იაგო ხვიჩია ახალგაზრდებს: სულელად რომ არ გამოჩნდეთ, ისტორია ისწავლეთ! „ნაცმოძრაობამ“ გააჩინა „ფენტალინები“ და „ბიო“, ამ პოზიციით შენ ანადგურებ ბაზარზე არსებულ ყველა შესაძლებლობას

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია გადაცემაში „კამათობა“ ნარკოპოლიტიკაზე საუბრისას „ფედერალისტების“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას ახსენებს, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში არსებულ ნარკოპოლიტიკას და მას ჯალათთან აიგივებს.

„ახალგაზრდები ხართ და სანამ მართლა ერთადერთი სლოგანი ის არის - „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“, ჯობია რომ ისტორიას გაეცნოთ. რასაც ახლა ბატონი გიგა კეთილშობილური სახით ჰყვება, იცით როგორია? ჯალათი რომ ჰყვებოდეს სინამდვილეში თავის მსხვერპლებზე, რა მიზნები ჰქონდათ კონკრეტულად, როცა ამ კონკრეტულ ადამიანებს ხოცავდნენ, რა კეთილშობილები იყვნენ მაშინ, როცა დიდ სამშობლო მიზანს ემსახურებოდნენ“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.

იაგო ხვიჩიას განცხადებით, საქართველოს ბაზარზე არსებული „ბიო“ და „ფენტალინი“ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ნარკოპოლიტიკის შედეგად გაჩნდა ბაზარზე და მათ აიძულეს, ადამიანები გადასულიყვნენ „კრაკადილზე“.

„თქვენ იცით თუ არა, რომ ამწუთას ეს დებატები მიმდინარეობს, ნარკოპოლიტიკის და ნულოვანი ტოლერანტობის ერთ-ერთ ჯალათს და მეორე ადამიანს შორის, რომელიც ანგელოზია ამ თვალსაზრისით, რაც მოვიდა მას შემდეგ სულ ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მომხრეა.

სულელად რომ არ გამოჩნდეთ ისტორია ისწავლეთ. სინამდვილეში ამათმა გააჩინეს ფენტალინები, ამათმა გააჩინეს „ბიო“. ეს არის პოზიცია, რომლის მიხედვითაც შენ ანადგურებ ბაზარზე არსებულ ყველა შესაძლებლობას, კი არ ძვირდება, აქრობ, ყველას იჭერ. ვიღაც ადამიანები, რომლებიც იძულებულები არიან გადავიდნენ „კრაკადილზე“ , „ვინტზე“, „წიწვზე“, რომლის გამოც კვდებიან“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753216789

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ სამართლებრივად პირნათელი ვართ ჩვენს ვალდებულებებში, ნებისმიერი განცხადება, რასაც ვისმენთ, არის შანტაჟი

უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით საზოგადოებამ მკაფიოდ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ სამართლებრივად პირნათელი ვართ ჩვენს ვალდებულებებში, ნებისმიერი განცხადება, რასაც ვისმენთ, არის შანტაჟი, - ამის შესახებ პარლამ...

შალვა პაპუაშვილი

1753215878

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონს ყველაზე მაღალი სახალხო მხარდაჭერა აქვს, ევროკავშირის საელჩოს კონტრაქტორი ორგანიზაციები პირდაპირ თავს დაესხნენ საპატრიარქოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონს ყველაზე მაღალი სახალხო მხარდაჭერა აქვს. როგორც პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა...

შალვა პაპუაშვილი

1753214518

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: როგორც ჩანს, კვლავ ვიხილავთ ევროკავშირის ელჩს, რომელიც გამოვა და თავისი ცნობილი ლოზუნგით, „წინ, საქართველო, წინ“, საარჩევნო კამპანიას ჩაუტარებს ოპოზიციას

„როგორც ჩანს, კვლავ ვიხილავთ ევროკავშირის ელჩს, რომელიც გამოვა და თავისი ცნობილი ლოზუნგით - „წინ, საქართველო, წინ“, ალბათ საარჩევნო კამპანიას ჩაუტარებს ოპოზიციას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტ...

შალვა პაპუაშვილი

1753212663

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ტრამპის გამარჯვების შემდეგ, დღეს აშშ საუბრობს მშვიდობაზე და მილიტარისტული, ომის რიტორიკა აქვთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, აბსოლუტური გადანაცვლება მოხდა

მგონი, ხელის გულზე დევს ის, რაც ხდება მსოფლიო პოლიტიკაში. მას შემდეგ, რაც ტრამპმა გაიმარჯვა, დღეს მშვიდობაზე საუბრობს აშშ და მილიტარისტული, ომის რიტორიკა აქვთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. აბსოლუტური გა...

შალვა პაპუაშვილი

1753210934

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის ელჩმა თქვა, 31 აგვისტო ბოლო ვადაა, შეიძლება, უვიზო მიმოსვლა შეწყდესო, 00:00 საათზე ფაეტონი იქცევა გოგრად - ასეთი რაღაცები არ ხდება სტრუქტურებში გადაწყვეტილებების მიღებისას

„ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ 31 აგვისტო არის ბოლო ვადა, რაც ნიშნავს, რომ პირველი სექტემბრიდან შეიძლება, უვიზო მიმოსვლა შეწყდესო, რაც გაავრცელა ევროკავშირის ელჩმა, არის აბსოლუტური დეზინფორმაცია“, - ამ...

შალვა პაპუაშვილი