ცესკოს თავმჯდომარე ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობას აქტიურად აგრძელებს.

2026 წლის საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს კიდევ ერთხელ ეწვია და ბანაკის მონაწილეებს შეხვდა.

შეხვედრაზე გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან არჩევნების მნიშვნელობაზე, დემოკრატიულ პროცესებში მათი ჩართულობის როლსა და საარჩევნო საკითხების შესახებ ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებს, მათი დანერგვის პროცესსა და ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გამოცდილებას.

ცესკოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციის გავლენაზე საარჩევნო პროცესზე და აღნიშნა, რომ დეზინფორმაციასთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების სანდო და გადამოწმებული ინფორმაციით უზრუნველყოფაა. მისივე თქმით, ინფორმირებული მოქალაქე უკეთ არის მომზადებული მცდარი, ან მანიპულაციური ინფორმაციის ამოსაცნობად, რაც, თავის მხრივ, დეზინფორმაციის მიმართ მოწყვლადობის შემცირებას უწყობს ხელს. ამ კონტექსტში გიორგი კალანდარიშვილმა
ახალგაზრდებს საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი პლატფორმის შესახებ Disinfo.cec.gov.ge-ზე მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ვებგვერდის საშუალებით მათ შესაძლებლობა ექნებათ, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით სანდო, გადამოწმებული და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია მიიღონ.

შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალს „არჩევნები 360 გრადუსით“, რომელიც მკითხველს აქტუალურ საარჩევნო საკითხებზე მრავალმხრივ და ამომწურავ ინფორმაციას აწვდის.

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი ახალგაზრდების კითხვებს დაეთმო. ინტერაქციის რეჟიმში ბანაკის მონაწილეებმა ცესკოს თავმჯდომარეს სხვადასხვა საარჩევნო თემაზე არაერთი კითხვა დაუსვეს და მათზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. ამგვარი ფორმატი ახალგაზრდების პოზიციების მოსმენასა და მათთვის საინტერესო საკითხებზე ღია და ორმხრივი კომუნიკაციის უზრუნველყოფას უწყობს ხელს.

ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში გამართულ შეხვედრას 200-ზე მეტი ახალგაზრდა დაესწრო. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში კიდევ არაერთ საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების საარჩევნო განათლებისა და ინფორმირებულობის ამაღლებას. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786525396

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს - გაერთიანებულ, მშვიდობიან და ძლიერ საქართველოს

„ჩვენი ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს - გაერთიანებულ, მშვიდობიან და ძლიერ საქართველოს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მი...

მიხეილ ყაველაშვილი

1786524612

ახალი ამბები

სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ზუგდიდში სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმო შპს „ანაკლია“ (მისამართი: ქ. ზუგდიდი, გრიბოე...

სასმელი წყლი

1786521733

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: 12 აგვისტო, ერთი მხრივ, არის დიდგორის გამარჯვების დღე, გონივრული პოლიტიკის სიმბოლო, მეორე მხრივ კი, 2008 წლის კაპიტულანტური შეთანხმების დღე, პოლიტიკური უგუნურების სიმბოლო

„1121 წლის 12 აგვისტოს დავით აღმაშენებელმა დიდგორის ველზე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო გამარჯვება მოიპოვა, 887 წლის შემდეგ, 2008 წლის 12 აგვისტოს, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც საკუთა...

შალვა პაპუაშვილი

1786521437

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი – გილოცავთ დიდგორობას, ჩვენი ეროვნული ღირსების, მხედრული სულისა და სახელმწიფოებრივი სიძლიერის უდიდეს დღესასწაულს

„დიდგორი ჩვენს მეხსიერებაში არ არის მხოლოდ ერთ-ერთი დიადი სამხედრო გამარჯვება“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გა...

მიხეილ ყაველაშვილი

1786516996

ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ თაღლითობისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისთვის ძებნილი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრ...

დაკავება და ბორკილები