დავით სონღულაშვილი: სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილი საწარმოები ქართული პროდუქციის ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას უწყობს ხელს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონში სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილ აგროსაწარმოებს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში დავით სონღულაშვილი საწარმოების ინფრასტრუქტურას, წარმოებისა და გადამუშავების პროცესს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, პროდუქციის შენახვის შესაძლებლობებსა და განვითარების სამომავლო გეგმებს გაეცნო.
მინისტრი ასევე შეხვდა კომპანიების წარმომადგენლებს და მათთან ერთად სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების შედეგები და აგროსექტორის განვითარების პერსპექტივები განიხილა.
„შიდა ქართლის რეგიონში სხვადასხვა მიმართულების არაერთი საწარმოს საქმიანობას გავეცანით. მსგავსი საწარმოები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ისინი ქმნიან ქვეყანაში სრულ ღირებულებათა ჯაჭვს. ჩვენი მიზანია, საქართველოში შეიქმნას ისეთი პროდუქცია, რომელიც, პირველ რიგში, ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნას დააკმაყოფილებს და ამასთანავე, ექნება მაღალი საექსპორტო პოტენციალი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ყველა საწარმო, რომელიც დღეს მოვინახულეთ, სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, მაღალი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად არის შექმნილი. ეს მათ კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფს და ქართულ პროდუქციას, როგორც ხარისხის ნიშანს ამკვიდრებს მსოფლიოში“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
1784727768
მსოფლიოუკრაინაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი შობადობისას ოთხჯერ აღემატება
უკრაინაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი შობადობისას ოთხჯერ აღემატება. ოფიციალურ სტატისტიკას უკრაინული კომპანია Opendatabot-ი ავრცელებს. უკრაინის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, 2026 წლის პირველ ნახევარში უ...
1784727222
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: მინდა საზოგადოების იმ ნაწილს მივმართო, ვინც ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვახო სანაია დააკავეს გამოხატვის თავისუფლებისთვის. ვახო სანაია დააკავეს იმისთვის, რომ არაერთგზის შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს
ვახო სანაია დააკავეს იმისთვის, რომ არაერთგზის შეურაცხყოფას აყენებდა კონკრეტულ პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, - განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. კერძოდ,...
1784726939
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტ...
1784726059
ახალი ამბებიმარნეულში შუახნის კაცმა ოჯახის 2 წევრი დაჭრა
მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყიზილაჯლოში შუახნის კაცმა ოჯახის 2 წევრი დანით დაჭრა. არსებული ცნობით, დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე სამარ...
1784725968
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტა...





























