შალვა პაპუაშვილი: რადიკალური ოპოზიცია ამ პერიოდს ფუჭად კარგავს, ჯერ კიდევ ვერ გაერკვნენ ერთმანეთში, რა უნდათ და როგორ ჩამოყალიბდებიან

„ახლა ამ პერიოდს ფუჭად კარგავს რადიკალური ოპოზიცია, ჯერ კიდევ ვერ გაერკვნენ ერთმანეთში, რა უნდათ და როგორ ჩამოყალიბდებიან“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა - მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
გადაცემის წამყვანმა პაპუაშვილს კითხვა დაუსვა, რას აპირებს ხელისუფლება, რათა არ დადგეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების, ომში ჩართვისა და ხელისუფლების ცვლილების საკითხი, რაზეც პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების გეგმა ყოველთვის არის ერთი რამ - იყოს პირნათელი საზოგადოების წინაშე და იმოქმედოს საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად.
„ეს ორი პრინციპი არის, რატომაც ვიმარჯვებთ ყოველ ჯერზე ასეთი პერიპეტიების დროს. მეორე მხარეს არის სიყალბე, ღირებულებებზე ყალბი საუბარი, ევროპის დროშას ამოფარებული მოძალადეები და ზიზღის ენის გამავრცელებლები არა მხოლოდ ქართველი რადიკალები, უცხოელი რადიკალებიც.
აქეთ მხარეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები და კეთილსინდისიერება ჩვენი საზოგადოების წინაშე. ასე რომ ვუდგებით, ამიტომაც არის, რომ, საბოლოო ჯამში, სიმართლე თავის გზას პოულობს ხოლმე. ჩვენ გამოვდივართ ჩვენი საზოგადოების ინტერესებიდან.
ჩვენი საზოგადოება მიიღებს თავის გადაწყვეტილებას, მათ შორის ამ არჩევნებზე. ახლა ამ პერიოდს ფუჭად კარგავს რადიკალური ოპოზიცია. გაიყო ოთხი ბარიერგადალახული პარტია, ორი იღებს მონაწილეობას, ორი - არა. ჯერ კიდევ ვერ გაერკვნენ ერთმანეთში, რა უნდათ და როგორ ჩამოყალიბდებიან.
სექტემბერში ყველა ნახავს, გარედან ძალები როგორ დააყენებენ მათ ერთად საქართველოს წინააღმდეგ და მიიღებენ ბოლოს პასუხს არჩევნებზე, მერე გაუკვირდებათ, ქართველი ხალხი ხმას რატომ არ აძლევს მათ, რომლებიც ქვეყანას არეულობისკენ ექაჩებიან“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
1753209274
მსოფლიოოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა
Black Sabbath-ის ვოკალისტი ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ მისი ოჯახის განცხადებაშია ნათქვამი. წერს BBC. „იმაზე მეტი მწუხარებით, ვიდრე სიტყვებით შეიძლება ამის გამოხატვა, გაცნობე...
1753208083
მსოფლიომაკრონი: ურყევი მხარდაჭერა იუნესკოს, აშშ-ის გასვლა არ შეასუსტებს ჩვენს ერთგულებას მათ მიმართ, ვინც ამ ბრძოლას ხელმძღვანელობს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) მუშაობას მხარდაჭერა გამოუცხადა მას შემდეგ, რაც აშშ-მა იუნესკოდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილ...
1753204872
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ბოლო წლების განმავლობაში არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც მდიდარი „ენჯეოები“, მათი თანამშრომლები პირდაპირ ესხმიან თავს ეკლესიას
ბოლო წლების განმავლობაში არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც მდიდარი „ენჯეოები“, მათი თანამშრომლები პირდაპირ ესხმიან თავს ეკლესიას, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯ...
1753202343
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ის, რასაც საქართველოსგან ითხოვენ, არც დემოკრატიულია და საერთოდ არანაირ ფასეულობებთან არ არის თანხვედრაში
ის, რასაც საქართველოსგან ითხოვენ, არც დემოკრატიულია და საერთოდ არანაირ ფასეულობებთან არ არის თანხვედრაში, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ...
1753200389
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ს...