მარკო რუბიომ მოკავშირეებს მოუწოდა ნატოს ხელახლა გადახედონ - „აშშ ალიანსს არ დატოვებს“

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კონგრესმენების წინაშე სიტყვით გამოსვლისას მოკავშირეებს მოუწოდა ნატოს ხელახლა გადახედონ, თუმცა დასძინა, რომ შეერთებული შტატები ალიანსს არ დატოვებს. რუბიოს განცხადებას The Guardian-ი ციტირებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ნატო უნდა შეიცვალოს და მისმა ევროპელმა პარტნიორებმა რადიკალურად უნდა გაზარდონ ინვესტიციები თავდაცვის შესაძლებლობებში.

რუბიოს თქმით, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ მათ შეძლონ მნიშვნელოვანი როლის შესრულება და არა უბრალოდ „უმნიშვნელო“ ძალების განლაგება, რომლებიც კვლავ საჭიროებენ აშშ-ის მხარდაჭერას და დაზღვევას.

„მისი [ნატოს] ახლებურად გააზრების მიზეზი ის კი არ არის, რომ მისი მიზანი იცვლება, არამედ ის, რომ მისი შესაძლებლობები უნდა იყოს ხელახლა გააზრებული“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

რუბიომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების განხილვა მაგალითად მოიყვანა.

„უსაფრთხოების გარანტიები ძირითადად ითვალისწინებს მცირე რაოდენობის ევროპული ჯარების, ძირითადად ფრანგული და ბრიტანული ჯარების განლაგებას, რასაც მოჰყვება აშშ-ის მხარდაჭერა. თუმცა, რეალური უსაფრთხოების გარანტია აშშ-ის მხარდაჭერაა. აღვნიშნავ, რომ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე ამას მნიშვნელობა არ აქვს“, - აღნიშნა რუბიომ.

 

მისი თქმით, ევროპელებს აშშ-სგან ასეთი ძლიერი მხარდაჭერა სჭირდებათ, რადგან ბოლო 20-30 წლის განმავლობაში მათ თავდაცვის შესაძლებლობებში არასაკმარისი ინვესტიცია ჩადეს.

რუბიომ იმედი გამოთქვა, რომ ეს შეიცვლება.

„ნატო უფრო ძლიერი იქნება, თუ ჩვენი მოკავშირეები უფრო ქმედითუნარიანები იქნებიან. რაც უფრო ძლიერები იქნებიან ჩვენი ნატოელი პარტნიორები, მით უფრო მეტი მოქნილობა ექნება შეერთებულ შტატებს, რათა დაიცვას ჩვენი ინტერესები მთელ მსოფლიოში. ეს არ არის უარის თქმა ნატოზე, ეს XXI საუკუნის რეალობაა და მსოფლიო იცვლება“, - დასძინა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769621425

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის წევრებს შეხვდა - განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს, როგორც რეგიონული დამაკავშირებლის როლზე

მიმდინარე წლის 28 იანვარს, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის წევრების ორპარტიულ დელე...

მაკა ბოჭორიშვილი

1769620692

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: მაია სანდუმ თავისი განცხადებით და ქმედებებით გააუქმა თავისი ქვეყანა და მის სუვერენიტეტი. ასეთი ადამიანი, როდესაც სუვერენულად დამოუკიდებელ ქვეყანაზე აკეთებს განცხადებას, უბრალოდ ანეკდოტური პასაჟია ეს ყველაფერი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებაზე ისაუბრა, რომლის თქ...

ირაკლი კირცხალია

1769618833

ახალი ამბები

ტრაილერი გადაბრუნდა და აალდა - საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო ჟინვალი-ანანურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ31...

ტრაილერი გადაბრუნდა

1769618772

ახალი ამბები

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში და მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში პოლიტიკური პარტიის წევრობის შეზღუდვასთან დაკავშირებული ცვლილებები ხორციელდება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია...

ირაკლი კირცხალია

1769617719

ახალი ამბები

კახეთში პოლიციის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, პოლიციის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით სამი პირი: 2001 წელს...

შინაგან საქმეთა სამინისტრო