ირაკლი კირცხალია: „სუხიშვილები“, ნიკოლოზ რაჭველი, პაატა ბურჭულაძე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უარს არ ამბობდნენ რუსეთთან ურთიერთობაზე და იქ საქმიანობაზე, ხოლო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მათში პატრიოტულმა გრძნობებმა გაიღვიძა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილს ორმაგ სტანდარტებსა და პოზიციების ალოგიკურ ცვლილებაზე მიუთითებს.
გამოქვეყნებულ წერილში ირაკლი კირცხალია ქართველი ხელოვანებისა და კულტურის მოღვაწეების ნაწილის ქცევას აკრიტიკებს და მათ რუსეთთან ურთიერთობის საკითხში ორმაგ სტანდარტებში დებს ბრალს. მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რიგი ცნობადი სახეები რუსეთში საქმიანობასა და კონცერტების გამართვაზე უარს არ ამბობდნენ. მაგალითებად მას მოჰყავს ანსამბლი „სუხიშვილები“, დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი და საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე.
კირცხალია აღნიშნავს, რომ ამ პირებს 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთში მოღვაწეობის გამო თავმოყვარეობის პრობლემა არ შეჰქმნიათ, თუმცა 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მკვეთრად ანტირუსული რიტორიკით გამოირჩევიან. მისივე თქმით, საინტერესო იქნება მსჯელობა, არის თუ არა დამთხვევა ის, რომ კულტურის სფეროს კონკრეტული წარმომადგენლები ზუსტად იმ მოდელის მიხედვით მოქმედებენ, როგორც უცხო ძალების უსიტყვოდ მორჩილი პოლიტიკოსები და „ენჯეოშნიკები“.
„ყველამ იცის, რომ „სუხიშვილებმა“ 2013 წლის აპრილის დასაწყისში, მაშინ, როდესაც აგვისტოს ომიდან 5 წელიწადიც არ იყო გასული, სანქტ-პეტერბურგში გრანდიოზული კონცერტი გამართეს, თუმცა დღეს ანსამბლი რუსეთში კონცერტების გამართვაზე უარს ამბობს.
აგვისტოს ომის შემდეგ შოსტაკოვიჩის სახელობის სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიაში სიმფონიურმა ორკესტრმა ორი კონცერტი გამართა და ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით დაუკრა. როგორც მოგვიანებით ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, მისთვის პოლიტიკა არ არის მიზეზი, რომ რუსეთში არ წავიდეს, მისთვის მიზეზი თავმოყვარეობაა. როგორც ჩანს, აგვისტოს ომის შემდეგ თავმოყვარეობამ არ შეაწუხა, თუმცა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, თუკი მკვეთრად ანტირუსულ პოზიციას არ დაიკავებს, მწველ სირცხვილს იგრძნობს.
გვერდს ვერ ავუვლი ევროპული მომავლისთვის თავგანწირულ, ბოლო პერიოდში გამუდმებით ანტირუსული პოზიციებით გამორჩეულ პაატა ბურჭულაძეს, რომელმაც, იმის გარდა, რომ „რუსი ბანის“ სახელით დაიმკვიდრა სახელი, 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთში ჯერ 2012 წელს, შემდეგ კი 2018 წელს უკვე პუტინის თანდასწრებით იმღერა.
ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს, თუმცა მხოლოდ აღნიშნულ სამ შემთხვევაში წარმოდგენილი კონკრეტული ფაქტებიც ადასტურებს ქცევის მოდელს, თუ როგორ არ ამბობდნენ უარს რიგი ე.წ. კულტურის მოღვაწეები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობაზე და იქ საქმიანობაზე, ან რუსულ პროექტებში მონაწილეობაზე, პარალელურად კი „ნაცმოძრაობას“ რუსეთის ინტერესების ხელშემწყობი გადაწყვეტილებებისთვის არასდროს აკრიტიკებდნენ. ამავდროულად, მათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება აერთიანებთ - 2022 წლის, ანუ უკრაინაში რუსეთის მეორედ შეჭრის შემდეგ, მათში პატრიოტულმა გრძნობებმა გაიღვიძა, გამოირჩევიან ანტირუსული რიტორიკით, „ხმალამოღებულები იბრძვიან“ ჩრდილოელი მეზობლის წინააღმდეგ, რაც, ფაქტობრივად, რუსოფობიამდე მივიდა. სხვადასხვა, მათ შორის კულტურის სფეროს წარმომადგენელ ცნობად სახეებს რომ დიდი გავლენა აქვთ და მათი ქცევები, თუ მოწოდებები რომ საზოგადოების კოლექტიური აღქმის ჩამოყალიბებაზე პირდაპირ გავლენას ახდენს, ამაზე ყველა თანხმდება. ერთი შეხედვით, ასე ალოგიკურად რატომ იქცევიან და არის თუ არა დამთხვევა, რომ კულტურის სფეროს კონკრეტული წარმომადგენლები ზუსტად იმ მოდელის მიხედვით მოქმედებენ, როგორც უცხო ძალების უსიტყვოდ მორჩილი პოლიტიკოსები და „ენჯეოშნიკები“, ამაზე თუ გსურთ, ვიმსჯელოთ. პირადად მე ასეთი დამთხვევების არ მჯერა“, - წერს ირაკლი კირცხალია.
1788802681
მსოფლიოსტივ უიტკოფმა მოსკოვსა და კიევში ვიზიტების შემდეგ განაცხადა, რომ მხარეებმა სამმხრივი მოლაპარაკებების დაგეგმვის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა მოსკოვსა და კიევში ვიზიტების შემდეგ განაცხადა, რომ მიღწეულია „მნიშვნელოვანი პროგრესი“, კერძოდ, დამატებითი სამმხრივი მოლაპარაკებების განრიგზ...
1788801303
ახალი ამბებიალექსანდრე დარახველიძე: საქართველოს მთავრობა, შსს და თითოეული სახელმწიფო უწყება ეფექტურად მუშაობს, რომ ხელი შეეწყოს ლეგალურ მიგრაციას, ხოლო არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით უმკაცრესი პოზიცია გვქონდეს
საქართველოს მთავრობა, შსს და თითოეული სახელმწიფო უწყება ეფექტურად მუშაობს, რომ ხელი შეეწყოს ლეგალურ მიგრაციას, ხოლო არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით გვქონდეს უმკაცრესი პოზიცია, - განაცხადა შინაგან ს...
1788798869
ახალი ამბებითამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს შეხვდა
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს...
1788797071
ახალი ამბებიქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
ქობულეთის სანაპიროზე ზღვაში კაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, კაცი ზღვაში შტორმის დროს შევიდა. მაშველებმა კაცი ნაპირზე გამოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. „ექსკლუზივს“ შსს-ში უთხრეს, რო...
1788795593
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს შეხვდა
2026 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელთან და პრეზიდენტთან სიმეონ ცომოკოსთან. ინფორმაცი...































