ირაკლი კირცხალია ვახო სანაიაზე: რატომ გვიკვირს, რომ ამას ფუთავენ, როგორც გამოხატვის თავისუფლებას? რატომ გვიკვირს, ამას იტყვის ერთი-ერთი ნაცაქტივისტი, უბრალოდ პოლიტიკურ ველზე ჟურნალისტის მანტიით მოვლენილი

მთავარ სცენარში, ის პუნქტი სადაც წერია, რომ სიძულვილის ენა არის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი საზოგადოების პოლარიზაციის, რა თქმა უნდა, მოვისმენთ ვახო სანაიასთან დაკავშირებით ასეთ განცხადებებს [სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა], - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

მისივე შეფასებით, ვახო სანაია პოლიტიკურ ველზე ჟურნალიტის მანტიით შემოსილი ერთ-ერთი ნაცაქტივისტია.

„რატომ გვიკვირს, რომ ამას ფუთავენ როგორც გამოხატვის თავისუფლებას, რატომ გვიკვირს ამას იტყვის ერთი-ერთი ნაცაქტივისტი, უბრალოდ ჟურნალისტის მანტიით მოვლენილი პოლიტიკურ ველზე, მისი მეგობრები და იმ დავალებების შემსრულებლები რომელსაც აძლევენ მათი პატრონები? რატომ გვიკვირს, არ უნდა გვიკვირდეს“, - აღნიშნა კირცხალიამ.

უმრავლესობის ლიდერის თქმით, გენერალური დავალება საზოგადოების მაქსიმალური პოლარიზაციაა.

„პარლამენტის შენობის დაწვა მათმა პატრონებმა სცადეს რომ შეეფუთათ, როგორც გამოხატვის თავისუფლება. პოლიციელის დაწვა სცადეს, რომ შეეფუთათ სიტვის გამოხატვის თავისუფლებად, პრეზიდენტის სასახლის აღება ასევე გამოხატვის თავისუფლებად [შეფუთეს]. ყველაზე დიდი სითავხედე რაც გააკეთეს ბოლოს, სასამართლოს შენობის დაწვის მცდელობა, ამის გამართლებასაც კი შეეცადნენ. ერთი მთავარი რაც იყო გაწერილი ამ სცენარებში, გენერალურ დავალებაში, არის მაქსიმალურად საზოგადოების დაყოფა, რომელსაც წლიდან წლამდე რაღაც დონეზე ახერხებდნენ ტყულით, სიცრუით. როცა პირდაპირ ვხედავთ, რომ მთავარ სცენარში არის პუნქტი, სადაც წერია რომ სიძულვილის ენა არის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი საზოგადოების პოლარიზაციისა, რა თქმა უნდა, მოვისმენთ ვახო სანაიასთან დაკავშირებით ასეთ განცხადებებს“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784743737

ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, 14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილი ქმედების და ადევნების ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 14 წელს მიუღწევლის მიმართ გარყვნილი ქმედების და ადევნების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პრო...

პროკურატურაპროკურატურა

1784743279

ახალი ამბები

ლიზა გეგეჭკორი ლაშა ბერულავას განცხადებაზე: ახია ჩვენზე, თავის დროზე რომ არ შევახსენეთ ყველას, ვინ ვინაა რეალურად - ბერულავა იყო „ნაცების“ რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ბინძური „გამპრავებელი“

ჯერ ერთი, რ2-ს, რომელიც სიმართლისა და ქვეყნის მხარეს დგას, არაფერი სამარცხვინო არ აქვს და მეორე - ეს, ლაშა ბერულავა იყო „ნაცების“ რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ბინძური „გამპრავებელი“, - ასე ეხმიანება ტელეწ...

ლიზა გეგეჭკორი

1784740122

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: მსოფლიოში ნომერ პირველი აეროპორტის მმართველი გუნდის ინტერესი საქართველოს მიმართ ქვეყნის სტაბილური განვითარების მკაფიო დადასტურებაა

მსოფლიოში ნომერ პირველი აეროპორტის მმართველი გუნდის ინტერესი საქართველოს მიმართ ქვეყნის სტაბილური განვითარების მკაფიო დადასტურებაა, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, ის...

დავით ჩიხელიძე

1784738701

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოზე“ და მათ მიერ განაწყენებულ სააკაშვილზე: ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ორივე მხარე მართალია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიმართ მწვავე კრიტიკას ეხმიანება, რომლის განცხადებითაც: „სრუ...

ცოტნე ანანიძე

1784737257

ახალი ამბები

სინგაპურის პრემიერ-მინისტრი: მოხარული ვარ, რომ დღეს სინგაპურში ვუმასპინძლე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს - მოუთმენლად ველი სინგაპურსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას

მოხარული ვარ, რომ დღეს სინგაპურში ვუმასპინძლე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, - წერს სოციალურ ქსელ X-ზე სინგაპურის პრემიერ-მინისტრი ლოურენს ვონგი. როგორც ვონგი აღნიშნავს, ის მოუთმენლად ელის სინგაპურ...

სინგაპურის პრემიერ-მინისტრი