შალვა პაპუაშვილი: ტრამპის გამარჯვების შემდეგ, დღეს აშშ საუბრობს მშვიდობაზე და მილიტარისტული, ომის რიტორიკა აქვთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, აბსოლუტური გადანაცვლება მოხდა

მგონი, ხელის გულზე დევს ის, რაც ხდება მსოფლიო პოლიტიკაში. მას შემდეგ, რაც ტრამპმა გაიმარჯვა, დღეს მშვიდობაზე საუბრობს აშშ და მილიტარისტული, ომის რიტორიკა აქვთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. აბსოლუტური გადანაცვლება მოხდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა - მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, რაც ჩანს, არის იმ იდეების ანტიპოდი, რაც თავდაპირველად ჩადებული იყო ევროკავშირში.
„ისინიც კი, ვინც ზედაპირულად აკვირდებოდნენ მსოფლიო პოლიტიკას, ხედავდნენ ალბათ, თუკი უწინ იყო ასე, რომ აშშ იყო უფრო მეტად აგრესიული თავის დამოკიდებულებაში, გადაწყვეტილებას უფრო მტკიცედ, სწრაფად იღებდა, არ უშინდებოდა სამხედრო კონფრონტაციას და გადაწყვეტილებებს, ხოლო ევროკავშირის წევრი ქვეყნები უფრო თავშეკავებული იყვნენ, ფიქრობდნენ, არ დაეზიანებინათ მათივე ეკონომიკა, მოსახლეობის ინტერესები, დღეს ეს ყველაფერი შეტრიალებულია. მას შემდეგ, რაც ტრამპმა გაიმარჯვა, დღეს მშვიდობაზე საუბრობს აშშ და მილიტარისტული, ომის რიტორიკა აქვთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. აბსოლუტური გადანაცვლება მოხდა და პრინციპში ამაში ლოგიკაც ჩანს.
როდესაც ტრამპი ამბობს, რომ „დიფ სთეითი“ იყო ის, ვინც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში იწვევდა არეულობას, ხელისუფლებების გარედან ცვლილებას, სამხედრო კონფლიქტებს და მას სურს, დაასრულოს „დიფ სთეითი“ და ამით დაასრულოს ომები, ჩვენ ვხედავთ „დიფ სთეითს“ მიგრაციას ევროპის კონტინენტზე და მის გავლენას, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებებზე.
ჩვენ რასაც ვუყურებთ, ეს არის ანტიპოდი იმ იდეებისა, რაც თავდაპირველად ჩადებული იყო ევროკავშირში. ევროკავშირში დღემდე, ჯერ კიდევ საბედნიეროდ იყენებენ ტერმინს, რომ ეს არის მშვიდობის პროექტი. როგორ არის მშვიდობის პროექტი, როდესაც ომის რიტორიკა, მილიტარიზაცია, ფრონტის ხაზებზე საუბარი არის ყოველდღიურობა ევროკავშირის სხვადასხვა ბიუროკრატის თუ პოლიტიკოსის.
მათ შორის ევროკავშირის შიგნით ვხედავთ სახელმწიფოებს, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ ამას, რომ ევროკავშირი იქცა ომის მწარმოებელ თუ ომის მხარდამჭერ ორგანიზაციად. თანაც იმ პირობებში, რომ წინა ხაზად აცხადებენ უკრაინას, ოღონდ საკუთარი სისხლის ერთი წვეთის დაღვრაც არ უნდათ ევროპის წინა ხაზზე, როგორც თვითონ უწოდებენ უკრაინას. ასე რომ, ეს საფრთხე ზუსტად აქედან არის წარმოშობილი. ვხედავთ, რაც ხდება, როგორ ერთ წამში შეიძლება, აფეთქდეს ჩვენს რეგიონში ვითარება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
1753209274
მსოფლიოოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა
Black Sabbath-ის ვოკალისტი ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ მისი ოჯახის განცხადებაშია ნათქვამი. წერს BBC. „იმაზე მეტი მწუხარებით, ვიდრე სიტყვებით შეიძლება ამის გამოხატვა, გაცნობე...
1753208083
მსოფლიომაკრონი: ურყევი მხარდაჭერა იუნესკოს, აშშ-ის გასვლა არ შეასუსტებს ჩვენს ერთგულებას მათ მიმართ, ვინც ამ ბრძოლას ხელმძღვანელობს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) მუშაობას მხარდაჭერა გამოუცხადა მას შემდეგ, რაც აშშ-მა იუნესკოდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილ...
1753204872
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ბოლო წლების განმავლობაში არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც მდიდარი „ენჯეოები“, მათი თანამშრომლები პირდაპირ ესხმიან თავს ეკლესიას
ბოლო წლების განმავლობაში არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც მდიდარი „ენჯეოები“, მათი თანამშრომლები პირდაპირ ესხმიან თავს ეკლესიას, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯ...
1753202343
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ის, რასაც საქართველოსგან ითხოვენ, არც დემოკრატიულია და საერთოდ არანაირ ფასეულობებთან არ არის თანხვედრაში
ის, რასაც საქართველოსგან ითხოვენ, არც დემოკრატიულია და საერთოდ არანაირ ფასეულობებთან არ არის თანხვედრაში, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ...
1753200389
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ს...