ირაკლი ხელაძე: გიორგი კანდელაკი არის ადამიანი, რომელიც საკუთარ ჯარისკაცებს ომის დაწყებაში ადანაშაულებდა - ეს ადამიანი ცდილობს სახელმწიფოს ინტერესები მუდმივად დააზიანოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ გიორგი კანდელაკის ფეისბუქ-პოსტი „ქრონიკასთან“ შეაფასა.
ხელაძის თქმით, გიორგი კანდელაკი მუდმივად ცდილობს სახელმწიფოს ინტერესები დააზიანოს.
„არანაირი არგუმენტი, არანაირი ფაქტი - ეს ადამიანი ცდილობს, რომ მუდმივად დააზიანოს სახელმწიფოს ინტერესები. გიორგი კანდელაკი არის ადამიანი, რომელიც საკუთარ ჯარისკაცებს ადანაშაულებდა ომის დაწყებაში. ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის მისი მტრული განწყობა საკუთარი ქვეყნის მიმართ“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.
სტატიების და ანგარიშების შემდეგ გიორგი კანდელაკი ახლა „ფეისბუქ პოსტით“ ცდილობს, ამტკიცოს, თითქოს საქართველოში ირანული გავლენებია. კანდელაკი წერს, რომ საქართველოში ფუნქციონირებს ალ მუსტაფას უნივერსიტეტი და თავადვე ამბობს, რომ უნივერსიტეტს აკრედიტაცია არ აქვს. ფეისბუქ პოსტში იკვეთება, რომ კანდელაკი ვარაუდებზე საუბრობს.
1780062329
საზოგადოებათამარ იოსელიანი: ყოველწლიურად ვამატებთ ახალ სერვისებს იმისთვის, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იყოს ბევრად უფრო კომფორტული და კონკურენცია გაუწიოს რეგიონში არსებულ სხვა აეროპორტებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ბიზნეს ლაუნჯი გახსნა. პროექტი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ საერთა...
1780061899
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად, პარლამენტის აპარატის სტაჟიორებსა და სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის აპარატის სტაჟიორებსა და სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრ...
1780061241
ახალი ამბებისამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაკავებულ ექვს პოლიციელს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა
სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაკავებულ ექვს პოლიციელს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. სხდომა გორის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდ...
1780060086
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 29 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6693 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6708 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1780059870
საზოგადოებასარჯველაძე იშვიათი ნერვკუნთოვანი დაავადებების სახელმწიფო პროგრამაზე: თუკი ვინმეს აქვს მოსაზრება, რომ კიდევ შეიძლება რაღაცით დაიხვეწოს სახელმწიფო პროგრამა, ამის განსახილველად მზად ვართ
ჯანდაცვის მინისტრმა იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დაავადებების სახელმწიფო პროგრამა შეაფასა და განმარტა, რომ ყველა მომსახურება დარგის სპეციალისტების, ექიმების მიერ მოწოდებული საჭიროებაა, რასაც სახელმწიფო სრულ...





























