ირაკლი კობახიძე: 26 მაისი არის საერთო ეროვნული დღესასწაული - დამოუკიდებლობის დღე, შესაბამისად, ეს უნდა იყოს საერთო სახალხო ზეიმი და ბუნებრივია, რადიკალურ ოპოზიციას ვერ მივცემთ საშუალებას, რაიმე სერიოზული პროვოკაცია მოაწყონ

„საუბრობენ პროვოკაციებზე, მსხვერპლზეც კი, თუმცა რადიკალური ოპოზიციის გეგმებს, რა თქმა უნდა, განხორციელება არ უწერია, 26 მაისი არის ეროვნული დღესასწაული და შესაბამისად ჩატარდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება არ მისცემს რადიკალურ ოპოზიციას იმის საშუალებას, რომ რაიმე სერიოზული პროვოკაცია მოაწყონ. პრემიერმა აღნიშნა, რომ მათ ამის ელემენტარული რესურსიც არ აქვთ.
„საუბრობენ პროვოკაციებზე, მსხვერპლზეც კი, თუმცა მათ გეგმებს, რა თქმა უნდა, განხორციელება არ უწერია. ამის ელემენტარული რესურსი არ აქვთ მათ. ხედავთ, სადამდე მიიყვანა საკუთარმა პატრონმა ოპოზიცია. ყოველდღიურად, დაახლოებით, 150 ადამიანი გამოდის რუსთაველის გამზირზე და ისინი ყოველ დღე აჩვენებენ საზოგადოებას, როგორია ოპოზიციის უსუსური სახე. ამ პირობებში, არავითარი პროვოკაციის მოწყობის რესურსი არ აქვს რადიკალურ ოპოზიციას. შესაბამისად, 26 მაისის ზეიმი ჩაივლის ისე, როგორც უნდა ჩაიაროს. ეს არის საერთო ეროვნული დღესასწაული, ეს არის დამოუკიდებლობის დღე. შესაბამისად, ეს უნდა იყოს საერთო სახალხო ზეიმი და ბუნებრივია, რადიკალურ ოპოზიციას ვერ მივცემთ იმის საშუალებას, რომ რაიმე სერიოზული პროვოკაცია მოაწყონ. ეს დღე უნდა ჩატარდეს, როგორც საერთო ეროვნული დღესასწაული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1747833122
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 21 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7397 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7401 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1747832533
ახალი ამბებიგია ვოლსკი: პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით საოპერო დადგმა „აიდა“ მაქვს ნანახი, მანდ კარგი იყო და მერე ფლუგერივით ტრიალი დაიწყო, ხან პუტინს უმღერა, ხან რევოლუციურ გეგმას ჩაუდგა სათავეში
„პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით საოპერო დადგმა „აიდა“ მაქვს ნანახი, მანდ კარგი იყო და მერე სიმღერები, ფლუგერივით ტრიალი დაიწყო, ხან პუტინს უმღერა, ხან რევოლუციურ გეგმას ჩაუდგა სათავეში“, - ამის შესახებ...
1747830806
საზოგადოებაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა რამდენიმე კანონპროექტზე იმსჯელა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა უმაღლესი, პროფესიული და ზოგადი განათლების შესახებ კანონებში ცვლილებები განიხილა. სხდომაზე, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომი...
1747830698
საზოგადოებაზურაბ ქადაგიძე: ზონდერებსა და ბიზნეს - რეკეტიორ პერსონებზე არანაკლებ დამნაშავეები, ის ე.წ. ჟურნალისტები არიან, ვინც სააკაშვილის სისტემას ასულდგმულებდნენ და ახლა, თავისუფალი სიტყვისა და დემოკრატიის სახელით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობენ
სააკაშვილის რეჟიმს, საკუთარი ბიუროკრატიისა და მოძალადე "ზონდერების" გარდა, ორი პროფესიის ადამიანები ეხმარებოდნენ და დიდ წილად, ისინი უფრო განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ, მოძალადე სისტემის ჩამოყალიბება...
1747829177
ახალი ამბებისადგურის მოედანზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს 300 000 ლარზე მეტი ღირებულების განადგურებული საქონლის ფასეულობები ჩამოეწერათ
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ცნობით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს 300 000 ლარზე მეტი...