ირაკლი კობახიძე: ბუდაპეშტში ნახევარი დღით გამგზავრება იყო უალტერნატივო, ვინაიდან მქონდა შესაძლებლობა, საერთაშორისო აუდიტორიასთან მესაუბრა პატრიარქის მოღვაწეობაზე
ბუდაპეშტში გამგზავრება არ იყო იოლი, თუმცა უალტერნატივო იყო ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, ვინაიდან მქონდა შესაძლებლობა, საერთაშორისო აუდიტორიასთან მესაუბრა პატრიარქის მოღვაწეობაზე და ამასთანავე, ღონისძიება ეძღვნებოდა ტრადიციულ ფასეულობებს, რასაც პატრიარქმა ილია მეორემ მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება და მოღვაწეობა მიუძღვნა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი live“-ში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა უნგრეთთან განსაკუთრებულ მეგობრობას და აღნიშნა, რომ უნგრეთი რჩება ევროპაში საქართველოს ეროვნული ინტერესების მთავარ დამცველად.
„იოლი არ იყო ბუდაპეშტში გამგზავრება, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მძიმე დღეები იყო ჩვენთვის, იყო ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური დატვირთვაც და ფიზიკური დატვირთვაც, იმდენ პროცესთან იყო დაკავშირებული საბოლოო ჯამში პატრიარქის ღირსეულად დაკრძალვის ორგანიზება, თუმცა მოვახერხეთ ნახევარი დღით გამგზავრება ბუდაპეშტში, სადაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მქონდა ფართო საერთაშორისო აუდიტორიასთან პატრიარქთან დაკავშირებით საუბრის შესაძლებლობა. მქონდა მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით მოკლედ, მაგრამ საუბრის საშუალება. ასევე, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ეს ღონისძიება ეძღვნებოდა სწორედ ტრადიციულ ფასეულობებს, ანუ იმ ყველაფერს, რასაც მიუძღვნა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება და მოღვაწეობა პატრიარქმა ილია მეორემ. შესაბამისად, ჩვენი მონაწილეობა ამ ღონისძიებაში არის კიდევ ერთხელ იმის გამოხატულება, თუ რამდენად დიდ ყურადღებას ვაქცევთ და რამდენად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს ქვეყანაში ამ ფასეულობების დაცვას და განმტკიცებას. შესაბამისად, ამ სირთულის მიუხედავად, უალტერნატივო იყო ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. ასევე, ბუნებრივია, აღვნიშნავ ჩვენს განსაკუთრებულ პარტნიორობას, მეგობრობას უნგრეთთან. უნგრეთი რჩება ევროპაში ჩვენი ეროვნული ინტერესების მთავარ დამცველად, შესაბამისად, აქაც იყო ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ჩვენი მონაწილეობით სათანადოდ დაგვეფასებინა უნგრეთის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის და ჩვენი ეროვნული ინტერესების მიმართ. შესაბამისად, ჩვენთვის ალტერნატივა არ ჰქონდა ნახევარი დღით ბუდაპეშტში გამგზავრებას და შემდეგ ქვეყანაში დაბრუნებას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
1774468880
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: პატრიარქის არჩევის პროცესი დამოუკიდებელი უნდა იყოს და ეს ყველამ უნდა მიანდოს წმინდა სინოდს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით
დამოუკიდებელი უნდა იყოს პატრიარქის არჩევის პროცესი და ეს ყველამ უნდა მიანდოს წმინდა სინოდს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ...
1774468775
ახალი ამბებიპრემიერი: ამ დღეებმა აჩვენა, რომ არსებობს საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია ღირებულებები, ფასეულობები, ტრადიციები, ეკლესია, სახელმწიფო და არსებობს უდიდესი უმცირესობა, რომელიც ემიჯნება ამ ყველაფერს
ამ დღეებმა აჩვენა, რომ არსებობს საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია ღირებულებები, ფასეულობები, ტრადიციები, ეკლესია, სახელმწიფო და არსებობს უდიდესი უმცირესობა, რომელიც ემიჯნება ამ...
1774468579
ახალი ამბებითბილისში ავარია მსხვერპლით დასრულდა - დაღუპულია ერთი პირი
თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მანქანა ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მ...
1774467636
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ გამორჩეული ქრისტიანული ტრადიციების, კულტურის მქონე ქვეყანა 1700-წლოვანი ისტორიით და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები, ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარუმატებლობისთვის განწირული
ჩვენ ვართ გამორჩეული ქრისტიანული ტრადიციების, კულტურის მქონე ქვეყანა 1700-წლოვანი ისტორიით და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები, ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარ...
1774467587
ახალი ამბებიპრემიერი: ჩვენს ქვეყანაში ცდილობდნენ, დაეთესათ და გაეღვივებინათ სიძულვილი, თუმცა ამ 20 წლის განმავლობაში გაღვივებული სიძულვილი დაამარცხა პატრიარქის მიერ 50 წლის განმავლობაში გაღვივებულმა სიყვარულმა
საზოგადოებას ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის იმ ერთსულოვნებისა და ერთიანობისთვის, რომელიც ვიხილეთ ჩვენ ამ დღეების განმავლობაში და ამ ყველაფრის მიზანი არ იყო მხოლოდ პატრიარქისთვის პატივის მიგება, ეს იყო ბ...































