შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად, პარლამენტის აპარატის სტაჟიორებსა და სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დეპუტატებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის აპარატის სტაჟიორებსა და სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

შეხვედრა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე, სოფლის მეურნეობის კომიტეტის გასვლითი სხდომის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე პარლამენტის საქმიანობასა და როლზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მნიშვნელობასა და პრიორიტეტებზე.

ახალგაზრდებს სიტყვით, ასევე, მიმართეს სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.

პარლამენტის აპარატის სტაჟიორები და სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის წევრები ჯიღაურაში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე სოფლის მეურნეობის კომიტეტის გასვლით სხდომასაც დაესწრნენ.

ახალგაზრდებმა პარლამენტის წევრებთან ერთად სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე განთავსებული ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების უნიკალური კოლექციები და კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე არსებული ლაბორატორიები დაათვალიერეს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780057683

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: ჟენევაში გამართულ შეხვედრებზე უკლებლივ ყველა მხარე დიუშენის ახალ პრეპარატებთან დაკავშირებულ კითხვის ნიშნებზე საუბრობს

რამდენიმე დღის წინ ჟენევაში ვიმყოფებოდი და დაახლოებით თხუთმეტი სახელმწიფოს ძალიან მაღალი დონის თანამდებობის პირებს, სამედიცინო და კლინიკური სექტორის წარმომადგენლებს შევხვდი. უკლებლივ ყველა საუბრობს კი...

მიხეილ სარჯველაძე

1780057113

საზოგადოება

ზურაბ აბაშიძე ოპოზიციის წარმომადგენელს: თქვენი არჩევანია, თუ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატირება გადაწყვიტეთ

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენლის „კონსერვატორები საქართველოსთვის“ წევრის გიორგი ქარდავას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ ს...

ზურაბ აბაშიძე

1780055671

საზოგადოება

შალვა ოგბაიძე: ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა ვისარგებლოთ განვითარებული სატრანსპორტო სისტემით

დედაქალაქის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის თავმჯდომარე პარკირებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა. შალვა ოგბაიძემ მათ განცხადებას პოპულისტური უწოდა და განმარტა, რომ დედაქალაქის მერ...

შალვა ოგბაიძე

1780054677

ახალი ამბები

ქედაში, მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე მყვინთავებმა ცხედარი იპოვეს

ქედაში, მახუნცეთის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მყვინთავებმა ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რომლის სამძე...

ჩანჩქერი ჩანჩქერი

1780051468

საზოგადოება

კახა კალაძე: სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ეს იყო რეალობა და ყველას კარგად გვახსოვს, მათი რეჟიმი პატიმრებს როგორ უსწორდებოდა

„მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს. მას და მის სისხლიან რეჟიმს შესაბამისი პასუხი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ 2012 წლის 1 ოქტომბერს გასცა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა...

კახა კალაძე