იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ლატვიის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1979 წელს დაბადებულ ნ.კ. და 1978 წელს დაბადებულ გ.გ. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერება მათ შორის: ნახევარ კილომდე „კოკაინი" და კილოგრამამდე „კეტამინის", „მდმას“ და „მეფედრონის" შემცველი ნივთიერება. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორი, წებოვანი ლენტები და პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე ტერცია და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747907707

საზოგადოება

ქუთაისში მეზობელმა მეზობელი მოკლა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შ...

დაკავება, პოლიცია

1747907656

ახალი ამბები

რუსუდან შარაძე გურამ შარაძის მკვლელობაზე: მკვლელობის ოფიციალური დრო არის გაყალბებული. მათ სჭირდებოდათ მკვლელობის ფაქტის დადასტურება და თან ალიბი, რომ ვინ ჩადის პოლიტიკურ მკვლელობებს კამერების წინ

ქართველი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პოლიტიკოსის, გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, მამის მკვლელობის საქმის დეტალებს იხსენებს. რუსუდან შარაძე...

რუსუდან შარაძე

1747906941

საზოგადოება

რუსუდან შარაძე დავით გამყრელიძეზე: რამაზ კლიმიაშვილი რომ მოკლეს და იქ პირველი მივიდა, რამდენი ინფორმაცია აქვს და იმის მერე ხმა რომ არ ამოუღია და დარბის დღეს და სახელმწიფოს ძირს უთხრის, სახლიდან ცხვირს ვერ უნდა ყოფდეს ეგ არამზადა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ქართველი ფილოლოგისა და მეცნიერის, გურამ შარაძის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს, მისმა შვილმა რუსუდან შარაძემ ისაუბრა. კომისიის თავმჯდ...

რუსუდან შარაძე

1747906852

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა და მისმა წევრებმა პატივი სცენ მათ საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს

მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა და მისმა წევრებმა პატივი სცენ მათ საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს,’’- ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომ...

შალვა პაპუაშვილი

1747904641

ახალი ამბები

რუსუდან შარაძე: ვამტკიცებ, გურამ შარაძის მკვლელობა იყო წინასწარ მოფიქრებული და საქმე პირველივე წუთიდან იყო გაყალბებული, სპეციალურად იყო შერჩეული ადგილი, რომ გურამ შარაძე ზუსტად იმ ადგილას, იმ კამერების წინ მოეკლათ

„მე ვამტკიცებ, გურამ შარაძის მკვლელობა იყო წინასწარ მოფიქრებული, დადგმული, შესრულებული და საქმე პირველივე წუთიდან იყო გაყალბებული“, -განაცხადა რუსუდან შარაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის...

რუსუდან შარაძე