„ამოვწურე სხეულის ყველა რესურსი“ - გიორგი გველესიანმა კარიერა დაასრულა
35 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრებისა და ირანული სეფაჰანის ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა კარიერა დაასრულა.
„გადავწყვიტე, დავასრულო ჩემი აქტიური საფეხბურთო კარიერა. ეს არ ყოფილა მარტივი, მაგრამ დგება დრო, როცა სხეულის ხმას უნდა მოუსმინო. ვინც მიცნობს, იცის ის უხილავი ბრძოლა, რასაც წლების განმავლობაში ვაწარმოებდი – ბოლო 10 წელია, ორივე მუხლის ქრონიკული ტრავმა ჩემი ყოველდღიური თანამგზავრია.
იყო მომენტები, როცა ტკივილი გაჩერებას მთხოვდა, მაგრამ ტრიბუნებიდან წამოსული თქვენი ენერგია მაძლევდა ძალას, გამაყუჩებლებით კიდევ ერთი მატჩი ჩამეტარებინა. მე ამოვწურე სხეულის ყველა რესურსი და ფეხბურთს მივეცი ყველაფერი – ენერგია, ჯანმრთელობა და დრო.
ვამაყობ, რომ ჩემი კვალი დავტოვე ყველგან, სადაც მითამაშია – მათ შორის, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.
უღრმესი მადლობა გულშემატკივრებს, მწვრთნელებს, თანაგუნდელებსა და ექიმებს. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახს – თქვენი უპირობო თანადგომის გარეშე, ეს მოგზაურობა ბევრად ადრე დასრულდებოდა.
მინდორს ვტოვებ მშვიდად და თავაწეული, რადგან დასანანი არაფერი დამიტოვებია. მე ვიბრძოლე“, - წერს გველესიანი.
მოგეხსენებათ, გველესიანმა საქართველოს ნაკრებთან ერთად 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, ზოგადად კი ეროვნულ ნაკრებში 10 მატჩი აქვს ჩატარებული.
1789215811
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ერთადერთი უნარი, რაც აგენტურულ ოპოზიციას გააჩნია, არის გაქრობის უნარი და ეს რაც უფრო დაჩქარდება, მით უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისა და დემოკრატიისათვის
„ერთადერთი უნარი, რაც ამ აგენტურულ ოპოზიციას გააჩნია, ეს არის გაქრობის უნარი და რა თქმა უნდა, ეს რაც უფრო დაჩქარდება და მალე მოხდება, მით უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისა და დემოკრატიისათვის“, - ამის შე...
1789213203
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ბარამიძის განცხადება ანტისახელმწიფოებრივია და არის საშინელი უპატივცემულობა იმ გმირებისა, ვინც აფხაზეთის ომში იბრძოდა
„გიორგი ბარამიძემ ანტისახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა. ეს არის საშინელი უპატივცემულობა იმ გმირებისა, ვინც აფხაზეთის ომში იბრძოდა. ძალიან კარგია, რომ ამას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა“, – ამის შ...
1789211068
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ოპოზიციას გარე პატრონებისგან დაფინანსება სურს - ისინი ერთმანეთს ხოცავენ იმის გამო, ვისკენ წავა დეფიციტური დაფინანსება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, გარე პატრონებს სურთ აჩვენონ, თითქოს „ლელო“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დამოუკიდებელი დღის წესრიგით მოქმედებენ. ამასთან, მაჭავა...
1789209751
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა სამინისტრო: მტკიცებულებების ერთობლიობით, კესო დეკანოსიძის საქმეზე თვითმკვლელობის ფაქტი დასტურდება
შინაგან საქმეთა სამინისტრო კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაწყებული გამოძიებ...
1789206109
ახალი ამბებიზაფხულის პერიოდში საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართ საერთაშორისო ვიზიტორების ინტერესი გაიზარდა
2026 წლის ზაფხულის სამი თვის განმავლობაში საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5%-ით გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ დაცული...































