შოთა ბერეკაშვილი დისტრიბუციის ცენტრებზე: ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ასეთი ცენტრები შეიქმნას დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, ეს მნიშვნელოვან ხარჯებს შეამცირებს და გვექნება საშუალება, ფასდაკლება სისტემურად შევძლოთ
ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ფასების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებზე და პროდუქციის გაიაფების გზებზე ისაუბრა. მან განმარტა, რომელი ქვეყნების გამოცდილება იყო შესწავლილი.
„შევისწავლეთ რუმინეთის, უნგრეთის, საფრანგეთის, საბერძნეთის გამოცდილება. რუმინეთში და უნგრეთში ბაზარზე ძალიან აგრესიული ჩარევა მოხდა და კონკრეტულ პროდუქტებზე მოხდა ფასების ზედა ზღვრის დაფიქსირება, ამან უფრო მეტი ნეგატივი მოიტანა ბაზარზე, ვიდრე პოზიტიური. შესაბამისად, ბაზარზე ასეთი აგრესიული ჩარევა ძალიან სახიფათო იყო“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
მისივე განმარტებით, ბერძნული მოდელი მსუბუქ ინტერვენციას ეფუძნება.
„ეს მოდელი ითვალისწინებს, კონკურენციის საშუალებით, ბაზრის სტრუქტურიდან გამომდინარე მოხდეს მსუბუქი ინტერვენცია, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი საბაზისო პროდუქტებზე საუკეთესო ფასს იღებს“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.
მან დისტრიბუციის ცენტრების შექმნის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„იმისათვის, რომ ქსელებმა ან იმპორტიორებმა დისტრიბუცია განახორციელონ, ისინი პროდუქციას იღებენ დედაქალაქში და დედაქალაქიდან ხდება შემდეგ მათი ფრაგმენტულად დისტრიბუცია რეგიონებში. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ასეთი ცენტრები შეიქმნას დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოში, ეს მნიშვნელოვან ხარჯებს შეამცირებს და გვექნება საშუალება, რომ ფასდაკლება სისტემურად შევძლოთ“, - განაცხადა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ.
მან კერძო ეტიკეტირების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„განსაკუთრებული როლი ენიჭება კერძო ეტიკეტს - კონკრეტული ქსელი ადგილობრივ მწარმოებელს თავისი სახელის პროდუქციას უკვეთს და შემდეგ ამ სახელით პროდუქციას დახლზე ათავსებს და ყიდის, მარკეტინგის და გაყიდვების ხარჯი მწარმოებელს აღარ აქვს და კერძო ეტიკეტით გამზადებული, იგივე ხარისხის პროდუქტი საშუალოდ 25-35%-ით უფრო დაბალ ფასად იყიდება, ვიდრე ბრენდული პროდუქცია“, - განმარტა შოთა ბერეკაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანი არა რადიკალებთან პოლემიკაში შესვლა, არამედ საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაა.
„ჩვენ არ შევდივართ ამ ემოციურ განცხადებებში. ჩვენთვის მთავარი არის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ მიიღოს შედეგი და შემცირდეს საყიდლების ჩეკი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას, ოჯახებს ყოველდღიურად აქვთ," - განაცხადა შოთა ბერეკასვილმა.
1779036686
მსოფლიო„აქსიოსი“ საიდუმლო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ კუბიდან დრონებით თავდასხმის საფრთხეს ელოდება
კუბამ 300-ზე მეტი სამხედრო დრონი შეიძინა და განიხილავს შესაძლებლობას, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, ისინი გუანტანამოს ყურეში, აშშ-ის ბაზაზე, აშშ-ის სამხედრო გემებსა და ფლორიდის შტატის ქალაქ კი უესტზე თ...
1779033538
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: საქართველოს ისტორია გვასწავლის ერთ უმთავრეს ჭეშმარიტებას - იქ სადაც მტკიცეა ოჯახი, მტკიცეა საზოგადოებაც, ეროვნული თვითშეგნებაც და თავად სახელმწიფოც
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისის ყოვლადწ...
1779032587
მსოფლიოისრაელი აცხადებს, რომ ღაზაზე დარტყმის შედეგად „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური მოკლეს
ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური ბაჰაა ბარუდი მოკლეს. მათივე ცნობით, თავდასხმა ღაზაში გუშინ მოხდა, ბარუდის ლიკვიდაცია კი ცოტა ხნის წინ...
1779030120
მსოფლიოკაია კალასი: აშშ-ს, ჩინეთსა და რუსეთს გახლეჩილი ევროპა ურჩევნიათ
ტრამპის ადმინისტრაციას არ მოსწონს ერთიანი ევროკავშირი, რადგან ეს ბლოკი არის გეოპოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც ვაშინგტონს ანგარიშის გაწევა უწევს, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა...
1779027708
მსოფლიონიკოლას მადუროს ყოფილი მინისტრი ალექს სააბი ვენესუელიდან აშშ-შია ექსტრადირებული
ვენესუელამ აშშ-ში მადუროს თანამებრძოლის დეპორტაცია განახორციელა. მრეწველობისა და წარმოების ყოფილი მინისტრის, ალექს სააბის ექსტრადიცია, რომელიც კოლუმბიის მოქალაქეა და ამავდროულად ვენესუელურ პასპორტსაც...



























