ქეთევან მიქიაშვილი: ილო ბეროშვილი, კაცები, აკაცუკი ინფლუენსერები, ხალხი, რომლებიც პირდაპირ ფინანსდებოდნენ აქციების დროსაც და მერეც ახალგაზრდების წასაქეზებლად და გამოსათაყვანებლად
ნიკორას გაუხსნია საწარმო და უდევთ თავიანთ გვერდზე, მოუწყიათ ასობით ათას ლარიანი კარნავალი და ჰოი საოცრებავ, სტუმრები და წამყვანები ნახეთ: ილო ბეროშვილი, კაცები, აკაცუკი ინფლუენსერები, ხალხი რომლებიც პირდაპირ ფინანსდებოდნენ აქციების დროსაც და მერეც ახალგაზრდების წასაქეზებლად და გამოსათაყვანებლად, - ამის შესახებ არქეოლოგი ქეთევან მიქიაშვილი წერს სოციალურ ქსელში.
ქეთევან მიქიაშვილის განცხადებით, „ნიკორას“ საწარმოს გახსნის ცერემონია აქციას ჰგავს, მასზე მიწვეული ხალხიდან გამომდინარე.
„ნიკორას გაუხსნია საწარმო და უდევთ თავიანთ გვერდზე, მოუწყიათ ასობით ათას ლარიანი კარნავალი და ჰოი საოცრებავ, სტუმრები და წამყვანები ნახეთ: ილო ბეროშვილი, კაცები, აკაცუკი ინფლუენსერები, ხალხი რომლებიც პირდაპირ ფინანსდებოდნენ აქციების დროსაც და მერეც ახალგაზრდების წასაქეზებლად და გამოსათაყვანებლად. 24 საათი 7 დღე რომ აქციებზე დგანან და არჩევნებზე ტირიან რუსეთს მიგვაერთესო. ნამდვილ ქართველ ხალხს რომ „აქენსელებდნენ“ ეგ ხალხი მიიყვანეს. რაო ნიკორავ? შიმშილით სული გვძვრებაო და ორ ნაბიჯში თითო მაღაზიას რომ ხსნით ამათი საჭმელი და „საგულაო“ ფული ხომ კარგად გაქვთ სულ? ნახეთ უბრალოდ დაათვალიერეთ ალბომი, ჩვეულებრივად აქცია მიიწვიეს ამ ხალხმა და ჩამოურიგეს საჩუქრებიც. გიგი უგულავა ვერ ესწრება საზღვარგარეთ ყოფნის გამო თქვენი ფულის საკეთებელ მორიგ შეკრებას, სამწუხაროა და ზურაბ ადეიშვილი. არ გეგონოთ რომ ქართველი ხალხი ვერ ვხედავთ რასაც კადრულობთ, ხალხს რასაც აცლით ჯიბიდან და ვისაც უკუჭავთ, ვისაც ეტენებით და რა ძალა ხართ მთლიანად კომპანიიდან-სტუმრებამდე ძალიან კარგად ჩანს“, - წერს ქეთევან მიქიაშვილი.
1769617719
ახალი ამბებიკახეთში პოლიციის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, პოლიციის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით სამი პირი: 2001 წელს...
1769617673
ახალი ამბები„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის
„ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინაშე არსებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, შეგვაქვს ცვლილებები კანონმდებლობაში, რათა მომავალში ვერავინ გამონახოს ალტერნატიული გზა საქართველოში ქვეყნის საზღვრე...
1769615569
ახალი ამბებიავარია მარნეულში - დაღუპულია ორი ადამიანი
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ორი პირი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. დაღუპუ...
1769614771
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: ფსიქოტროპული მედიკამენტის ფასი 12-ჯერ შემცირდა, საქმე გვაქვს ფასის კლებასთან და არა ხარისხის
„როდესაც საუბარია წამალზე და სამკურნალო საშუალებებზე, ბუნებრივია, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემაა და სამართლიანია, რომ როგორც ხარისხის, ისე ფასის კუთხით იყოს ისეთი რეჟიმი, რომელიც მოქალაქეებისთვის...
1769613839
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: ყველა აფთიაქს ექნება ვალდებულება, რომ გარკვეული ასორტიმენტის მედიკამენტები მარაგში ჰქონდეს
„ყველა აფთიაქს ექნება ვალდებულება, რომ გარკვეული ასორტიმენტის მედიკამენტები მარაგში ჰქონდეს. კომერციული ინტერესი არ უნდა ახდენდეს გავლენას, რომელი ფარმაცევტული პროდუქტით ვაჭრობა არის მოგებიანი, ან - წ...






























