პრემიერი: ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან 5 წელი გავიდა - ამ 5 წლის განმავლობაში მილიონ ნახევარზე მეტი ვიზიტი განხორციელდა
"ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან 5 წელი გავიდა, მთავრობამ ამისთვის ბევრი იმუშავა და მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვისაც წვლილი აქვს შეტანილი ამ შედეგის მიღწევაში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, 5 წლის განმავლობაში საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტმა მოქალაქემ თითქმის მილიონ ნახევარზე მეტი ვიზიტი განახორციელა ევროკავშირის ქვეყნებში, რაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ კონკრეტული ხელშესახები შედეგია.
"ეს პროცესი ჩვენ 2013 წელს დავიწყეთ, მაშინ, როცა გადმოგვეცა უვიზო რეჟიმის სამოქმედო გეგმა.
მაშინ ძალიან ინტენსიური მუშაობა გასწია მთავრობამ, 2015 წლის დეკემბერში დავასრულეთ, ევროკავშირმა დამაკმაყოფილებლად ჩათვალა აღნიშნული სამუშაოები და სწორედ ამის შემდეგ, ძალიან მალე, დაახლოებით ერთ წელიწადში ევროკავშირის სავიზო რეჟიმი მოიხსნა და ჩვენი მოქალაქეები უვიზო რეჟიმით სარგებლობენ ევროკავშირის ქვეყნებში.
მე მინდა ასევე მოსახლეობას შევახსენო, რომ საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტმა მოქალაქემ თითქმის მილიონ ნახევარზე მეტი ვიზიტი განახორციელა ამ 5 წლის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებში, რაც რა თქმა უნდა, არის კონკრეტული ხელშესახები შედეგი, რაც მივიღეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ",- განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები:
🔲 "ბატონო ზელენსკი, თქვენ რუსეთს ეომებით თუ საქართველოს?" - ღია წერილი უკრაინის პრეზიდენტს
1791464790
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6019 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6021 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1791463542
ახალი ამბებიევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპ...
1791463158
საზოგადოებაპროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე 21 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტებზე ოცდაერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს თბილისში, მარნეულსა და ქუთ...
1791462327
საზოგადოება4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ჩახუნაშვილი: არც წამიკითხავს საპროცესო, მთავარი იყო მე გამოვსულიყავი გარეთ
მე თვითონ მაგალითად არც წამიკითხავს ის საპროცესო, მთავარი იყო მე გამოვსულიყავი გარეთ, - განაცხადა 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა გიორგი ჩახუნაშვილმა, რომელმაც ბრალი აღიარა და საპყრობილე საპროცესო შ...
1791461228
საზოგადოებასამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ინტერპოლის წი...

























