„საქართველოს ჰიმნით დაიხურა“ - საქართველომ თბილისის გრანდ სლემი 6 მედლით დაასრულა
თბილისის გრანდ სლემი საქართველოს ჰიმნით დაიხურა, რომელიც ირაკლი დემეტრაშვილის დამსახურებით აჟღერდა - ის მძიმე წონაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
+100 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი დემეტრაშვილმა პოლონელი გრჟეგორჟ ტერესინსკი, კვიპროსელი იანის ანტონიუ და ნიდერლანდელი იურ სპიკერსი დაამარცხა. ფინალში კი გერმანელ ლასენი კონეს გაეჯიბრა, რომელსაც იპონით აჯობა და ოქროს მედალს დაეუფლა.
ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი საბა ინანეიშვილს ერგო, რომლის მეტოქე რუსი არტიომ ზოლოტუხინი იყო და ვაზარით იმარჯვა.
100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოსთვის იბრძოდა ნიკა ხარაზიშვილი, რომელიც დომინიკის რესპუბლიკის წევრ რობერტ ფლორენტინოს დაუპირისპირდა, მაგრამ მარცხი განიცადა.
დღესვე, 90 კგ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძემ ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ლუკა ჯავახიშვილმა ბრინჯაო.
შედეგად, საქართველო, რომელიც გადახალისებული შემადგენლობით იყო თბილისის გრანდ სლემზე მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის გამო, ორი ოქროს და ოთხი ბრინჯაოს მედლით არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილზე გავიდა.
ოქროს მედლები ლუკა მაისურაძემ და ირაკლი დემეტრაშვილმა მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაო - თორნიკე გიგაურმა, გიორგი ლოლაძემ, ლუკა ჯავახიშვილმა და საბა ინანეიშვილმა.
1774247848
ახალი ამბებითამარ ბაგრატიონი აშშ-ის პირველი ლედის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. თამარ ბაგრატიონი...
1774247721
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: საამაყოა, რომ ყველამ ერთად ასე ღირსეულად გავაცილეთ ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი, პატრიარქის ოცნება იყო ასეთი, ერთ მუშტად შეკრული ქართველი ერის ხილვა და ეს მანვე შეგვაძლებინა, თურმე, რა მაგრად გვყვარებიხარ პატრიარქო!
„საამაყოა, რომ ყველამ ერთად ასე ღირსეულად გავაცილეთ ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი. ჩვენი ასეთი ერთობა, სოლიდარობა, ერთმანეთის გატანა და ასეთი სიყვარული ყველაზე უფრო ახარებს ჩვენს სულიერ მამას, ზეციურ ს...
1774246954
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობ...
1774245155
ახალი ამბებიVatican News: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიაზე კარდინალმა კურტ კოხმა რომის პაპის მიმართვა წაიკითხა, რომელშიც ლეო XIV ილია მეორეს „შერიგების ხმას“ და „ერთობის დაუღალავ მშენებელს“ უწოდებს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიაზე კარდინალმა კურტ კოხმა რომის პაპის მიმართვა წაიკითხა, რომელშიც ლეო XIV ილია მეორეს „შერიგების ხმას“ და „ერთობის დაუღალავ მშენებელს“ უწოდებს. ამის...
1774244866
ახალი ამბებიმამა გიორგი ვაშალომიძე: ძალიან მძიმე დღეები გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ, ფაქტობრივად მთელი საქართველო ჭირისუფალი იყო
ძალიან მძიმე დღეები გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ, - განაცხადა თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანმა, მამა გიორგი ვაშალომიძემ „ქრონიკასთან“. მისი თქმით, ილია მეორე ეპოქალური პატრიარქი იყო. „არაერთხელ აღგვ...































