ირაკლი კირცხალია ოპოზიციის მიერ დებატების პროცესიდან გამიჯვნაზე: მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქვეყანაში არ ყოფილიყო დებატები
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება, რომ თვალ-ყური ადევნოს ჯანსაღ დებატს, როდესაც ამ სუბიექტებზე გვაქვს საუბარი - კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გადმონაშთებზე და იმ პარტიებზე, რომლებიც, რეალურად მოლოდინის რეჟიმში არიან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების, მათზე კომენტირება შეიძლება მხოლოდ ერთი მხრივ, მათ უნდა გაიგონ საერთოდ დებატის არსი და ზოგადად უნდა გავიგოთ რას ნიშნავს დებატი“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის მიერ დებატების პროცესისგან გამიჯვნასთან დაკავშირებით.
ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ოპოზიციამ - „რიგითმა გვარამიებმა და ლომჯარიებმა“, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველოში მოეკლათ დებატების კულტურა.
„მათ ხომ ეს არ იციან, იმიტომ რომ ისინი არიან რიგითი გვარამიების, ლომჯარიების, ამ აგენტების, როდესაც ჩვენ სცენარებზე, დავალებებზე, შესრულებაზე, ვსაუბრობთ და იმ პუნქტებზე, რომელსაც ასწავლიდნენ, ჩამოსდიოდათ, ეს „აკერმანის სწავლება“ იქნებოდა თუ სხვა, მათივე ინსტრუქციით იყო.
ესენი არიან ხალხი, რომლებმაც მოკლეს დებატები პირდაპირი მნიშვნელობით და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არ ყოფილიყო დებატები. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, თუ რატო მიიღეს მათ ეს დავალება და რატომ აკეთეს მათ ეს ყველაფერი, რომ ქვეყანაში დებატები მოეკლათ თავიანთი რადიკალური ქმედებებით, როგორც ტელევიზიაში, ისე ტელევიზიის გარეთ, კარგად ვხედავდით მერამდენე რევოლუციური სცენარი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ.
იმიტომ რომ, როდესაც შენ სიცრუეზე, ფარსზე, აღქმებზე, ბინძურ პოლიტიკაზე აგებ პროტესტს, თუ ნებისმიერ სხვ სცენარს, რომელიც მოიცავს, ასევე დაქვემდებარებულ მედია საშუალებებს, ეს იყო, ალბათ ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, რომ არ შეხვიდე დებატში შენ იმ ჯანსაღ ძალასთან სადაც შენ არ გექნება საშუალება დაიცვა ის შენ სიცრუე და სიყალბე, რომლის სიცრუით და სიყალბითაც ესენი მოძრაობენ როგორც ჩვენი ქვეყნის ოპოზიციაში 2012 წლიდან და როგორი სიყალბითაც არსებობდნენ ქართულ პოლიტიკაში 2012 წლამდე. ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად იყო ჯანსაღი დებატისთვის, მთავარია ყველა მხარემ გავიგოთ რას ნიშნავს დებატი და მისი არსი. ვინც ჩამოვთვალე მათთან ეს უბრალოდ ღიმილის მომგვრელია საერთოდ ამაზე საუბარი“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
1769618772
ახალი ამბები„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში და მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში პოლიტიკური პარტიის წევრობის შეზღუდვასთან დაკავშირებული ცვლილებები ხორციელდება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია...
1769617719
ახალი ამბებიკახეთში პოლიციის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, პოლიციის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით სამი პირი: 2001 წელს...
1769617673
ახალი ამბები„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის
„ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინაშე არსებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, შეგვაქვს ცვლილებები კანონმდებლობაში, რათა მომავალში ვერავინ გამონახოს ალტერნატიული გზა საქართველოში ქვეყნის საზღვრე...
1769617576
ახალი ამბებიქეთევან მიქიაშვილი: ილო ბეროშვილი, კაცები, აკაცუკი ინფლუენსერები, ხალხი, რომლებიც პირდაპირ ფინანსდებოდნენ აქციების დროსაც და მერეც ახალგაზრდების წასაქეზებლად და გამოსათაყვანებლად
ნიკორას გაუხსნია საწარმო და უდევთ თავიანთ გვერდზე, მოუწყიათ ასობით ათას ლარიანი კარნავალი და ჰოი საოცრებავ, სტუმრები და წამყვანები ნახეთ: ილო ბეროშვილი, კაცები, აკაცუკი ინფლუენსერები, ხალხი რომლებიც პ...
1769615569
ახალი ამბებიავარია მარნეულში - დაღუპულია ორი ადამიანი
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ორი პირი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. დაღუპუ...






























