ირაკლი კობახიძე: როგორ შეიძლება „ენჯეომ“, ქვეყანაში, ან ქვეყნის გარეთ, რომელიმე პოლიტიკოსმა გამოაცხადოს სამძიმარი ქართველი ხალხის მიმართ, როდესაც იცის, რომ ხვალ მოუწევს ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიაში ჩართვა

როგორ შეიძლება „ენჯეომ“, ქვეყანაში, ან ქვეყნის გარეთ, რომელიმე პოლიტიკოსმა გამოაცხადოს სამძიმარი ქართველი ხალხის მიმართ პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, როდესაც იცის, რომ ხვალ მოუწევს ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიაში ჩართვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ვერც „ენჯეოებმა“ და ვერც ცალკეულმა პოლიტიკოსებმა ვერ გამოუცხადეს სამძიმარი ქართველ ხალხს პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

„პოლიტიკურად ძალიან მომგებიანი იქნებოდა მათთვის სამძიმრის გამოცხადება ქართველი ხალხისთვის, მაგრამ ეს არის სწორედ ის ძალა, რომელიც გეგმავდა საქართველოში ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიებს. ეს დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. მათ ხვალაც უნდა გააგრძელონ ასეთი კამპანიები, ხვალაც უნდა დაუპირისპირდნენ საქართველოში ეკლესიას და სხვა ინსტიტუტებს, რომლებსაც აქვთ გადამწყვეტი როლი ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში. აქედან გამომდინარე, მათ გაიხედეს წინ, დაინახეს წინ სამომავლო კამპანიები და მათი ნებისმიერი განცხადება, ნებისმიერი სამძიმარი პირდაპირ უპირისპირდება იმ სამომავლო გეგმებს, რომელთა აღსრულებაც მოუწევთ. ესენი ხომ არიან აგენტურა, ეს უცხოელი და ადგილობრივი პოლიტიკოსები აგენტურას წარმოადგენენ და როგორ შეიძლება „ენჯეომ“, ქვეყანაში, ან ქვეყნის გარეთ, რომელიმე პოლიტიკოსმა გამოაცხადოს სამძიმარი ქართველი ხალხის მიმართ პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, როდესაც იცის, რომ ხვალ მოუწევს ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიაში ჩართვა. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ვერც „ენჯეოებმა“ გაიმეტეს სამძიმრის გამოცხადება ქართველი ხალხისთვის და ვერც მათმა მეგობრებმა ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774468775

ახალი ამბები

პრემიერი: ამ დღეებმა აჩვენა, რომ არსებობს საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია ღირებულებები, ფასეულობები, ტრადიციები, ეკლესია, სახელმწიფო და არსებობს უდიდესი უმცირესობა, რომელიც ემიჯნება ამ ყველაფერს

ამ დღეებმა აჩვენა, რომ არსებობს საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია ღირებულებები, ფასეულობები, ტრადიციები, ეკლესია, სახელმწიფო და არსებობს უდიდესი უმცირესობა, რომელიც ემიჯნება ამ...

ირაკლი კობახიძე:

1774468696

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ბუდაპეშტში ნახევარი დღით გამგზავრება იყო უალტერნატივო, ვინაიდან მქონდა შესაძლებლობა, საერთაშორისო აუდიტორიასთან მესაუბრა პატრიარქის მოღვაწეობაზე

ბუდაპეშტში გამგზავრება არ იყო იოლი, თუმცა უალტერნატივო იყო ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, ვინაიდან მქონდა შესაძლებლობა, საერთაშორისო აუდიტორიასთან მესაუბრა პატრიარქის მოღვაწეობაზე და ამასთანავე, ღონისძი...

ირაკლი კობახიძე

1774468579

ახალი ამბები

თბილისში ავარია მსხვერპლით დასრულდა - დაღუპულია ერთი პირი

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მანქანა ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მ...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1774467636

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვართ გამორჩეული ქრისტიანული ტრადიციების, კულტურის მქონე ქვეყანა 1700-წლოვანი ისტორიით და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები, ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარუმატებლობისთვის განწირული

ჩვენ ვართ გამორჩეული ქრისტიანული ტრადიციების, კულტურის მქონე ქვეყანა 1700-წლოვანი ისტორიით და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები, ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარ...

ირაკლი კობახიძე

1774467587

ახალი ამბები

პრემიერი: ჩვენს ქვეყანაში ცდილობდნენ, დაეთესათ და გაეღვივებინათ სიძულვილი, თუმცა ამ 20 წლის განმავლობაში გაღვივებული სიძულვილი დაამარცხა პატრიარქის მიერ 50 წლის განმავლობაში გაღვივებულმა სიყვარულმა

საზოგადოებას ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის იმ ერთსულოვნებისა და ერთიანობისთვის, რომელიც ვიხილეთ ჩვენ ამ დღეების განმავლობაში და ამ ყველაფრის მიზანი არ იყო მხოლოდ პატრიარქისთვის პატივის მიგება, ეს იყო ბ...

 ირაკლი კობახიძე