პატრიარქის დაკრძალვაზე ვატიკანიდან საქართველოში კარდინალი კურტ კოხი ჩამოვა

პატრიარქის დაკრძალვაზე, ვატიკანიდან საქართველოში ჩამოვა ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტი, კარდინალი კურტ კოხი. ამის შესახებ ინფორმაციას Catholic.ge–ს ვატიკანის საელჩო აწვდის.

კარდინალთან ერთად, დელეგაციაში იქნებიან:

▪︎ მონსენიორ ლადრაპა იარომირი, ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის თანამშრომელი;

▪︎ მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი, სამოციქულო ნუნციუსი და დიპლომატიური კორპუსის დეკანი საქართველოში;

▪︎ მონსენიორ ალექსანდრ რაჰინია, პაპის დესპანის მრჩეველი საქართველოში;

▪︎ ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი;

▪︎ მონსენიორ გევორქ ნორადუნგიანი, აღმოსავლეთ ევროპის სომეხ კათოლიკეთა ორდინარიუსი ერევანში.

რაც შეეხება კარდინალ კურტ კოხს, იგი პირველად საქართველოში 2014 წლის ბოლოს იმყოფებოდა. შეხვდა საქართველოში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძეს, სადაც განიხილეს კათოლიკურ ეკლესიასთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. მათ შორის, კონფესიების დაფინანსებისა და რუსთავში კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის შესახებ.

მეორე ვიზიტით, სასულიერო პირი საქართველოს 2016 წელს ეწვია.

სწორედ კარდინალი კოხი მისალმება სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდს, როდესაც მათ "სიქსტეს კაპელაში" გამართეს კონცერტი 2022 წლის 26 ივნისს.

უფრო ადრე კი, ერთ–ერთ ინტერვიუში, განაცხადა:

"საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ძალიან ღია და გახსნილი იყო. თავისი მოხუცებულობის მიუხედავად იგი პირადად დახვდა აეროპორტში პაპს [ფრანცისკეს], მიესალმა და ბოლოს გააცილა. მათ შორის იყო ორი ძალიან ლამაზი შეხვედრა, სადაც პატრიარქმა ილიამ რომის ეკლესია დალოცა. ზოგიერთი მიტროპოლიტი ამას არასდროს გააკეთებს, ვინაიდან ისინი რომის ეკლესიას არ მოიაზრებენ „ეკლესიად“. როდესაც მე ორი წლის წინ საქართველოში ვიმყოფებოდი, ამ პრობლემებზეც ვისაუბრე, შევხვდი ქართველ კათოლიკეებს და მათ გასაჭირი მოვისმინე, განსაკუთრებით გადანათვლასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი, რომლის შესახებაც დისკუსია უნდა გაგრძელდეს“, – განმარტა კარდინალმა 2016 წლის 26 ოქტომბერს, გერმანულენოვან გამომცემლობა „Tagespost“-თან ინტერვიუში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773995552

ახალი ამბები

„გთხოვთ, დარეკოთ სამგლოვიარო ზარები“ - საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, 12:00 საათზ...

საპატრიარქო

1773995193

ახალი ამბები

მსოფლიო პატრიარქს თბილისში 22 მარტს ელოდებიან - „წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას, ეს მისი გადაწყვეტილებაა“

„მსოფლიო პატრიარქის თვითმფრინავი, დაახლოებით, 11:00 საათზე დაფრინდება თბილისის აეროპორტში და 12:00 საათისთვის ველოდებით აქ“, - ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვან...

მსოფლიო პატრიარქი

1773994155

ახალი ამბები

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილთან და სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში სრულიად...

 თავდაცვის სამინისტრო

1773993847

ახალი ამბები

გიორგი კალანდარიშვილი: საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით ვუსამძიმრებ მთელ ქვეყანას ამ დიდ დანაკლისს

ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მოსახლეობას სამძიმარს უცხადებს. „საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით ვუსამძიმრებ მთელს...

გიორგი კალანდარიშვილი

1773992193

ახალი ამბები

The New York Times: ილია II-მ ეკლესია ქვეყნის ყველაზე მდგრად და პატივსაცემ ინსტიტუციად აქცია, მისი ლიდერობა დაძაბულ და რთულ პერიოდებში ქვეყნისთვის მყარ სულიერ საყრდენს წარმოადგენდა

გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ „როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ინსტიტუტის - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლე...

ილია II