ტაილანდში, სამთავრობო შენობაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა - ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ეჭვმიტანილი კი დაკავებულია
ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკის გარეუბანში, ნონთაბურის პროვინციაში მდებარე სამთავრობო ოფისში სროლა იყო, რის შედეგადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი დაიჭრა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
პროვინციის პოლიციის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა დეჯრაპი კონგდიმ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილმა, ყოფილმა კანონმდებელმა, პროვინციის მაღალჩინოსანს ესროლა. მისი მძღოლი და სავარაუდო მსროლელი დააკავეს.
„ორი ადამიანი დაიჭრა, რომლებიც სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - განუცხადა დეჯრაპიმ Reuters-ს.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, 7 აგვისტოს, იმავე პროვინციაში 14 წლის მოზარდმა სახლში ჯერ ბებია-ბაბუა მოკლა, შემდგომ კი სკოლაში სროლა ატეხა, რასაც 5 მასწავლებლის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოზარდმა თავდასხმის შემდეგ თავი მოიკლა.
1788801303
ახალი ამბებიალექსანდრე დარახველიძე: საქართველოს მთავრობა, შსს და თითოეული სახელმწიფო უწყება ეფექტურად მუშაობს, რომ ხელი შეეწყოს ლეგალურ მიგრაციას, ხოლო არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით უმკაცრესი პოზიცია გვქონდეს
საქართველოს მთავრობა, შსს და თითოეული სახელმწიფო უწყება ეფექტურად მუშაობს, რომ ხელი შეეწყოს ლეგალურ მიგრაციას, ხოლო არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით გვქონდეს უმკაცრესი პოზიცია, - განაცხადა შინაგან ს...
1788798869
ახალი ამბებითამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს შეხვდა
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს...
1788797071
ახალი ამბებიქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
ქობულეთის სანაპიროზე ზღვაში კაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, კაცი ზღვაში შტორმის დროს შევიდა. მაშველებმა კაცი ნაპირზე გამოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. „ექსკლუზივს“ შსს-ში უთხრეს, რო...
1788795593
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს შეხვდა
2026 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელთან და პრეზიდენტთან სიმეონ ცომოკოსთან. ინფორმაცი...
1788794871
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი გერმანიის არჩევნებზე: ჩვენ საქართველო გვტკივა, ეს ყველაფერი ჩვენზე მოქმედებს, ვცდილობთ მკაცრად დავიცვათ მიცემული პირობა, რომ საქართველოში სისხლი არ უნდა დაიღვაროს და ომის ქარცეცხლი შიგნით არ უნდა შემოვარდეს
„ჩვენ საქართველო გვტკივა. ეს ყველაფერი ჩვენზე მოქმედებს. ვცდილობთ მკაცრად დავიცვათ მიცემული პირობა, რომ საქართველოში სისხლი არ უნდა დაიღვაროს და ომის ქარცეცხლი შიგნით არ უნდა შემოვარდეს“, - განაცხადა...































