ირაკლი ბებუას 30 მარტს გაათავისუფლებენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც 2020 წელს აფხაზური დროშის დაწვისთვის დააკავეს, საპატიმროს 2025 წლის 30 მარტს დატოვებს, - ამის შესახებ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრმა რობერტ კიუტმა განაცხადა.

კიუტმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბებუა დაკავების დაწესებულებას ვადამდე დატოვებდა.

„როგორც ცნობილია, ბებუა დაკავებულ იქნა 2020 წლის 30 სექტემბერს აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის დაწვის აქტის განხორციელების ფაქტზე, რის გამოც 9-წლიანი საპატიმრო ვადა მიესაჯა, თუმცა ჯამში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ციხეში ამ ვადიდან 4 წელი და 6 თვე უნდა გაეტარინებინა და შესაბამისად, 30 მარტს ეს საპატიმრო ვადა ეწურება. ამდენად, ვალდებულები ვართ, გავათავისუფლოთ, თორემ მის დროზე ადრე გათავისუფლება აზრადაც არავის მოსვლია“, - განაცხადა რობერტ კიუტმა.

ცნობისთვის, ირაკლი ბებუა 2020 წლიდან სასჯელს იხდის „სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის“, „სხვისი ქონების განზრახ დაზიანების“ და „საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის“ მუხლებით. ირაკლი ბებუამ გალის კულტურის სასახლის მთავარ შესასვლელში გამოკრულ ე.წ. დროშას მაშინ წაუკიდა ცეცხლი, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე „აფხაზეთის გამარჯვების“ წლისთავი აღინიშნებოდა.

2020 წლის 7 დეკემბერს მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. იმის გამო, რომ ციხის პირობები საკმაოდ მძიმეა, ბებუას პატიმრობის ერთი დღე ორად ეთვლება და მარტისთვის გათავისუფლება უწევს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743416389

საზოგადოება

სუბარი: ეს ფორპოსტი, რომელიც იყო ქართული კუთხე, მიწა-წყალი, შენარჩუნებული შუაგულ აფხაზეთში ამის ჩაბარება მოხდა 2008 წელს ისე, რომ ტყვიის გასროლა არ მოხდა. რაც 13 წელი შეინარჩუნა მოსახლეობამ ჩააბარა სააკაშვილმა მოღალატეობრივად

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტი...

სოზარ სუბარი

1743413501

საზოგადოება

ნინო წილოსანი: ლაჩრებმა და სამშობლოს გამყიდველებმა გადაწყვიტეს გმირ ანწუხელიძეს შეაფარონ თავი. არ არსებობს კავშირი ანწუხელიძის თავდადებასა და იმასთან, რაც თქვენ გბრალდებათ და რასაც საგამოძიებო კომისიაზე ვისმენთ

ლაჩრებმა და სამშობლოს გამყიდველებმა გადაწყვიტეს გმირ ანწუხელიძეს შეაფარონ თავი, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი. ნინო წილოსანი აღნიშნავს, რომ ეს დღეებია, ერთი მე...

პოლიტიკოსი

1743411617

ახალი ამბები

ბორჯომში კაცის ცხედარი იპოვეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერთან, „გოგირდის აუზებზე“ ჩასასვლელ გზაზე, ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა გუშინ, 30 მარტს მოხდა. „როგორც ვიცი ძალადობის ფაქტი არ ყოფილა. ფეხი დაუცურდა...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1743411402

საზოგადოება

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის მიერ სარატიფიკაციოდ წარდგენილ დოკუმენტებზე იმსჯელა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მიერ სარატიფიკაციოდ წარდგენილ საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე იმსჯელეს. საკითხები კომიტეტს რეგიონული განვითარე...

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

1743410454

საზოგადოება

ქედაში მანქანა მდინარეში ჩავარდა - დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი დაშავდა

ქედაში, სოფელ წონიარისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ცენტრალური გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარეში ჩავარდა. დაშავებულე...

ლენტა