ირაკლი კირცხალია: ერთია, რას ამბობს საქსტატი და ციფრები და მეორეა ის პოლიტიკური განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ ე.წ. ოპოზიციისგან
ერთია, რას ამბობს საქსტატი და ციფრები და მეორეა ის პოლიტიკური განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ ე.წ. ოპოზიციისგან, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე საუბრისას.
მან კომენტარი გააკეთა რადიკალების განცხადებებზე, რომლებმაც საქსტატის მიერ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის შესახებ გამოქვეყნებული მონაცემები გააკრიტიკეს.
„არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ოპოზიცია არ აღიარებს და ვერ აღიარებს იმ ციფრებს, ფაქტებს, რეალურად რაც ხდება და დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანასთან, არამედ მათივე პატრონები ვერ აღიარებენ ამას.
რადგან ჩვენ ვამბობთ „საქსტატს, მე შეგახსენებთ სხვადასხვა კვლევას, ციფრს, რომელიც კონკრეტულ პარამეტრებზე დაყრდნობით ქვეყნდება კვირიდან კვირამდე, თუ თვიდან თვემდე სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტისა, თუ კვლევითი ცენტრის მხრიდან, მაგრამ შემდეგ ვხედავთ ისევ და ისევ ბრიუსელიდან და არა მხოლოდ, ისევ და ისევ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პარტაქტივის, უკვე გაცვეთილი სახელი და გვარების კომენტარებს და აბსოლუტურად განსხვავებულ მიდგომებს, განცხადებებს ამ ყველაფერთან მიმართებით“, - განაცხადა კირცხალიამ.
მისივე თქმით, ერთია, რას გვაჩვენებს ციფრები, კერძოდ, მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი თუ რა პროგნოზს აკეთებენ საქართველოს ეკონომიკურ პარამეტრებთან მიმართებით. თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, მაინც პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები ისმის.
1782143493
მსოფლიოჯეი დი ვენსის თქმით, აშშ-მა ირანთან მოლაპარაკებების დროს ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის „კონფლიქტის მოგვარების მექანიზმთან“ დაკავშირებით „ძალიან კარგ პროგრესს“ მიაღწია
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ 21 ივნისს ბურგენშტოკში ირანთან გამართული მოლაპარაკებების დროს მხარეებმა ლიბანში ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის „კონფლიქტის მოგვარების მექანიზმთან“ დაკავ...
1782140006
ახალი ამბებისაქართველოს პარლამენტის დელეგაცია მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 33-ე გენერალურ სხდომას დაესწრო
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და დელე...
1782138016
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი „ჯარის ბანაკის“ გახსნის საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის ტერიტორიაზე „ჯარის ბანაკის“ გახსნის საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა. „მას შემდეგ რაც ჩვენ და...
1782135959
ახალი ამბებიბექა ძამაშვილი: 23-25 ივნისს თბილისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა, ყველა ის ადამიანი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით საჯარო სერვისების ადმინისტრირებაზე მუშაობს, საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე მოიყრის თავს
„საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე გვექნება უნიკალური შესაძლებლობა, საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით მსოფლიოს მასშტაბით გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს საკუთარი გამოცდილება გავუზიაროთ“, – ამის შესახ...
1782135674
ახალი ამბებინინო წილოსანი: ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს ადგილი ზიზღის და რაც მთავარია, ორგანიზებულად სიძულვილის და ზიზღის გავრცელების
ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს ადგილი ზიზღის და რაც მთავარია, ორგანიზებულად ამ სიძულვილის და ზიზღის გავრცელების, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა. ნინო...































