გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე
„რაც შეეხება ჰელსინკის კომისიას და ქალბატონ ლორას, [თორნტონი] ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ის ადამიანია, რომელსაც პირდაპირი გაგებით სძულს საქართველო, სძულს სიკეთე, მშვიდობა, პარტნიორობა“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჰელსინკის კომისიაში დაგეგმილ სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ვერავინ ვერაფერს დააკლებს, თუ „სწორ პოზიციაზე ვიდგებით“.
„თავისი ქვეყნის პრეზიდენტს ლანძღავს და რატომ უნდა გვიკვირდეს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ჰქონდეს ნეგატივი. ამიტომ ბუნებრივია, რომ ჩვენ ამას დიდ ყურადღებას არ მივაქცევთ, სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ლორა თორნტონი 28 იანვარს ერთ-ერთი მომხსენებელი იქნება ჰელსინკის კომისიაზე, სადაც საქართველოს შესახებ მოხსენებაა ჩანიშნული, თემით - „ქართული ოცნების“ მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა. თორნტონი „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორია, რომელიც საქართველოში NDI-ის ოფისს ხელმძღვანელობდა.
1769335669
მსოფლიოდონალდ ტრამპი: გაერთიანებული სამეფოს ძალიან მამაცი ჯარისკაცები ყოველთვის შეერთებულ შტატებთან იქნებიან
დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბრიტანელი ჯარისკაცები სიძლიერით არავის ჩამოუვარდებიან და ყოველთვის შეერთებული შტატების გვერდით იქნებიან. ტრამპი იმ მსხვერპლზეც საუბრობს, რომელიც ბრიტანელმა სამხ...
1769332195
მსოფლიოვიქტორ ორბანი: ევროპა ომისთვის არ ემზადება, ის უკვე საომარ მდგომარეობაშია
„ევროპა რუსეთთან ომს არ აპირებს, ის რუსეთთან უკვე ომობს“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა. ვიქტორ ორბანის მტკიცებით, ბრიუსელს სურს, რუსეთი უკრაინულ მიწაზე ნებისმიერ ფასად დაამარცხოს, უკრაინა კი...
1769330314
მსოფლიოვიტალი კლიჩკო: კიევში 1600-ზე მეტი მაღალსართულიანი შენობა გათბობის გარეშეა
უკრაინის დედაქალაქის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ 1676 მრავალსართულიანი შენობა გათბობის გარეშეა დარჩენილი. „შეგახსენებთ, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანებამ...
1769328217
ახალი ამბებივახტანგ თოფურია: მინეაპოლისში, აქციებზე ასობით დაპატიმრება და ორი ფატალური სროლა მოხდა - უცნაური სიჩუმეა ე.წ. ცივილიზებული სამყაროს მხრიდან, რომელიც ცნობილია სხვების შიდა საქმეებში ჩარევით, მათგან არანაირი კრიტიკა არ ისმის
საპროტესტო აქციებზე საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის თანამშრომლებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირების შესახებ წერს, რომლის ფარგლებში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ასობით ადამიანი დააკავეს, პროტესტის...
1769326181
ახალი ამბებიიმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკ...































