ირაკლი ღარიბაშვილი: რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას, საქართველო ევროპის 20 საუკეთესო და მსოფლიოს 30 საუკეთესო ქვეყანას შორის არის

"რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას - „თრეის ინთერნეიშენალის“ მიხედვით საქართველო ევროპის 20 საუკეთესო და მსოფლიოს 30 საუკეთესო ქვეყანას შორის არის და პირველ ადგილს იკავებს ქვეკომპონენტში - „კორუფციის რისკის დაბალი ხარისხი ხელისუფლებასთან ურთიერთობისას“,-  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, NUMBEO–ს „დანაშაულის ინდექსის“ მიხედვით, 2022 წელს, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად არის აღიარებული და რეიტინგში იკავებს მე-14 ადგილს მსოფლიოში.

"2021 წლის გლობალური კორუფციის ინდექსის მიხედვით, საქართველო 9 პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიოში 41-ე ადგილს იკავებს.

ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის და ნატო-ს წევრ ქვეყნებს, როგორებიცაა - სლოვაკეთი, ხორვატია, ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი და თურქეთი - უსწრებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“  კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო 45-ე ადგილზეა 180 სახელმწიფოს შორის და პირველ ადგილზე ვართ რეგიონში, შედარებისთვის, 2012 წელს საქართველო იყო 51-ე ადგილზე.

საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა - ჩეხეთი, ავსტრია, ფინეთი, დანია, ლიტვა, ლატვია, გერმანია, საფრანგეთი და ა.შ. 2012 წელთან შედარებით, 2022 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსის შეფასების 10 წლიანი გაუმჯობესებით მიღწეული პროგრესის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზე გავიდა, რეგიონში არსებული უმწვავესი ვითარების და მათ შორის ჩვენი მიმდინარე ოკუპაციის მიუხედავად.

2012 წელს, შედარებისთვის, მსოფლიოს უკანასკნელ ოცეულში ვიყავით გლობალური მშვიდობის ინდექსის მიხედვით და მიუხედავად იმისა, რომ ომი არ იყო, იყო რეჟიმი, სასტიკი, დანაშაულებრივი, კრიმინალური რეჟიმი, რომელიც საკუთარ ხალხს კლავდა, აწამებდა და აუპატიურებდა. ჩვენი მთავრობის, ჩვენი გუნდის მიზანია, რომ საქართველო მომდევნო წლების მუშაობის შედეგად ყველა მთავარი გლობალური რეიტინგის წამყვან ხუთეულში შევიყვანოთ.

თუ შევადარებთ ჩვენ საქართველოს მონაცემებს მოლდოვას და უკრაინას, ნათელია, ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა ყველამ კარგად იცის, მთელმა მსოფლიომ იცის და ეს რეიტინგები, რომელიც ჩამოვთვალე, ეს არის მათი დაწერილი, ევროპული, ამერიკული საერთაშორისო გლობალური, ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული რეიტინგები,“ - განაცხადა პრემიერმა.

საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან მთავრობის წლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ:

📍პარლამენტის სხდომაზე ხმაური იყო, სადაც საქართველოს პრემიერის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს

📍პრემიერი: 2012 წლის პირველ ოქტომბერს ჩავიბარეთ მძიმე მემკვიდრეობა - დამყარებული, დიქტატურა, ავტორიტარული რეჟიმი, სადაც ადამიანებს კლავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ბიზნესს ართმევდნენ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790584822

სპორტი

ახალი მწვრთნელით, პირველი გამარჯვების მოლოდინში - საქართველო უკრაინის წინააღმდეგ

დღეს გაიმართება ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა ახალი ციკლი წარუმატებლად დაიწყო და საკუთარ მოედანზე ჩრდ.ირლანდ...

საქართველო უკრაინის წინააღმდეგ

1790582530

საზოგადოება

აკაკი ალადაშვილი ქონების გადასახადისგან გათავისუფლებაზე: 40 000 ლარიანი ზღვარი გაიზარდა 100 000 ლარამდე და ეს ცვლილება შეეხო 81 000 ადამიანს. აღნიშნული ცვლილება მათ მოუტანს ფინანსურ შვებას

40 000 ლარიანი ზღვარი გაიზარდა 100 000 ლარამდე და ეს ცვლილება შეეხო 81 000 ადამიანს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმ...

აკაკი ალადაშვილი

1790581319

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეა...

შსს  შსს  შსს

1790581287

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნი...

დაკავება

1790580705

ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ ქორწინების იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიე...

შსს შსს