გურამ მაჭარაშვილი: საგამოძიებო კომისიაში ჩვენ 6 თვის თავზე დავდეთ ისეთი ტიპის დასკვნა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ დაუდებს სათავეს „ნაცმოძრაობის“ გაუქმებას შესაბამის უწყებაში

საგამოძიებო კომისიაში ჩვენ 6 თვის თავზე დავდეთ ისეთი ტიპის დასკვნა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ დაუდებს სათავეს „ნაცმოძრაობის“ გაუქმებას შესაბამის უწყებაში. ამ ფონზე ნომრების ჩამორთმევა და გაუქმება მტკივნეული და ზიანის მიმყენებელი „ნაცმოძრაობისთვის“ არ იქნება, - განაცხადა „ხალხის ძალის" ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

„ის ფაქტი, რომ თვითმმართველობის არჩევნებში „ნაცმოძრაობის“ ფილიალების ნახევარი იღებს მონაწილეობას და ნახევარი არა, უკვე ნიშნავს იმას, რომ შეგუებულები არიან, რომ პოლიტიკურ ველზე მათი ადგილი არ არის. ვინც აპირებს მონაწილეობის მიღებას, ჩვენ ვხედავთ რა რესურსია აქვთ. უბრალოდ იღებენ მონაწილეობას იმიტომ, რომ მიიღონ მონაწილეობა. ჩვენი დღის წესრიგი არის ის, რომ საქართველოს სახელმწიფო იქნება სამართლებრივი სახელმწიფო და ქართველი ხალხი გაჰყვება იმ პოლიტიკას, რაც აირჩია და განსაკუთრებით დააფიქსირა 2022 წლის შემდგომ, რაც რუსეთის ფედერაცია შეიჭრა უკრაინაში და საქართველოს მოსთხოვეს მეორე ფრონტის გახსნა“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

8 კვირა დარჩა თვითმმართველობის არჩევნებამდე. 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას 17 პარტია მიიღებს. მათგან ხუთს იგივე ნომერი ექნება, რაც გასულ საპარლამენტო არჩევნებში. „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტია „ახალი“ კი საარჩევნო ნომრის გარეშე დარჩა, რადგან ცესკოს კანონით დადგენილ ვადებში რეგისტრაციისთვის არ მიმართეს. შესაბამისად ეს ნომრები, შემთხვევითობის პრინციპით სხვა საარჩევნო სუბიექტებს ერგოთ. ფარსი უწოდეს დღეს ნაცმოძრაობაში ცესკოს ამ გადაწყვეტილებას, „ხალხის ძალაში“ კი ოპონენტებს უთხრეს, რომ პოლიტიკურ ველზე მათი ადგილი არ არის.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754824660

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია კულტურის სფეროს საკითხებთან დაკავშირებით ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელებს შეხვდა

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდა, სადაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს ალექსანდრე სარიშვილს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თ...

გიორგი გაბუნი

1754822909

მსოფლიო

პუტინმა ბრაზილიის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი გამართა

უკრაინის საკითხსა და ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაგეგმილ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტი ტელეფონით ბრაზილიელ კოლეგას ლულა და სილვას ესაუბრა. კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ...

პუტინმა ბრაზილიის პრეზიდენტ

1754821367

მსოფლიო

Reuters: თეთრი სახლი ზელენსკის ალასკაზე მიწვევის საკითხს განიხილავს

თეთრი სახლი ვოლოდიმირ ზელენსკის ალასკაზე მიწვევის საკითხსაც განიხილავს. სააგენტო Reuters წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ 15 აგვისტოს, ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე ზელენსკის მიწვევის შ...

თეთრმა სახლმა რომში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრას „ძალიან პროდუქტიული“ უწოდა

1754819208

მსოფლიო

ასტრონავტი ჯიმ ლოველი გარდაიცვალა

NASA ცნობილი ასტრონავტი, მისია Apollo 13-ის ხელმძღვანელი ჯიმ ლოველი გარდაიცვალა. ის 97 წლის იყო. „მწუხარებით ვიტყობინებით ჩვენი საყვარელი მამის, კაპიტანი ჯეიმს „ჯიმ“ ლოველის - პილოტისა და ასტრონავტის,...

ჯიმ ლოველი

1754816197

მსოფლიო

პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო მისიას უკრაინაში ევროპარლამენტარები მიესალმებიან

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროპარლამენტარები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ, სადაც აღნიშნულია, რომ მიესალმებიან დონალდ ტრამპის მცდელობას, უკრაინაში მშვიდობა და...

ევროპარლამენტარების