ირაკლი კირცხალია ევროსაბჭოს მორიგ რეზოლუციაზე: იგივე ფასი აქვს ამ რეზოლუციებს, რა ფასიც აქვს იმ სამშობლოს მოღალატეებს, რომლებიც თავის ქვეყნის წინააღმდეგ ძალას არ იშურებენ და დესტრუქციას დესტრუქციაზე, სანქციას სანქციაზე ითხოვენ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ევროსაბჭოს მორიგ რეზოლუციაზე ისაუბრა.
როგორც კირცხალიამ აღნიშნა, ქართული საზოგადოება დირექტივების ტონით საუბარს არ მიიღებს.
„დირექტივებითა და მბრძანებლური ტონით საუბარს არ მივიღებთ და ეს არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა და სწორედ ამაზე წუხან ჩვენი ე.წ. მეგობრები და ე.წ. პარტნიორები. მათ სიტყვა პარტნიორობის განმარტება ნამდვილად არ იციან, მათ პარტნიორობა დირექტივები და თითის ქნევით საუბარი ჰგონიათ, ჩვენს ქვეყანასთან და საზოგადოებასთან ეს ნამდვილად არ გამოუვათ. მათი მხრიდან ბევრი აბსურდული დირექტივა მოგვისმენია, ბევრი დირექტივა მოგვისმენია, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს სუვერენიტეტს და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. იგივე ფასი აქვს იმ რეზოლუციებს, რა ფასიც აქვს იმ სამშობლოს მოღალატეებს, რომლებიც თავის ქვეყნის წინააღმდეგ ძალას არ იშურებენ და დესტრუქციას დესტრუქციაზე, სანქციას სანქციაზე ითხოვენ“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ოთხშაბათს ზაფხულის პლენარული სესიის ფარგლებში საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავს, რომლის ფარგლებშიც მომზადებულია რეზოლუციის პროექტი.
1782140006
ახალი ამბებისაქართველოს პარლამენტის დელეგაცია მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 33-ე გენერალურ სხდომას დაესწრო
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და დელე...
1782138016
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი „ჯარის ბანაკის“ გახსნის საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის ტერიტორიაზე „ჯარის ბანაკის“ გახსნის საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა. „მას შემდეგ რაც ჩვენ და...
1782135959
ახალი ამბებიბექა ძამაშვილი: 23-25 ივნისს თბილისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა, ყველა ის ადამიანი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით საჯარო სერვისების ადმინისტრირებაზე მუშაობს, საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე მოიყრის თავს
„საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე გვექნება უნიკალური შესაძლებლობა, საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით მსოფლიოს მასშტაბით გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს საკუთარი გამოცდილება გავუზიაროთ“, – ამის შესახ...
1782135674
ახალი ამბებინინო წილოსანი: ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს ადგილი ზიზღის და რაც მთავარია, ორგანიზებულად სიძულვილის და ზიზღის გავრცელების
ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს ადგილი ზიზღის და რაც მთავარია, ორგანიზებულად ამ სიძულვილის და ზიზღის გავრცელების, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა. ნინო...
1782135373
ახალი ამბებიბაკურიანი-ღადოლარის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ30-კმ60 (ბაკურიანი-ღადოლარი)...































