სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაკავებულ ექვს პოლიციელს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა
სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაკავებულ ექვს პოლიციელს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. სხდომა გორის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა.
ერთ-ერთი დაკავებულის, ალექსი ბახალოვის ადვოკატის, ნოდარ ცინცაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას.
„გამოძიების ეტაპზე მან მისცა ჩვენება, რომ ეკიპაჟთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, გამოძახებული იქნა კრიმინალური პოლიციის მიერ დახმარების მიზნით სავარაუდო დამნაშავის დაკავების გამო. . ის მივიდა შემთხვევის ადგილზე და ვიდეომასალაშიც არის - ის აწვდის ხელბორკილს კრიმინალურ პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს, ესე იგი, ეს ადამიანი მივიდა თავისი მოვალეობის შესრულებისთვის რა წინაპირობები არსებობდა, როგორ განვითარდა მოვლენები მის მისვლამდე, ამ ადამიანმა ბუნებრივია, არ იცოდა და არც არავის განუმარტავს მისთვის”, - განაცხადა ადვოკატმა.
პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის განცხადებით კი, საქმეზე მყისიერად ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
„მხილებული და დაკავებულია 6 პირი, მათ წარედგინათ ბრალდებები შესაბამისი მუხლებით, რაც შეეხება პირთა წრის შემდგომ გაზრდას, საქმეზე გამოძიება გრძელდება, პროკურატურის ვალდებულებაა, რომ საქმეზე ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიება ჩაატაროს, ზუსტად ასეთს აქვს ადგილი. გამოკითხული ბრალდებულების ნაწილი აწვდის ინფორმაციას გამოძიებას, ნაწილი არ აწვდის, ეს მათი უფლებაა. რაც შეეხება მათთან ერთად მყოფ პირებს, ამ პირების ნაწილი ამ ეტაპისთვის გარკვეულია. თუმცა, ჩაიდინეს თუ არა დანაშაული იქ მყოფმა სხვა პირებმა, ეს გამოძიების დასადგენი საკითხია და გამოძიება ამ კუთხითაც გრძელდება. ამ ეტაპზე დადგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა ეს პირები გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, ამას მოჰყვა მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, სწორედ ამით გადაამეტეს მათ თანამდებობრივ უფლებამოსილებას“, - განაცხადა მიხეილ ბერიაშვილმა.
საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 პოლიციელი დააკავა.
1780057683
საზოგადოებამიხეილ სარჯველაძე: ჟენევაში გამართულ შეხვედრებზე უკლებლივ ყველა მხარე დიუშენის ახალ პრეპარატებთან დაკავშირებულ კითხვის ნიშნებზე საუბრობს
რამდენიმე დღის წინ ჟენევაში ვიმყოფებოდი და დაახლოებით თხუთმეტი სახელმწიფოს ძალიან მაღალი დონის თანამდებობის პირებს, სამედიცინო და კლინიკური სექტორის წარმომადგენლებს შევხვდი. უკლებლივ ყველა საუბრობს კი...
1780057113
საზოგადოებაზურაბ აბაშიძე ოპოზიციის წარმომადგენელს: თქვენი არჩევანია, თუ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატირება გადაწყვიტეთ
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლის „კონსერვატორები საქართველოსთვის“ წევრის გიორგი ქარდავას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ ს...
1780055671
საზოგადოებაშალვა ოგბაიძე: ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა ვისარგებლოთ განვითარებული სატრანსპორტო სისტემით
დედაქალაქის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის თავმჯდომარე პარკირებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა. შალვა ოგბაიძემ მათ განცხადებას პოპულისტური უწოდა და განმარტა, რომ დედაქალაქის მერ...
1780054677
ახალი ამბებიქედაში, მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე მყვინთავებმა ცხედარი იპოვეს
ქედაში, მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მყვინთავებმა ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომლის სამძე...
1780051468
საზოგადოებაკახა კალაძე: სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ეს იყო რეალობა და ყველას კარგად გვახსოვს, მათი რეჟიმი პატიმრებს როგორ უსწორდებოდა
„მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს. მას და მის სისხლიან რეჟიმს შესაბამისი პასუხი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ 2012 წლის 1 ოქტომბერს გასცა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა...


























