საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

 მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა.

3 051 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს სულ 39 663 კომისიის წევრი მოემსახურება, მათგან საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა აირჩიონ 9 153 ხელმძღვანელი პირი და 15 255 წევრი. დანარჩენი 15 255 წევრის დანიშვნა კი უფლებამოსილ პარტიებს შეუძლიათ.

ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲨᲘ ᲛᲝᲜᲐᲬᲘᲚᲔᲝᲑᲘᲡ ᲛᲡᲣᲠᲕᲔᲚᲔᲑᲛᲐ ᲒᲐᲜᲪᲮᲐᲓᲔᲑᲘᲗ ᲣᲜᲓᲐ ᲛᲘᲛᲐᲠᲗᲝᲜ ᲨᲔᲡᲐᲑᲐᲛᲘᲡ ᲡᲐᲝᲚᲥᲝ ᲡᲐᲐᲠᲩᲔᲕᲜᲝ ᲙᲝᲛᲘᲡᲘᲐᲡ 11-ᲓᲐᲜ 14 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝᲡ ᲩᲐᲗᲕᲚᲘᲗ 10:00-ᲓᲐᲜ 18:00 ᲡᲐᲐᲗᲐᲛᲓᲔ. ᲐᲡᲔᲕᲔ, ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲔᲚᲘᲐ ᲒᲐᲜᲛᲪᲮᲐᲓᲔᲑᲔᲚᲛᲐ ᲡᲐᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲝ
ᲓᲝᲙᲣᲛᲔᲜᲢᲐᲪᲘᲐ ᲬᲐᲠᲐᲓᲒᲘᲜᲝᲡ ᲡᲞᲔᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲔᲚᲔᲥᲢᲠᲝᲜᲣᲚᲘ ᲞᲚᲐᲢᲤᲝᲠᲛᲘᲡ (KONKURSI.CEC.GOV.GE) ᲡᲐᲨᲣᲐᲚᲔᲑᲘᲗ.
პროცედურების გამარტივების მიზნით, ცესკომ მსურველთათვის შეიმუშავა განცხადების სარეკომენდაციო ფორმა, რომელიც ასევე ხელმისაწვდომია საოლქო საარჩევნო კომისიებში.

აღსანიშნავია, რომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისია სერტიფიცირებულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს აირჩევს, რადგან კანონმდებლობით საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის სერტიფიკატის ფლობა სავალდებულოა. სერტიფიკატის აღების მსურველებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 2023 წლიდან რამდენჯერმე გაუწია ორგანიზება სერტიფიცირების გამოცდებს. მათ შორის გამოცდები ჩატარდა წელსაც. ამასთან, განხორციელდა საგანმანათლებლო და სასწავლო პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავდა პოტენციური წევრების ინფორმირებასა და შესაძლებლობების განვითარებას. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ განკარგულება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველიქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსის წესის, პირობების, ვადებისა და რჩევის წესის განსაზღვრის თაობაზე (განკარგულება №106/2025 - 05.08.2025).

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754822909

მსოფლიო

პუტინმა ბრაზილიის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი გამართა

უკრაინის საკითხსა და ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაგეგმილ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტი ტელეფონით ბრაზილიელ კოლეგას ლულა და სილვას ესაუბრა. კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ...

პუტინმა ბრაზილიის პრეზიდენტ

1754821367

მსოფლიო

Reuters: თეთრი სახლი ზელენსკის ალასკაზე მიწვევის საკითხს განიხილავს

თეთრი სახლი ვოლოდიმირ ზელენსკის ალასკაზე მიწვევის საკითხსაც განიხილავს. სააგენტო Reuters წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ 15 აგვისტოს, ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე ზელენსკის მიწვევის შ...

თეთრმა სახლმა რომში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრას „ძალიან პროდუქტიული“ უწოდა

1754819208

მსოფლიო

ასტრონავტი ჯიმ ლოველი გარდაიცვალა

NASA ცნობილი ასტრონავტი, მისია Apollo 13-ის ხელმძღვანელი ჯიმ ლოველი გარდაიცვალა. ის 97 წლის იყო. „მწუხარებით ვიტყობინებით ჩვენი საყვარელი მამის, კაპიტანი ჯეიმს „ჯიმ“ ლოველის - პილოტისა და ასტრონავტის,...

ჯიმ ლოველი

1754816197

მსოფლიო

პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო მისიას უკრაინაში ევროპარლამენტარები მიესალმებიან

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროპარლამენტარები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ, სადაც აღნიშნულია, რომ მიესალმებიან დონალდ ტრამპის მცდელობას, უკრაინაში მშვიდობა და...

ევროპარლამენტარების

1754814464

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: ჩვენ კვლავ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მხარი დავუჭიროთ უკრაინას. უკრაინის მომავალი ვერ გადაწყდება უკრაინელების გარეშე

საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის პირველმა პირებმა სატელეფონო საუბარი გამართეს და კიევს მხარდაჭერა აღუთქვეს. ცნობას სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ უკრაი...

საფრანგეთს პრეზიდენტი