საზოგადოება მათი უნიჭო სპექტაკლებისა და სერიალების ყურებით დაიღალა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნ...
1743444128
ახალი ამბებიტრაგედია კახეთში - 6 წლის ბავშვი აუზში დაიხრჩო
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში, ბანაკ „მზიანეთის“ ტერიტორიაზე 6 წლის ბავშვი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, ცნობით, მცირეწლოვანი ბანაკის ტერიტორიაზე არსებულ აუზში ჩავარდა. აუზში ჩავარდნილი...
1743443170
ახალი ამბებიმდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ ნერვიულობს წარსულის მძიმე ცოდვებზე, იციან, რა აქვთ ჩადენილი და მისი სატელიტი პარტიები ნერვიულობენ, რომ მოუწევთ მტკიცება, ისინი „ნაცები“ არ არიან, რაც გაუჭირდებათ
„ნაცმოძრაობა“ ნერვიულობს წარსულის მძიმე ცოდვებზე, იციან, რა აქვთ ჩადენილი და მისი სატელიტი პარტიები ნერვიულობენ, რომ მოუწევთ მტკიცება, ისინი „ნაცები“ არ არიან, რაც გაუჭირდებათ“, - ამის შესახებ საპარლა...
1743442328
ახალი ამბებიმდინარაძე: პრემიერის გადაწყვეტილება, შეიქმნას მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, არის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება
„პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, შეიქმნას მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, არის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრუ...