ლევან მაჭავარიანი: ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა, ოჯახის საძინებლებში თვალთვალი, კასრების თემა, ბიზნესის რეკეტი - მეგის ქარდავა იყო ის ადამიანი, რომელიც ძალიან დიდი სიამოვნებით ასრულებდა აი ამ დავალებებს
სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას მიმართ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა. ქარდავას, ე.წ. კასრების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, მეგის ქარდავა იყო ის ადამიანი, რომელიც ძალიან დიდი სიამოვნებით ასრულებდა წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ დავალებებს.
„ის რეჟიმი, რომელიც ნამდვილად სისხლიანი, ტოტალიტარული რეჟიმი იყო, მის ყოველდღიურობას წარმოადგენდა ადამიანთა წამება, გაუპატიურება, რასაც ანალოგიური კვალიფიკაცია მიანიჭა სტრასბურგის სასამართლომ, რომ ეს წამება იყო სისტემურიც და სისტემატურიც.
ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა, ოჯახის საძინებლებში თვალთვალი და ეს კასრების თემა, რა თქმა უნდა, ყველას ახსოვს ბიზნესის რეკეტი და მეგის ქარდავა იყო ის ადამიანი, რომელიც ძალიან დიდი სიამოვნებით ასრულებდა აი ამ დავალებებს, რომლებიც აი ამდენ დანაშაულთან იყო კავშირში. სადისტი ადამიანი, რა თქმა უნდა, უნდა დაისაჯოს იმ დანაშაულების გამო, რა დანაშაულებიც მას აქვს ჩადენილი“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1790586401
საზოგადოებასაქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვა...
1790585509
საზოგადოებაე.წ. კასრების ეპიზოდზე მეგის ქარდავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
ე.წ. კასრების ეპიზოდზე მეგის ქარდავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მანამდე, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნ...
1790584822
სპორტიახალი მწვრთნელით, პირველი გამარჯვების მოლოდინში - საქართველო უკრაინის წინააღმდეგ
დღეს გაიმართება ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა საქართველოსა და უკრაინის ნაკრებებს შორის. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა ახალი ციკლი წარუმატებლად დაიწყო და საკუთარ მოედანზე ჩრდ.ირლანდ...
1790582530
საზოგადოებააკაკი ალადაშვილი ქონების გადასახადისგან გათავისუფლებაზე: 40 000 ლარიანი ზღვარი გაიზარდა 100 000 ლარამდე და ეს ცვლილება შეეხო 81 000 ადამიანს. აღნიშნული ცვლილება მათ მოუტანს ფინანსურ შვებას
40 000 ლარიანი ზღვარი გაიზარდა 100 000 ლარამდე და ეს ცვლილება შეეხო 81 000 ადამიანს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმ...
1790581319
ახალი ამბებისამართალდამცველებმა სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეა...



























