იერუსალიმის, როდოსის და მალტის წმ. იოანეს ჰოსპიტალიერთა სუვერენული სამხედრო ორდენი - ყველა მორწმუნის მიმართ გამოვხატავთ სამძიმარს, გვინდა, დაგარწმუნოთ, რომ თქვენთვის ვლოცულობთ
იერუსალიმის, როდოსის და მალტის წმ. იოანეს ჰოსპიტალიერთა სუვერენული სამხედრო ორდენი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს უგზავნის.
„თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ღრმა მწუხარებით შევიტყვე მისი უწმინდესობის, ილია II-ის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, გარდაცვალების შესახებ – პიროვნებისა, რომელიც ქართველი ხალხისთვის დიდად პატივსაცემი სულიერი მამა იყო. მისი ხანგრძლივი მსახურების განმავლობაში, რომელიც 1977 წელს დაიწყო, მისი უწმინდესობა სიბრძნითა და ერთგულებით ხელმძღვანელობდა ეკლესიას, ურთულეს პერიოდებში ინარჩუნებდა მას და მხარს უჭერდა მის სულიერ განახლებას.
მალტის სუვერენული სამხედრო ორდენის სახელით, მსურს, გამოვხატო თქვენ მიმართ, წმინდა სინოდის და ყველა მორწმუნის მიმართ ჩემი უღრმესი სამძიმარი და დაგარწმუნოთ, რომ ამ გლოვის დროს თქვენთვის ვლოცულობთ.
ვანდობ განსვენებული პატრიარქის სულს უფლის მოწყალებას და ვლოცულობ, რომ ყველა, ვინც მას გლოვობს, ნუგეში პოვოს“, - აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს აწერს დიდი კომენდატორი ფრა ემანუელ რუსო.
1773994155
ახალი ამბებისაქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილთან და სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში სრულიად...
1773993847
ახალი ამბებიგიორგი კალანდარიშვილი: საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით ვუსამძიმრებ მთელ ქვეყანას ამ დიდ დანაკლისს
ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მოსახლეობას სამძიმარს უცხადებს. „საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით ვუსამძიმრებ მთელს...
1773992193
ახალი ამბებიThe New York Times: ილია II-მ ეკლესია ქვეყნის ყველაზე მდგრად და პატივსაცემ ინსტიტუციად აქცია, მისი ლიდერობა დაძაბულ და რთულ პერიოდებში ქვეყნისთვის მყარ სულიერ საყრდენს წარმოადგენდა
გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ „როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ინსტიტუტის - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლე...
1773991423
მსოფლიო„სამძიმარს ვუცხადებთ ყველას, ვინც პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას გლოვობს“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი გლობალური რელიგიური თავისუფლების საკითხებში
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი გლობალური რელიგიური თავისუფლების საკითხებში, მარკ უოლკერი სამძიმარს გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია II-ის გ...
1773991123
ახალი ამბებისამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია - გადაადგილების ვიდეოინსტრუქცია
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია. თბილისის მერიის ცნობით, ტრანსპორტის მოძრაო...































