გურამ მაჭარაშვილი: ვხედავთ, რომ ევრობიუროკრატიაში ყველას, ვისაც არ ეზარება, ლანძღავენ კაია კალასს, მას პირდაპირ მოიხსენიებენ როგორც უზრდელს, უხეშს და თანამდებობისთვის შეუფერებელს

ვხედავთ, რომ ევრობიუროკრატიაში უკვე ყველას, ვისაც არ ეზარება, ლანძღავენ. გვარს არ დავასახელებ, მაგრამ საუბარი ეხება ევრობიუროკრატიაში უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომისარს, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის, ხავიერ ლოპესის განცხადებაზე, რომ კაია კალასი თანამდებობისთვის შეუფერებელია.

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანი საქართველოსთან მიმართებით, მით უმეტეს, შეურაცხყოფებითა და შეუფერებლობით გამოირჩევა, მას პირდაპირ მოიხსენიებენ როგორც „უზრდელს, უხეშს და თანამდებობისთვის შეუფერებელს“.

„ეს ზუსტად ისაა, რასაც წლებია, ვსაუბრობთ: სამწუხარო მოცემულობაა, რომ ევრობიუროკრატიაში ასეთ მაღალ თანამდებობებზე არიან ადამიანები, რომლებსაც უკვე საკუთარი კოლეგები ლანძღავენ და ამხელენ. კორუფციას, თანამდებობისთვის შეუფერებლობას და სხვა მსგავს საკითხებსაც ხომ არ დაგვაბრალებენ? რაც ვთქვი, ეს სიტყვები მე არ მეკუთვნის, არამედ ეკუთვნის ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, ევროპარლამენტარებს და ევროპარლამენტში მაღალი თანამდებობის პირებს. ეს არის მოცემულობა.

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ის, რაც დაემართება ევრობიუროკრატიას, ყველა ერთად ვნახავთ და ეს პროცესი მიმდინარეობს. არ მგონია, ევრობიუროკრატიას რამე ეშველოს, მაგრამ ევროპაში დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები მიიღებენ გადაწყვეტილებებს და აირჩევენ ეროვნულ ხელისუფლებებს, რომლებიც შემდეგ ევროპულ ღირებულებებს მიჰყვებიან“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773169407

საზოგადოება

ირაკლი ქადაგიშვილი გია ხუხაშვილზე: ჩვენ გვყავს მოლაპარაკე თავების მთელი კოჰორტა, რომელთა მიზანი არის, რომ თუ რამე ცუდი ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, ეს ყველაფერი დაუკავშირონ საქართველოს და ამ ცუდი ამბების თანამონაწილე გახადონ

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გია ხუხაშვილის გამოკითხვაზე ისაუბრა. ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ საქარ...

პარლამენტის დეპუტატი

1773167710

საზოგადოება

ფაიგ ნაბიევი: ქართული სახელმწიფო დღეს რეგიონში მშვიდობის მხარდამჭერად გვევლინება, ჩვენ, სასულიერო პირები მთელი გულით ვუჭერთ მხარს ამ პოლიტიკას, რადგან იქ, სადაც არ არის სტაბილურობა, არც ლოცვას და არც განვითარებას აზრი არ აქვს

ქართული სახელმწიფო, დღეს, რეგიონში მშვიდობის მხარდამჭერად გვევლინება, - განაცხადა საქართველოს მუსლიმთა შეიხმა ფაიგ ნაბიევმა პრემიერ-მინისტრის სახელით მუსლიმი თემისთვის გამართულ იფთარზე. მისივე თქმით,...

ფაიგ ნაბიევი

1773167671

საზოგადოება

ეტიბარ ემინოვი: საქართველო არის ქვეყანა, სადაც სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობენ, ეს ჩვენი დიდი სიმდიდრეა, სახელმწიფო მხარს უჭერს რწმენის თავისუფლებას და ყველა რელიგიურ თემს თანასწორად ეკიდება

საქართველო არის ქვეყანა, სადაც სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის ადამიანები მშვიდობიანად ცხოვრობენ, ეს ჩვენი დიდი სიმდიდრეა, - განაცხადა აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა პრემიერ-მინისტრ ირ...

ეტიბარ ემინოვიეტიბარ ემინოვი

1773167636

საზოგადოება

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვახტანგ თურნავა სტრასბურგში ვ...

საპარლამენტო დელეგაცია

1773167579

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის წევრებთან ერთად, მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა თანამედროვე, ძლიერი ქართული სახელმწიფოს შენების პროცესში მუსლიმი თემის როლ...

ირაკლი კობახიძე