ვიტალი კლიჩკო: ჩვენს ქვეყანაში ამ ომით ყველა დაიღალა. ამ ომში უზარმაზარი ფასი გადავიხადეთ. ჩვენ მაინც უნდა ვიპოვოთ გამოსავალი და მჯერა, რომ ზელენსკი, პუტინი და ტრამპი ერთმანეთს შეხვდებიან

ჩვენს სახელმწიფოში, ჩვენს ქვეყანაში ამ ომით ყველა დაიღალა, - განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ BILD-თან ინტერვიუში. ის ღიად აცხადებს, რომ შეთანხმება რუსეთთან, თუნდაც ტერიტორიების დათმობის გზით, შესაძლოა მშვიდობისკენ ერთადერთი გზა იყოს.
„სამწუხაროდ, ამ ომში უზარმაზარი ფასი გადავიხადეთ: ჩვენი პატრიოტების, ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე. ასობით ქალაქი განადგურებულია. უკრაინის უდიდესი ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. დიპლომატიური გადაწყვეტილება უნდა ვიპოვოთ“, - განაცხადა მან.
შესაძლო ტერიტორიულ დათმობებზე საუბრისას, კლიჩკომ ეს ვარიანტი არ გამორიცხა, თუმცა აღნიშნა, რომ „ახლა ამაზე საუბარი ადრეა“ და გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა მიიღოს.
„ეს რთულია, რადგან ჩვენი ხალხის ნაწილი არასოდეს იქნება მზად ჩვენი ქვეყნის ნაწილი რუსეთს გადასცეს“, - აღნიშნა მან.
კიევის მერი ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს აუცილებლად მიიჩნევს, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მონაწილეობით.
„ამერიკელ პრეზიდენტზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული - ის საკვანძო ფიგურაა მსოფლიოში, მაგრამ ეს ომი პუტინმა დაიწყო და მხოლოდ პუტინს შეუძლია მისი დასრულება. ამ ეტაპზე პუტინს ზელენსკისთან შეხვედრა არ სურს, ამბობს, რომ ამისთვის არც მიზეზები აქვს და არც ამ შეხვედრაზე სალაპარაკო თემები.
სიტუაცია საკმაოდ რთულია, რადგან უკრაინული განკარგულების მიხედვით, პუტინთან მოლაპარაკებები არ უნდა იმართებოდეს. თავის მხრივ, პუტინი აცხადებს, რომ ზელენსკი არალეგიტიმური პრეზიდენტია, რადგან მას ვადა უკვე ამოეწურა. თუმცა ჩვენ მაინც უნდა ვიპოვოთ გამოსავალი და მჯერა, რომ ზელენსკი, პუტინი და ტრამპი ერთმანეთს შეხვდებიან. ვფიქრობთ, შეხვედრები რთული იქნება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ისინი გაიმართება“, - განაცხადა კლიჩკომ.
1754822909
მსოფლიოპუტინმა ბრაზილიის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი გამართა
უკრაინის საკითხსა და ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაგეგმილ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტი ტელეფონით ბრაზილიელ კოლეგას ლულა და სილვას ესაუბრა. კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ...
1754821367
მსოფლიოReuters: თეთრი სახლი ზელენსკის ალასკაზე მიწვევის საკითხს განიხილავს
თეთრი სახლი ვოლოდიმირ ზელენსკის ალასკაზე მიწვევის საკითხსაც განიხილავს. სააგენტო Reuters წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ 15 აგვისტოს, ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე ზელენსკის მიწვევის შ...
1754819208
მსოფლიოასტრონავტი ჯიმ ლოველი გარდაიცვალა
NASA ცნობილი ასტრონავტი, მისია Apollo 13-ის ხელმძღვანელი ჯიმ ლოველი გარდაიცვალა. ის 97 წლის იყო. „მწუხარებით ვიტყობინებით ჩვენი საყვარელი მამის, კაპიტანი ჯეიმს „ჯიმ“ ლოველის - პილოტისა და ასტრონავტის,...
1754816197
მსოფლიოპრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო მისიას უკრაინაში ევროპარლამენტარები მიესალმებიან
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, ევროპარლამენტარები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ, სადაც აღნიშნულია, რომ მიესალმებიან დონალდ ტრამპის მცდელობას, უკრაინაში მშვიდობა და...
1754814464
მსოფლიოემანუელ მაკრონი: ჩვენ კვლავ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, მხარი დავუჭიროთ უკრაინას. უკრაინის მომავალი ვერ გადაწყდება უკრაინელების გარეშე
საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის პირველმა პირებმა სატელეფონო საუბარი გამართეს და კიევს მხარდაჭერა აღუთქვეს. ცნობას სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ უკრაი...