ირაკლი კირცხალია: „ნაციონალური მოძრაობის“, მასთან აფილირებული და სხვადასხვა დროს გარიგებული პოლიტიკური ძალების და ასევე მდიდარი ქართული „ენჯეოებისთვის“ რადიკალური ანტირუსული განწყობების გასაღვივებლად საკმარისი არ აღმოჩნდა 2008 წლის ომი

უკრაინაში რუსეთის მხრიდან მეორედ შეჭრის შემდეგ სხვადასხვა პარტიებსა და „ენჯეოებში“ მიმოფანტული აგენტები დაირაზმნენ და რუსულ ოკუპაციასთან, რუს ტურისტებთან, რუსულ ფულთან და პროდუქციასთან, ერთი სიტყვით, ყველაფერთან, რასაც რუსეთთან შეიძლება კავშირი ჰქონდეს, შეურიგებელ მებრძოლად მოგვევლინენ, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმიანება.

 

მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“, მასთან აფილირებული პოლიტიკური ძალების, არასამთავრობოებისა, თუ კონკრეტული ადამიანებისთვის ანტირუსული განწყობების გასაღვივებლად 2008 წლის აგვისტოს ომი საკმარისი არ აღმოჩნდა.

 

„ზუსტად ერთი კვირის წინ პრემიერ-მინისტრმა ვრცელი ანალიზი გამოაქვეყნა და ერთ კონკრეტულ მიდგომაზე გაამახვილა ყურადღება, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალური მოძრაობის“, მასთან აფილირებული და სხვადასხვა დროს გარიგებული პოლიტიკური ძალების, ასევე, მდიდარი ქართული „ენჯეოებისთვის“, რომლებიც საბოლოოდ „დიფ სთეითის“ ერთიან აგენტურად იქცნენ, რადიკალური ანტირუსული განწყობების გასაღვივებლად საკმარისი არ აღმოჩნდა 2008 წლის ომი, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია და დამატებით 120-ზე მეტი სოფლის საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩენა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება, საკუთარ სამშობლოში დაახლოებით 30 000 იძულებით დევნილი, ასობით დაღუპული და ათასობით დაჭრილი ქართველი. მეტიც - მაშინდელმა ხელისუფლებამ ომის დასრულებიდან მალევე რუსეთთან კულტურულ-ჰუმანიტარული კავშირების აღდგენაზე დაიწყო საუბარი, ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკაში და სტრატეგიულ სექტორებში რუსული კაპიტალის შემოდინებას, მათი ბელადი საზღვარზე პირადად ხვდებოდა რუს ტურისტებს, რის შემდეგაც, რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი ცალმხრივადაც კი გაუუქმეს, ამ ყველაფრით კი სააკაშვილი საერთაშორისო ტრიბუნიდან თავს იწონებდა.

ამ პერიოდში იმ ძალების წარმომადგენლებისა და კონკრეტული ადამიანებისგან, რომლებიც დღეს არამხოლოდ ანტირუსული განწყობით გამოირჩევიან, არამედ პირდაპირ რუსოფობიას ავრცელებენ, „ნაცმოძრაობის“ კრიტიკა არ მოგვისმენია. სამაგიეროდ, უკრაინაში რუსეთის მხრიდან მეორედ შეჭრის შემდეგ სხვადასხვა პარტიასა და „ენჯეოებში“ მიმოფანტული აგენტები დაირაზმნენ და რუსულ ოკუპაციასთან, რუს ტურისტებთან, რუსულ ფულთან და პროდუქციასთან, ერთი სიტყვით, ყველაფერთან, რასაც რუსეთთან შეიძლება კავშირი ჰქონდეს, შეურიგებელ მებრძოლად მოგვევლინენ.

საკუთარ წერილში პრემიერ-მინისტრმა რიტორიკული შეკითხვაც დასვა, თუ რატომ იქცნენ ეს ადამიანები რუსოფობებად ახლა და არა მაშინ, როდესაც საქმე საქართველოს ეხებოდა? ამ ერთი შეხედვით ალოგიკურ მოცემულობას აქვს უმარტივესი პასუხი, რომელიც ყველაფერს ლოგიკურ ჩარჩოებში აქცევს - არც „ნაცმოძრაობა“ და მათი მოკავშირეები, არც „ენჯეოები“ და არც სამოქალაქო აქტივიზმს, თუ სამეცნიერო სფეროს ამოფარებული კონკრეტული ადამიანები არც 2008-12 წლებში და არც დღეს არიან დამოუკიდებლები, ისინი არიან მანევრების გარეშე დარჩენილი აგენტები და ყურმოჭრილი მონები, რომლებიც გარე დავალებებს უსიტყვოდ ასრულებენ“, - წერს ირაკლი კირცხალია. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788802681

მსოფლიო

სტივ უიტკოფმა მოსკოვსა და კიევში ვიზიტების შემდეგ განაცხადა, რომ მხარეებმა სამმხრივი მოლაპარაკებების დაგეგმვის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა მოსკოვსა და კიევში ვიზიტების შემდეგ განაცხადა, რომ მიღწეულია „მნიშვნელოვანი პროგრესი“, კერძოდ, დამატებითი სამმხრივი მოლაპარაკებების განრიგზ...

სტივ უიტკოფმა

1788801303

ახალი ამბები

ალექსანდრე დარახველიძე: საქართველოს მთავრობა, შსს და თითოეული სახელმწიფო უწყება ეფექტურად მუშაობს, რომ ხელი შეეწყოს ლეგალურ მიგრაციას, ხოლო არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით უმკაცრესი პოზიცია გვქონდეს

საქართველოს მთავრობა, შსს და თითოეული სახელმწიფო უწყება ეფექტურად მუშაობს, რომ ხელი შეეწყოს ლეგალურ მიგრაციას, ხოლო არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით გვქონდეს უმკაცრესი პოზიცია, - განაცხადა შინაგან ს...

ალექსანდრე დარახველიძე

1788798869

ახალი ამბები

თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს შეხვდა

საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს...

თამარ იოსელიანი

1788797071

ახალი ამბები

ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო

ქობულეთის სანაპიროზე ზღვაში კაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, კაცი ზღვაში შტორმის დროს შევიდა.  მაშველებმა კაცი ნაპირზე გამოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. „ექსკლუზივს“ შსს-ში უთხრეს, რო...

შავ ზღვაში მამაკაცს ეძებენ

1788795593

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს შეხვდა

2026 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელთან და პრეზიდენტთან სიმეონ ცომოკოსთან. ინფორმაცი...

მაკა ბოჭორიშვილი