ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირის დამოკიდებულებამ საქართველოში დემოკრატიას არანაირი მხარდაჭერა და წინსვლა არ მოუტანა, პირიქით, მათი ქმედებებით საქართველოში დემოკრატიის გარკვეული ფუნქციონირება შეფერხებამდეც მიიყვანა

ევროკავშირში საბოლოო ჯამში წინ წამოიწევს სახელმწიფოთა ინტერესები და ეს იმოქმედებს ევროკავშირის პოლიტიკაზეც. ის დამოკიდებულება, რაც ჰქონდა ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირს საქართველოსთან მიმართ, აღმოჩნდა აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული ყველა მიმართულებით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, დემოკრატიაზე როცა საუბრობს ევროკავშირი, მათმა დამოკიდებულებამ საქართველოში დემოკრატიას არანაირი მხარდაჭერა და წინსვლა არ მოუტანა, პირიქით, მათი ქმედებებით საქართველოში დემოკრატიის გარკვეული ფუნქციონირება შეფერხებამდეც მიიყვანა.

„ის, რომ პარლამენტის არჩევნები უგულებელყვეს და ამის დამადასტურებელი რაიმე ობიექტური არგუმენტი და მტკიცებულება არ გააჩნიათ, ამით დემოკრატიის განვითარებას ხელი შეუწყვეს თუ დააზიანეს?, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიების დიდმა ნაწილმა მონაწილეობა არ მიიღო, ამით დემოკრატიას ხელი შეუწყვეს თუ დააზიანეს?, აღარაფერს ვამბობ იმ პრაქტიკულ თემებზე, რაც დღეს ევროპისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და ამ კუთხით მათთვის საქართველოსთან თანამშრომლობა აუცილებელია.

ვერ შედგება ეს პოლიტიკა საქართველოს გარეშე, არა მხოლოდ იმიტომ, რომ გეოგრაფიულად ვართ ასეთი ქვეყანა, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფოებრივად ვართ დღეს იმ დონის სახელმწიფო, რომელთანაც თანამშრომლობა ყველასთვის მნიშვნელოვანია. პოლიტიკური რიტორიკა დროთა განმავლობაში შეიცვლება და რეალური თანამშრომლობის დრო მოვა“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784726939

ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტ...

პროკურატურა

1784726059

ახალი ამბები

მარნეულში შუახნის კაცმა ოჯახის 2 წევრი დაჭრა

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყიზილაჯლოში შუახნის კაცმა ოჯახის 2 წევრი დანით დაჭრა. არსებული ცნობით, დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე სამარ...

ლენტი ლენტი

1784725968

ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტა...

პროკურატურა

1784725827

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6290 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6301 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ფული, კალკულატორი, ანგარიში

1784723674

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ნიკოლაი როგაშჩუკს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ბელარ...

ნიკოლოზ სამხარაძე