ირაკლი ზარქუა მამუკა ხაზარაძეს: მამუკა, მოიტანე ფული! იმ ფულს ჩვენ ბაღებს, სკოლებს და კარგ საქმეებს მოვახმართ
![](https://exclusivetv.ge/uploads/files/2025/02/06/25303/irakli-zarqua-mamuka-khazaradze_w_h.jpeg)
„მამუკა ხაზარაძე არასდროს ყოფილა საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, შავი ზღვის რეგიონში საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების დასაცავად, ზეწოლა უნდა მოახდინოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე.
დეპუტატის თქმით, ხაზარაძე პოლიტიკაში უცხოური ინტერესების გამტარებლად მოვიდა.
„რაც შეეხება ხაზარაძის განცხადებას, ლუსტრაცია მოხდა ვის და როგორ ემსახურება. მამუკა ხაზარაძე არასდროს ყოფილა საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი. ის ყოველთვის იყო ის, ვინც დღეს არის. ემსახურებოდა უცხოელ პატრონებს და პოლიტიკაში მოვიდა, ასევე, უცხოური ინტერესების გამტარებლად.
უცხო ქვეყანას ეუბნება, საქართველო დაისაჯოს. რატომ? იმიტომ, რომ მის არაადეკვატურ და გიჟურ იდეებს არ დაუჭირა მხარი ქართველმა ხალხმა. მას ჰქონდა შესანიშნავი შანსი, საუკუნის პროექტი - ანაკლიის პორტი აეშენებინა.
საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და მილიარდობით დოლარს სთხოვდა ქართველი ხალხის და ბიუჯეტისგან. საერთაშორისო სასამართლომ იცით, რომ ის დაადანაშაულა და პირიქით, 600 000 დოლარი აქვს მოსატანი. მამუკა, მოიტანე ფული! იმ ფულს ჩვენ ბაღებს, სკოლებს და კარგ საქმეებს მოვახმართ, ფული მოიტანე, ბიჭო!“ - აღნიშნავს ზარქუა.
1738841500
მსოფლიოსაბერძნეთის პარლამენტმა პრეზიდენტი მესამე მცდელობაზეც ვერ აირჩია
ბერძენმა კანონმდებლებმა პრეზიდენტის არჩევა მესამე მცდელობაზეც ვერ შეძლეს. ამის შესახებ Kathimerini იუწყება. პრეზიდენტობის კანდიდატმა კონსტანტინოს ტასულასმა 160 ხმა მიიღო. ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მესა...
1738838614
მსოფლიობაქომ ვაშინგტონს აზერბაიჯანში USAID-ის მუშაობის შეჩერება მოსთხოვა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკულ მხარეს ოფიციალურად აცნობა, რომ USAID-ის მუშაობა აზერბაიჯანში უნდა შეწყდეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, აზერბაიჯან...
1738837422
მსოფლიოპუტინმა გაგლოევს დაბადების დღე მიულოცა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერს ალან გაგლოევს დაბადების დღე მიულოცა. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს. გაგლოევს 6 თებერვალს 44 წელი შეუსრულდა. ვლადიმერ პუ...
1738835660
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, ოთხმა ასეულმა ადამიანმა 4 მილიონ ადამიანს შეუქმნას დისკომფორტი
„ერთადერთი, რასაც ემსახურება სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, არის სახელმწიფო ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა...
1738834873
ახალი ამბებიპრემიერი: საქართველოში აშშ-ის საელჩო, USAID, NED და სხვა ინსტიტუციები მოქმედებდნენ კოორდინირებულად ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, გვაქვს დიდი იმედი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ეს მახინჯი პრაქტიკა დასრულდება
საქართველოში აშშ-ის საელჩო და USAID, ისევე როგორც NED და სხვა ინსტიტუციები მოქმედებდნენ კოორდინირებულად ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობა...