ილია მეორე: ზოგიერთ ქვეყანაში ომია, ვწუხვართ, ვლოცულობთ, ვცდილობთ, არ მივიღოთ მონაწილეობა, ხალხმა შეაგროვა სურსათი, ჩასაცმელი ხალხის დასახმარებლად, მაგრამ ეს ცოტაა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში, შენდობის წესი აღასრულა.

„სახელისა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა, ჩვენთან არს ღმერთი.

ყველაფერი იცვლება ამ ქვეყანაზე, ზოგი უკეთესობისაკენ ზოგი უმცირესობისაკენ და ჩვენ უყურებთ ამას და გვიკვირს, როდის დამთავრდება ეს ცვლილებები, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი დამთავრდება. მეორედ მოსვლა უფლისა იხილება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ღვთის ნებაზე, ღვთის განგებაზე. დიდება შენდა უფალო, მადლობა შენდა, განგება ღვთისა განუზომელია, განგება ღვთისა მიუწვდომელია.

აი, ომია ზოგიერთ ქვეყანაში. ჩვენ ვწუხვართ, რომ ეს ომი არის. ჩვენ ვლოცულობთ, ჩვენ ვცდილობთ, არ მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენმა ხალხმა შეაგროვა სურსათი, ჩასაცმელი ხალხის დასახმარებლად, მაგრამ ეს ცოტა არის, ჩვენ კიდევ ვეცდებით. ჩვენ ვწუხვართ შექმნილი სიტუაციისათვის, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შეწყდეს სისხლის ღვრა, შეწყდეს ომი და ხალხმა მოიპოვოს მშვიდობიანი ცხოვრება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მშვიდობა სუფევდეს. ვადიდოთ ღმერთი, ვთხოვოთ უფალს მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.

რა უნდა ვაკეთოთ ჩვენ? რა უნდა მოვიმოქმედოთ? ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მშვიდობამ დაისადგუროს, ამიტომ საჭიროა ჩვენი რწმენა, ჩვენი ლოცვა, საჭიროა სათნოება ადამიანთა შორის.

დიდება უფალს და მადლობა უფალს მისი წყალობისათვის.

დღევანდელ დღეს ეწოდება შენდობის კვირიაკე. ჩვენ შევუნდობთ ერთმანეთს ცოდვებს, შეცოდებას, ჩვენ ვაპატიებთ ერთმანეთს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ცოდვა არ დარჩეს შეუნდობელი. დიდება უფალს და მადლობა უფალს მისი დიდი წყალობისათვის. დიდება უფალს მისი მოთმინებისათვის. ყოველდღე ჩვენ რამდენჯერმე ვლოცულობთ „მამაო ჩვენოს“ – „და მომიტევეთ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მოუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა“. ეს ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ლოცვა უფალმა გვასწავლა. თანანადები ჩვენი - ეს არის ვალი ჩვენი და მოგიტევებთ ჩვენ ვალი შენი, როგორც ჩვენ მივუტევებთ მოყვარესა ჩვენსა.

არ შეიძლება ადამიანი ცხონდეს, იცოცხლოს დედამიწაზე და ცოდვა არ ჩაიდინოს, ცოდვას იღებს ადამიანი და ეს გარდაუვალია ადამიანის ცხოვრებაში. რა უნდა ვაკეთოთ იმისათვის, რომ უფალმა შეგვინდოს შეცოდებანი ჩვენი? უპირველეს ყოვლისა საჭიროა რწმენა, საჭიროა სათნოება, საჭიროა განცდაი ცოდვასა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა. ეს აუცილებელია. ჩვენ ვცდილობთ სიკეთე ვაკეთოთ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სიკეთე გავუკეთოთ სხვა ადამიანს.

სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ჩვენ ვაკეთებთ სიკეთეს და პასუხობენ ცუდი საქმეებით, ბოროტებით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ სამაგიერო უნდა გადავუხადოთ. სამაგიეროს გადახდა აძლიერებს ბოროტებას, ბოროტება ორმაგდება. დღეს არის შენდობის დღე და შენდობა აუცილებელია ერთმანეთისთვის.

დიდება უფალს და მადლობა უფალს, ჩვენ დღევანდელი დღე უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ შენდობა მივიღოთ მოყვასისა ჩვენისა და უპირველეს ყოვლისა მე მინდა გთხოვოთ შენდობა. ცოდვა გარდაუვალია, ღმერთმა შეგინდოთ, ღმერთმა გაპატიოთ, ღმერთმა ინებოს წყალობა. ამ დღეს მე მოგმართავთ ყველას, შემინდეთ, მაპატიეთ შეცოდებანი ჩემი. ღმერთმა შეგინდოთ თქვენ სრულიად საქართველოს შეცოდებანი თქვენი ნებსით და უნებლიეთ, შენდობილი იყავით. ღმერთმა მოიღოს მადლი, მადლი ღვთისა", - განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას, რომელიც სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა.

ასევე საინტერესოა:

🔵 არ ვაპირებთ რუსულ ბაზარზე პროდუქტის გატანას - "რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია"

🔵 უკრაინის გენერალური პროკურატურა თინა კანდელაკის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებას გეგმავს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792848889

ახალი ამბები

სამების ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა

სამების საკათედრო ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მის ხსოვნას პატივი მიაგეს პრეზიდენტმა, დედაქალაქის მერმა, სპორტის მინისტრმა, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა, ვეტერანმა ფეხბუ...

 გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი

1792845967

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყაზახეთში, ალმათიში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიანი ტურნირის 1/2-ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში – 6:4, 6:7, 6:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. პირველ სეტში ბასილაშ...

ნიკოლოზ ბასილაშვილი

1792843347

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატებზე: გადახედონ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ, თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა

„გადახედონ ყველაზე სტრატეგიული ქვეყნის, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ. თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გ...

გურამ მაჭარაშვილი

1792840742

ახალი ამბები

სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა

სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან სექტემბერში სუნელ...

სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა

1792838213

ახალი ამბები

პრემიერი: არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს

„არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებ...

ირაკლი კობახიძე