შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის ელჩმა თქვა, 31 აგვისტო ბოლო ვადაა, შეიძლება, უვიზო მიმოსვლა შეწყდესო, 00:00 საათზე ფაეტონი იქცევა გოგრად - ასეთი რაღაცები არ ხდება სტრუქტურებში გადაწყვეტილებების მიღებისას

„ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ 31 აგვისტო არის ბოლო ვადა, რაც ნიშნავს, რომ პირველი სექტემბრიდან შეიძლება, უვიზო მიმოსვლა შეწყდესო, რაც გაავრცელა ევროკავშირის ელჩმა, არის აბსოლუტური დეზინფორმაცია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა - მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, „არანაირი 31, 00:00 საათი დადგა და ახლა ფაეტონი იქცევა გოგრად - ასეთი რაღაცები არ ხდება სტრუქტურებში, როდესაც გადაწყვეტილებები მიიღება“.
„ქრონოლოგიურად რომ შევხედოთ, იყო წერილი, შემდეგ გამოვიდა ევროკავშირის ელჩი. სხვათა შორის, წერილში არ წერია არანაირი თარიღი, ზეპირად ითქვა. გამოვიდა ელჩი და თქვა, რომ 31 აგვისტო არის ბოლო ვადა, რაც ნიშნავს, რომ პირველი სექტემბრიდან შეიძლება, უვიზო მიმოსვლა შეწყდესო. რაც გაავრცელა ევროკავშირის ელჩმა, არის აბსოლუტური დეზინფორმაცია. არანაირი 31, 00:00 საათი დადგა და ახლა ფაეტონი იქცევა გოგრად – ასეთი რაღაცები არ ხდება სტრუქტურებში, როდესაც გადაწყვეტილებები მიიღება. ეს ერთი. მეორე – ეს თემა შემოაგდეს, რომლითაც, ფაქტობრივად, მისცეს საკვები ოპოზიციას. ოპოზიცია დარჩენილია ყოველგვარი იდეის გარეშე და აჰა, ადექით ახლა და იპარაზიტეთ ამ თემაზე, რომ რაიმენაირად იქნებ ააღელვოთ საზოგადოება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1753209274
მსოფლიოოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა
Black Sabbath-ის ვოკალისტი ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ მისი ოჯახის განცხადებაშია ნათქვამი. წერს BBC. „იმაზე მეტი მწუხარებით, ვიდრე სიტყვებით შეიძლება ამის გამოხატვა, გაცნობე...
1753208083
მსოფლიომაკრონი: ურყევი მხარდაჭერა იუნესკოს, აშშ-ის გასვლა არ შეასუსტებს ჩვენს ერთგულებას მათ მიმართ, ვინც ამ ბრძოლას ხელმძღვანელობს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) მუშაობას მხარდაჭერა გამოუცხადა მას შემდეგ, რაც აშშ-მა იუნესკოდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილ...
1753204872
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ბოლო წლების განმავლობაში არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც მდიდარი „ენჯეოები“, მათი თანამშრომლები პირდაპირ ესხმიან თავს ეკლესიას
ბოლო წლების განმავლობაში არაერთი შემთხვევა გვინახავს, როდესაც მდიდარი „ენჯეოები“, მათი თანამშრომლები პირდაპირ ესხმიან თავს ეკლესიას, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯ...
1753202343
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ის, რასაც საქართველოსგან ითხოვენ, არც დემოკრატიულია და საერთოდ არანაირ ფასეულობებთან არ არის თანხვედრაში
ის, რასაც საქართველოსგან ითხოვენ, არც დემოკრატიულია და საერთოდ არანაირ ფასეულობებთან არ არის თანხვედრაში, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ...
1753200389
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ს...