ირაკლი კობახიძე მსოფლიო ურბანულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც გაეროს ადამიანთა დასახლებების პროგრამასთან (UN-Habitat) პარტნიორობით, აზერბაიჯანის დედაქალაქი მასპინძლობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიო ურბანულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც გაეროს ადამიანთა დასახლებების პროგრამასთან (UN-Habitat) პარტნიორობით, აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო მასპინძლობს.

საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესიაზე. დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.

სამიტის ფარგლებში, სახელმწიფოთა ლიდერები კლიმატის ცვლილებებითა და კონფლიქტებით გამოწვეული გლობალურ საბინაო კრიზისის გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ, რაც მდგრადი და ინკლუზიური ურბანული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

სამიტში 180-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ, მათ შორის არიან სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, ურბანისტები და უძრავი ქონების დეველოპერები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბაქოში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779047701

საზოგადოება

მალხაზ გულაშვილი: დღეს ეს ევროკავშირი გეოპოლიტიკურადაც და პოლიტიკურადაც პირადად ჩემთვის არ წარმოადგენს საინტერესო სივრცეს, სადაც მე და ჩემი ქვეყანა უნდა ვესწრაფოდეთ გაწევრიანებას

დღეს ეს ევროკავშირი გეოპოლიტიკურადაც და პოლიტიკურადაც პირადად ჩემთვის არ წარმოადგენს საინტერესო სივრცეს, სადაც მე და ჩემი ქვეყანა უნდა ვესწრაფოდეთ გაწევრიანებას, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“...

მალხაზ გულაშვილი

1779047137

საზოგადოება

მალხაზ გულაშვილი: ყველა სუვერენულ სახელმწიფოს თვითონ აქვს უფლება, თავად განკარგოს, რა კანონი მიიღოს და როგორ. ევროკავშირის წევრი რომც გახდე, ევროკავშირის კანონი ვერანაირად პრიმატული ვერ გახდება ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე

ყველა სუვერენულ სახელმწიფოს თვითონ აქვს უფლება, თავად განკარგოს, რა კანონი მიიღოს და როგორ. ევროკავშირის წევრი რომც გახდე, ევროკავშირის კანონი ვერანაირად პრიმატული ვერ გახდება ადამიანის უფლებების დარღ...

მალხაზ გულაშვილი:

1779046021

სპორტი

თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სამბოს ეროვნულმა ნაკრებმა 13 მედალი მოიპოვა

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისმა სამბოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. ეროვნულმა ნაკრებმა კონტინენტის პირველობა 13 მოპოვებული მედლით დაასრულა. საქართველოს ანგარიშზე 1 ოქრო, 5 ვერ...

ევროპის ჩემპიონატზ

1779045009

საზოგადოება

შოთა ბერეკაშვილი დისტრიბუციის ცენტრებზე: ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ასეთი ცენტრები შეიქმნას დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, ეს მნიშვნელოვან ხარჯებს შეამცირებს და გვექნება საშუალება, ფასდაკლება სისტემურად შევძლოთ

ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებზე და პროდუქციის...

შოთა ბერეკაშვილი

1779042741

საზოგადოება

სტეფანო ახოკე: საფრანგეთს კარგი ურთიერთობა ჰქონდა სააკაშვილთან და პარიზს კარგი ურთიერთობა ჰქონდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთანაც მანამ, სანამ ნათელი არ გახდა რომ „ქართულმა ოცნებამ“ უფრო სუვერენული პოლიტიკის გატარება დაიწყო

„განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ყოფილი პრეზიდენტის, ზურაბიშვილის დასწრებას ამ სხდომაზე, ის საფრანგეთის მოქალაქე იყო და ფრანგულ პოლიტიკურ ელიტას იცნობს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“...

სტეფანო ახოკე