ირაკლი კირცხალია: „მეგობარი აქტი“ ცოტა ღიმილის მომგვრელია, მისი შინაარსიდან გამომდინარე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დოკუმენტის შინაარსიდან გამომდინარე, მისი სახელწოდება „მეგობარი აქტი“ ცოტა ღიმილის მომგვრელია.
„მეგობარი აქტი“ ცოტა ღიმილის მომგვრელია, მისი შინაარსიდან გამომდინარე. ასევე, ღიმილის მომგვრელია იმ ინიციატორების მხრიდან, იმ სახელი და გვარების მხრიდან, რომლებმაც პირდაპირი მნიშვნელობით, სხვა კანონპროექტებთან ერთად პირველი მოსმენით ასე ვთქვათ, გააპარეს, პირდაპირ ვიტყოდი. არა მხოლოდ ეს ე.წ. მეგობარი აქტი, რეალურად კი მტრული დამოკიდებულება საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიმართ გარკვეული ლობისტური ჯგუფების მხრიდან. რა თქმა უნდა, მაშველი რგოლი ამ განულებული ოპოზიციისთვის, საკენკი კვირიდან კვირამდე, საწვავი დაგეგმილი მარშისთვის. პროცედურას რომ გავყვეთ, პროცედურულად როგორი გაპარებულიც არის ეს ყველაფერი და რაღაც ქულაა დაწერილი ლობისტების მხრიდან, დიდი პროცედურა აქვს წინ, საშუალოდ ნახევარწლიანი.
ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კარგად ვხედავთ, ტრამპის ადმინისტრაცია დღეს რა პროცესებშია ჩართული. ამ პროცესებში ასეთი ლობისტური ჯგუფიდან ამ კანონის პირველი მოსმენით გაპარება, ვფიქრობ, დიდს არაფერს ნიშნავს. თუმცა, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა თუნდაც იმ ლობისტური ჯგუფების მხრიდან და დარწმუნებული ვარ, ამას სათანადო პასუხიც მოჰყვება და სჭირდება“, - აღნიშნავს კირცხალია.
1743413501
საზოგადოებანინო წილოსანი: ლაჩრებმა და სამშობლოს გამყიდველებმა გადაწყვიტეს გმირ ანწუხელიძეს შეაფარონ თავი. არ არსებობს კავშირი ანწუხელიძის თავდადებასა და იმასთან, რაც თქვენ გბრალდებათ და რასაც საგამოძიებო კომისიაზე ვისმენთ
ლაჩრებმა და სამშობლოს გამყიდველებმა გადაწყვიტეს გმირ ანწუხელიძეს შეაფარონ თავი, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი. ნინო წილოსანი აღნიშნავს, რომ ეს დღეებია, ერთი მე...
1743411617
ახალი ამბებიბორჯომში კაცის ცხედარი იპოვეს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგერთან, „გოგირდის აუზებზე“ ჩასასვლელ გზაზე, ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა გუშინ, 30 მარტს მოხდა. „როგორც ვიცი ძალადობის ფაქტი არ ყოფილა. ფეხი დაუცურდა...
1743411402
საზოგადოებადარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის მიერ სარატიფიკაციოდ წარდგენილ დოკუმენტებზე იმსჯელა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მიერ სარატიფიკაციოდ წარდგენილ საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე იმსჯელეს. საკითხები კომიტეტს რეგიონული განვითარე...
1743410454
საზოგადოებაქედაში მანქანა მდინარეში ჩავარდა - დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი დაშავდა
ქედაში, სოფელ წონიარისში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი ცენტრალური გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარეში ჩავარდა. დაშავებულე...
1743409686
საზოგადოებასოზარ სუბარი: რომ არ ყოფილიყო ემზარ კვიციანის პირადი ინიციატივა კოდორი - ჭუბერი გზის გაჭრის, სოხუმიდან წამოსული რამდენიმე ათეული ათასი კაციდან, ასეულობით და ათასობით მსხვერპლი იქნებოდა
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის...