შალვა პაპუაშვილი: უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ სამართლებრივად პირნათელი ვართ ჩვენს ვალდებულებებში, ნებისმიერი განცხადება, რასაც ვისმენთ, არის შანტაჟი

უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით საზოგადოებამ მკაფიოდ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ სამართლებრივად პირნათელი ვართ ჩვენს ვალდებულებებში, ნებისმიერი განცხადება, რასაც ვისმენთ, არის შანტაჟი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა - მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა კითხვაზე, „რა მოლოდინი აქვს, რაზე არიან წამსვლელები ევრობიუროკრატები, მათი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში“.
პაპუაშვილის თქმით, ევროკომისია საქართველოსთან მიმართებით დღეს არის საერთაშორისო სამართლის დამრღვევი და ეს არის ფაქტი.
„პირველ ყოვლისა, თავად ის ფაქტი, რომ ეს შანტაჟია, უკვე აჩვენებს არაკეთილსინდისიერ მიდგომას საკითხის მიმართ. მე ვთქვი, რომ ის ე.წ. რვა საკითხი, რომელიც ჩამოთვლილია წერილში, ამ რვა საკითხიდან ექვსი საკითხი ისეთი სამუშაო საკითხებია, რომელზეც ჩვეულებრივად მუშაობს სახელმწიფო. ეს დამატებითი ორი საკითხი, რომელიც ამ კანონებს ეხება - „გამჭვირვალობის კანონს“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონს“, აბსოლუტურად არანაირი კავშირი ამას უვიზო მიმოსვლასთან არ აქვს.
ვხედავთ გარკვეულ ასეთ თვითნებობას, როგორი თვითნებობაც ვნახეთ დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით. ნახავთ, კიდევ ერთხელ ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგება ამას, რომ დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების რეკომენდაციით ევროკომისიამ დაარღვია საქართველოს და ევროკავშირს შორის 2010 წელს დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება.
ევროკომისია დღეს არის საერთაშორისო სამართლის დამრღვევი საქართველოსთან მიმართებით. ეს არის ფაქტი და მათ შორის ამ წერილითაც დადასტურდა, რომ მათ დაარღვიეს. რაც ამ წერილში წერია, ზუსტად ის მიუთითებს, რომ დაარღვიეს საერთაშორისო სამართალი.
ასე რომ, როდესაც თვითნებობას აქვს ადგილი და მათ შორის სამართლის უზენაესობის უპატივცემულობას, აქ ბევრი რამ შეიძლება, იყოს მოსალოდნელი. პირველი, არ არსებობს არანაირი საფუძველი და მინდა, ჩვენმა საზოგადოებამ მკაფიოდ იცოდეს, რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას, ჩვენ სამართლებრივად ვართ პირნათელი ჩვენს ვალდებულებებში. ასე რომ, ნებისმიერი ასეთი განცხადება, რასაც ვისმენთ, ეს არის შანტაჟი და ნებისმიერი ასეთი დამოკიდებულება არ არის კეთილსინდისიერი.
მეორე - ჩვენ ვხედავთ მათ შორის, რომ, საბედნიეროდ, ევროკავშირის შიგნითაც არსებობს საღი აზრი. კულუარული ინფორმაცია, რომელიც, მათ შორის მედიის მხრივ გაჟღერდა, აჩვენებს – არის სახელმწიფოები, რომლებიც ხვდებიან, რომ ასეთი სიგიჟის გაკეთება, რაც ზოგიერთს თავში უტრიალებს, უბრალოდ მიუღებელია და შეუძლებელია.
მესამე საკითხი როცა უყვართ ხოლმე და ხშირად ამბობენ, ქართველ ხალხს მივეცით კანდიდატის სტატუსი, ქართველ ხალხს, ქართველ ხალხს, ახლა რა ხდება, ქართველი ხალხი აღარ აინტერესებთ, თუ რა ხდება?!“ - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
1753209274
მსოფლიოოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა
Black Sabbath-ის ვოკალისტი ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ მისი ოჯახის განცხადებაშია ნათქვამი. წერს BBC. „იმაზე მეტი მწუხარებით, ვიდრე სიტყვებით შეიძლება ამის გამოხატვა, გაცნობე...
1753208083
მსოფლიომაკრონი: ურყევი მხარდაჭერა იუნესკოს, აშშ-ის გასვლა არ შეასუსტებს ჩვენს ერთგულებას მათ მიმართ, ვინც ამ ბრძოლას ხელმძღვანელობს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) მუშაობას მხარდაჭერა გამოუცხადა მას შემდეგ, რაც აშშ-მა იუნესკოდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილ...
1753204872
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ბოლო წლების განმავლობაში არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც მდიდარი „ენჯეოები“, მათი თანამშრომლები პირდაპირ ესხმიან თავს ეკლესიას
ბოლო წლების განმავლობაში არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც მდიდარი „ენჯეოები“, მათი თანამშრომლები პირდაპირ ესხმიან თავს ეკლესიას, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯ...
1753202343
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ის, რასაც საქართველოსგან ითხოვენ, არც დემოკრატიულია და საერთოდ არანაირ ფასეულობებთან არ არის თანხვედრაში
ის, რასაც საქართველოსგან ითხოვენ, არც დემოკრატიულია და საერთოდ არანაირ ფასეულობებთან არ არის თანხვედრაში, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ...
1753200389
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ს...