ირაკლი ბათიაშვილი: ამას მხოლოდ საკუთარი ქვეყნის მტერი თუ გააკეთებს, რომ განაიარაღოს საკუთარი მოსახლეობა ოკუპირებული ტერიტორიის ერთადერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში, რომელსაც შენ აკონტროლებ და ჯერ კიდევ ოკუპირებული არ არის

„ჩემთვის ცხადი იყო, რომ ეს იყო პირდაპირი მოღალატეობრივი ქმედება და გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან, ამას მხოლოდ საკუთარი ქვეყნის მტერი თუ გააკეთებს, რომ განაიარაღოს საკუთარი მოსახლეობა ოკუპირებული ტერიტორიის ერთადერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში, რომელსაც შენ აკონტროლებ და რომელიც ჯერ კიდევ ოკუპირებული არ არის“ - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი განიხილება.
ბათიაშვილის თქმით, „ნათელი იყო, რომ სააკაშვილს უნდოდა ძალის დემონსტრირება, უნდოდა ალბათ სისხლის დაღვრა და ეს გადაწყვეტილება აღმოჩნდა შეუქცევადი“.
„ამას არავინ გააკეთებდა. რა თქმა უნდა, მაშინ მივიღე ჩემთვის მძიმე გადაწყვეტილება, ვიცოდი, დიდი დარტყმები მელოდა ამაზე, რომ მე ამას წინ უნდა აღვდგომოდი. მე უნდა დავპირისპირებოდი ამ საკითხში ხელისუფლებას და პირველი, რაც გავაკეთე, მახსოვს რუსთავი 2-ზე მივედი მაშინ. ვილაპარაკე, რომ დაუშვებელია ამის გაკეთება, ჯარის შეყვანა და განიარაღება მოსახლეობის, რომ ეს კონფლიქტი თავისუფლად შეიძლება მშვიდობიანად დარეგულირდეს და გადაწყდეს. იქ ერთი ადამიანიც რომ გაეგზავნათ და საუბრის საშუალება მიეცათ, ეს კონფლიქტი [ადგილობრივ მოსახლეობასთან] გადაწყდებოდა. ნათელი იყო, რომ სააკაშვილს უნდოდა ძალის დემონსტრირება, უნდოდა ალბათ სისხლის დაღვრა და ეს გადაწყვეტილება აღმოჩნდა შეუქცევადი. მაშინ ბევრჯერ გამოვედი, ჩემი მძაფრი პოზიცია გამოვთქვი ამასთან დაკავშირებით და ჯერ დამიბარეს პროკურატურაში, მოწმის სახით დამკითხეს და მერე უკვე მოვიდნენ სოდი-ს თანამშრომლები ჩემთან სახლში, რომ უნდა მობრძანდეთო მოდულის შენობაში ბრალის წარსადგენად, ანუ, დასაპატიმრებლად. მაშინ არავინ შევაწუხე, ტაქსი გავაჩერე, ჩემი ფეხით მივედი იქ, სადაც უკვე ბრალი წამიყენეს სრულიად აბსურდული. ბრალად მედებოდა ინტელექტუალური დახმარება ამბოხებისადმი“, - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.
1743416389
საზოგადოებასუბარი: ეს ფორპოსტი, რომელიც იყო ქართული კუთხე, მიწა-წყალი, შენარჩუნებული შუაგულ აფხაზეთში ამის ჩაბარება მოხდა 2008 წელს ისე, რომ ტყვიის გასროლა არ მოხდა. რაც 13 წელი შეინარჩუნა მოსახლეობამ ჩააბარა სააკაშვილმა მოღალატეობრივად
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტი...
1743413501
საზოგადოებანინო წილოსანი: ლაჩრებმა და სამშობლოს გამყიდველებმა გადაწყვიტეს გმირ ანწუხელიძეს შეაფარონ თავი. არ არსებობს კავშირი ანწუხელიძის თავდადებასა და იმასთან, რაც თქვენ გბრალდებათ და რასაც საგამოძიებო კომისიაზე ვისმენთ
ლაჩრებმა და სამშობლოს გამყიდველებმა გადაწყვიტეს გმირ ანწუხელიძეს შეაფარონ თავი, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი. ნინო წილოსანი აღნიშნავს, რომ ეს დღეებია, ერთი მე...
1743411617
ახალი ამბებიბორჯომში კაცის ცხედარი იპოვეს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერთან, „გოგირდის აუზებზე“ ჩასასვლელ გზაზე, ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა გუშინ, 30 მარტს მოხდა. „როგორც ვიცი ძალადობის ფაქტი არ ყოფილა. ფეხი დაუცურდა...
1743411402
საზოგადოებადარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის მიერ სარატიფიკაციოდ წარდგენილ დოკუმენტებზე იმსჯელა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მიერ სარატიფიკაციოდ წარდგენილ საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე იმსჯელეს. საკითხები კომიტეტს რეგიონული განვითარე...
1743410454
საზოგადოებაქედაში მანქანა მდინარეში ჩავარდა - დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი დაშავდა
ქედაში, სოფელ წონიარისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ცენტრალური გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარეში ჩავარდა. დაშავებულე...