ირაკლი ჩიქოვანი – დღევანდელი ქართული სახელმწიფო ერთგულად აგრძელებს ისტორიული მემკვიდრეობის განმტკიცებას, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ, ეროვნული იდენტობის დაცვისკენ

„დიდგორი გვასწავლის, მაშინ, როდესაც ერი ერთიანია, სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერი და მის საზოგადოება საკუთარი ქვეყნისადმი უპირობო ერთგულებით არის გამსჭვალული, ყველაზე მძიმე გამოწვევებიც კი დაძლევადია“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, ქართული საზოგადოება დღეს არამხოლოდ აფასებს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, კულტურისა და სახელმწიფოებრივი ტრადიციების მნიშვნელობას, არამედ დავით აღმაშენებლის იდეალების ერთგულებით განაგრძობს ქვეყნის განვითარების გზას.

„გილოცავთ დიდგორობის დღესასწაულს. ჩვენი ერის ერთიანობის, სიმამაცისა და ბრწყინვალე გამარჯვების უკვდავ სიმბოლოს. თითოეული ქართველის გულსა და გონებაში ეს არის წმინდა, განსაკუთრებული მოვლენა, რომელიც გვეამაყება, გვიძლიერებს ეროვნულ თვითშეგნებას და მომავლის რწმენას გვიმტკიცებს. 1121 წლის 12 აგვისტოს გამარჯვებამ არამხოლოდ რიცხობრივად უპირატეს მტერთან ბრძოლის ბედი გადაწყვიტა, არამედ განამტკიცა ქვეყნის ერთიანობა და საფუძველი ჩაუყარა ძლიერი და განვითარებული ქართული სახელმწიფოს ოქროს ხანას. დიდგორის ველზე მოპოვებული ძლევაი საკვირველი თითოეული დიდგორელის შეუპოვრობასთან ერთად, უპირველეს ყოვლისა, იყო დავით მეფის ბრძნული და შორსმჭვრეტელური პოლიტიკის შედეგი. დავით აღმაშენებელმა ქვეყნის გაერთიანება დაიწყო სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობით, ჯარის რეფორმირებით, ეროვნული ერთიანობის განმტკიცებით, ეკლესიისა და სახელმწიფოს მჭიდრო თანამშრომლობით. ერში სულიერი და მორალური ორიენტირების გაძლიერებით. წმინდა მეფე დავითმა მისი გამორჩეული მხედართმთავრული ნიჭი, სახელმწიფოებრივი ხედვა და შინაგანი სულიერი სიმტკიცე მამულის, ენისა და სარწმუნოების გამტკიცებას მიუძღვნა. სწორედ ამ მძლავრ საფუძვლებზე გახდა შესაძლებელი გამარჯვება, რომელმაც საქართველო განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანა.

ქართული საზოგადოება დღეს არამხოლოდ აფასებს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, კულტურისა და სახელმწიფოებრივი ტრადიციების მნიშვნელობას, არამედ დავით აღმაშენებლის იდეალების ერთგულებით განაგრძობს ქვეყნის განვითარების გზას, რაც სახელმწიფოს განმტკიცებისა და გაძლიერებისკენ მიმართული გონივრულ პოლიტიკასა და მტკიცე ნებაში აისახება. ჩვენს მრავალსაუკუნოვან მხედრულ ტრადიციასა და წინაპართა გმირობას ეფუძნება ქართული ჯარის სულისკვეთება. სწორედ სამშობლოს ერთგულება, ღირსება, პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და თავდადება არის ის ღირებულებები და მემკვიდრეობა, რომელიც დიდგორის ველზე გამარჯვებულმა მებრძოლებმა დაგვიტოვეს და რომლის ერთგულება თითოეული სამხედრო მოსამსახურისთვის განსაკუთრებული პატივი და პასუხისმგებლობაა.

დღევანდელი ქართული სახელმწიფო ერთგულად აგრძელებს ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობის დაცვასა და განმტკიცებას. ჩვენი მთავრობის და მთლიანად პოლიტიკური გუნდის ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ, სახელმწიფოს ინსტიტუტების შემდგომი განვითარებისკენ, ეროვნული იდენტობის, კულტურისა და ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებების დაცვისკენ. ეს არის გზა, რომელიც ეფუძნება ჩვენი ისტორიის საუკეთესო გამოცდილებისა და ჩვენი საერთო მომავლისადმი უდიდეს პასუხისმგებლობას. დიდგორი გვასწავლის, მაშინ, როდესაც ერი ერთიანია, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერი და მის საზოგადოება საკუთარი ქვეყნისადმი უპირობო ერთგულებით არის გამსჭვალული, ყველაზე მძიმე გამოწვევებიც კი დაძლევადია. გილოცავთ დიდგორობის დღესასწაულს. მარადიული ხსოვნა დიდგორის გმირებს, ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი“, – განაცხადა ჩიქოვანმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786515816

ახალი ამბები

მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო ღონისძიებები დილიდან განახლდა

მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო ღონისძიებები დღეს დილიდან განახლდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი - პოლიცია, ექსპერტ-კრიმინალისტები და მეხანძრე მაშველები შესაბამისი ტექნიკური აღჭურ...

მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო ღონისძიებები დილიდან განახლდა

1786514607

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: საფეხბურთო კლუბ „იბერიას“ ვულოცავ გამარჯვებას!

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საფეხბურთო კლუბ „იბერია 1999-ს“ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში „ლარნესთან“ გამარჯვებას ულოცავს. „საფეხბურთო კლუბ „იბერიას“ გამარჯვებას ვულოცავ! წარ...

მიხეილ ყაველაშვილი

1786513877

ახალი ამბები

ზურაბ რურუა: გია ბარამიძის მოღალატეობრივი განცხადება არის ამაზრზენი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზურაბ რურუას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის განცხადება აფხაზი ტყვეების თითქოს და დახვრეტის შესახებ არის ამაზრზენი. დეპუტატმა აგრეთვე...

ზუკა რურუა:

1786512679

ახალი ამბები

სასკოლო ფორმები უკვე საქართველოშია - რეალიზაცია პირველი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდება

სასკოლო ფორმები უკვე საქართველოშია. შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ ინფორმაციით, პირველ ეტაპზე მოწოდებული რაოდენობა სრულად უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმების მიწოდებ...

სასკოლო ფორმები უკვე საქართველოშია

1786512230

ახალი ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე ბარამიძის განცხადებაზე: ის, რაც ამ ვაჟბატონმა იკადრა, არის წარმოუდგენელი ტიპის შეურაცხყოფა არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოსი, არამედ თითოეული ჩვენი მოქალაქის, იმ ვეტერანების, რომლებმაც იბრძოლეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმ...

გიორგი ჩაკვეტაძე