ირაკლი ღარიბაშვილი: გუშინ გარკვეული აქციები იქნა ორგანიზებული, რომლის უკან, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ იდგა „ნაციონალური მოძრაობა“

"ფასების ზრდა და ინფლაცია ჩვენს ქვეყანაშიც არის გამოწვევა  ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში ყველგან და საქართველო ბუნებრივია ვერ იქნება გამონაკლისი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, რაც ხდება მსოფლიოში, ეს საქართველოზეც აისახება.

"გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული აქციები იქნა ორგანიზებული, რომლის უკან, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ იდგა „ნაციონალური მოძრაობა“.

მე მესმის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ძალიან აწუხებთ ფასები და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ვართ დაინტერესებულები, რომ ჩვენს მოქალაქეებს რაც შეიძლება შევუმსუბუქოთ  ის გაზრდილი ფასები და წნეხი, რომელიც მომდინარეობს ამ კრიზისებიდან.

როდესაც ინფლაციას ვახსენებთ, ჩვენს მოქალაქეებს მინდა გავახსენო, რომ კოვიდ-პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური  კრიზისის ფონზე, ინფლაციის მაჩვენებლებმა არაერთ ქვეყანაში არა მხოლოდ პროგნოზირებულს გადააჭარბა, არამედ ბოლო წლების და უმეტეს შემთხვევებში, ათწლეულების რეკორდულ დონეს მიაღწია.

მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში 40 წლის რეკორდული მაქსიმუმი დაფიქსირდა. გერმანიაში ინფლაცია არის ბოლო 29 წლის მაქსიმუმზე, იგივე ეხება მთლიანად ევროზონას, სადაც ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. თურქეთში ინფლაცია ბოლო 19 წლის შემდეგ ასევე ყველაზე მაღალია.

ჩვენს ქვეყანაშიც რა თქმა უნდა, არის გამოწვევა ინფლაცია და ფასების ზრდა, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში ყველგან და საქართველო ბუნებრივია ვერ იქნება გამონაკლისი, მარტივად რომ ავხსნათ, გამორიცხულია, იყოს გამონაკლისი, იმიტომ, რომ პატარა ქვეყანა ვართ, პატარა ეკონომიკით და მიერთებული ვათ მსოფლიო ბაზარზე. რაც ხდება ევროპაში, ამერიკაში, რა თქმა უნდა, ჩვენზეც აისახება.

პანდემია, რომელმაც თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიო, ახლა დაემატა უკვე ეს ტრაგედია და ომი. ასეთი მასშტაბის ომი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა.

ამას ბუნებრივია ექნება გავლენა ყველაფერზე, ფასებზე, ეკონომიკაზე, ინფლაციაზეც. ამიტომ, ამას სჭირდება კარგად გააზრება და ახსნა ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ინფლაციის მაჩვენებლებზე და აღნიშნა, რომ თებერვალში ინფლაციის დონემ 13,7% შეადგინა, თუმცა წინა ხელისუფლების პერიოდში ინფლაციის უფრო მაღალი მაჩვენებლებიც დაფიქსირებულა.

"ზოგადად, შედარებისთვის, მინდა, რომ მოქალაქეებს ავუხსნა - ამ კრიზისების ფონზე - კოვიდ-პანდემია, პოსტ პანდემიური პერიოდი, ახლა უკვე ეს კრიზისი და ომი უკრაინაში.

თებერვალში ინფლაციის დონემ 13,7% შეადგინა, რაც რა თქმა უნდა, მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ ამას რა თქმა უნდა, გააზრებულად ვუდგებით.

მე არ მინდა, შედარება კიდევ შედარება გავაკეთო წინა ხელისუფლებასთან, მაგრამ ვინაიდან ოპონენტები ასე უპასუხისმგებლოდ საუბრობენ და  მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, მინდა მათ შევახსენო, რომ მათ პერიოდში 2011 წლის მაისში ინფლაცია იყო 14,3%, იმავე წლის მარტში 13,9%, აპრილში, 13,5%, უფრო ადრეც, 2006 წელს ინფლაცია 14,5%-ს შეადგენდა.

საშუალო წლიური ინფლაცია წინა ხელისუფლების იყო 6,2 %. მაშინ, როდესაც ჩვენი მთავრობის 9 წლიან პერიოდში 4,1% არის საერთო შეწონილი წლიური ინფლაცია.

ასე, რომ ამას სჭირდება კარგად გააზრება.

ჩვენ გვესმის და ვაკეთებთ ყველაფერს, მაქსიმალურად, რაც შეგვიძლია. სწორედ ამ მიზნით იყო ის ნაბიჯები, რა გადავდგით, იგივე თუნდაც მედიკამენტების გაიაფება, კომუნალური ხარჯების სუბსიდირება, დენის ტარიფის ნაზარდის სუბსიდია და ა.შ.“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, გუშინ 27 მარტს საწვავზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით დღევანდელი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმართულებით მოაწყვეს მსვლელობა, შემდეგ კი გმირთა მოედანზე და „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ საავტომობილო გზა გადაკეტეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 20 პირი. მათივე განმარტებით, დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით ედებათ ბრალი, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

სხვა სიახლეები:

🔵 „ნუ ავყვებით პროვოკაციებს“ - ღარიბაშვილი საწვავის ფასის ზრდაზე

🔵 პრემიერი: ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან 5 წელი გავიდა - ამ 5 წლის განმავლობაში მილიონ ნახევარზე მეტი ვიზიტი განხორციელდა

🔵 უკრაინის პრეზიდენტი მზადაა, საბერძნეთის პარლამენტში სიტყვით გამოვიდეს 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791462327

საზოგადოება

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ჩახუნაშვილი: არც წამიკითხავს საპროცესო, მთავარი იყო მე გამოვსულიყავი გარეთ

მე თვითონ მაგალითად არც წამიკითხავს ის საპროცესო, მთავარი იყო მე გამოვსულიყავი გარეთ, - განაცხადა 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა გიორგი ჩახუნაშვილმა, რომელმაც ბრალი აღიარა და საპყრობილე საპროცესო შ...

ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი

1791461228

საზოგადოება

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ინტერპოლის წი...

დაკავება, პოლიცია

1791460357

საზოგადოება

ქადაგიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: მიზანია ერთადერთი რამ, „ნაცმოძრაობის“ კლასტერის ნებისმიერი ხერხით ხელისუფლებაში მოყვანა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციას გამოეხმაურა. ქადაგიშვილის თქმით, აღნიშნული რეზოლუციების მიღების მიზან...

პარლამენტის დეპუტატი

1791459717

ახალი ამბები

მეგი გოცირიძე „ნაცმოძრაობის“ მიერ ნაწამებ სულხან მოლაშვილზე: ციხიდან გამოსვლიდან 7 წლის შემდეგ მოკვდა ნარკოტიკებისაგან ჩამპალი ღვიძლის დაშლით

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მეგი გოცირიძე წინა ხელისუფლების მიერ ციხეში ნაწამები სულხან მოლაშვილის შესახებ წერს, რომ „ნარკოტიკებისგან ჩამპალი ღვიძლის დაშლით“ გარდაიცვალა. გოცირიძე ეხმიანება ოპოზიციო...

მეგი გოცირიძე

1791459560

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი პაატა ბურჭულაძეზე: ხედავს თავის უპერსპექტივობას და გამოსვლა უნდა, მაგრამ შვილი აბულინგებს, ამიტომ, შვილთან თავის გამართლებისთვის აკეთებს ასეთ განცხადებებს

„ხედავს თავის უპერსპექტივობას და გამომდინარე აქედან, გამოსვლა უნდა, მაგრამ შვილი აბულინგებს და ამიტომ, შვილთან თავის გამართლებისთვის აკეთებს ასეთ განცხადებებს“, - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტ...

ირაკლი ქადაგიშვილი