სტეფანო ახოკე: საფრანგეთს კარგი ურთიერთობა ჰქონდა სააკაშვილთან და პარიზს კარგი ურთიერთობა ჰქონდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთანაც მანამ, სანამ ნათელი არ გახდა რომ „ქართულმა ოცნებამ“ უფრო სუვერენული პოლიტიკის გატარება დაიწყო
„განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ყოფილი პრეზიდენტის, ზურაბიშვილის დასწრებას ამ სხდომაზე, ის საფრანგეთის მოქალაქე იყო და ფრანგულ პოლიტიკურ ელიტას იცნობს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარმა სტეფანო ახოკემ საფრანგეთის პარლამენტის მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ეს მოცემულობა ქართულ ოპოზიციას დაეხმარა, ამავე დროს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის სხდომის დღის წესრიგში ამ საკითხის შეტანა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის დამსახურება არ არის, ეს უფრო საფრანგეთის მცდელობაა.
„საფრანგეთს კარგი ურთიერთობა ჰქონდა სააკაშვილთან და პარიზს კარგი ურთიერთობა ჰქონდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთანაც მანამ, სანამ ნათელი არ გახდა რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უფრო სუვერენული პოლიტიკის გატარება დაიწყო, შედეგად საფრანგეთში მხარდაჭერა ოპოზიციას გამოუცხადეს.
ეს რეზოლუცია თანხვედრაშია ევროკავშირის ძირითად მიმართულებასთან, რომელი გულისხმობს სამხრეთ კავკასიაში მეტ აქტიურობას, ბრიუსელი საკუთარ თავს ნორმატიულ ძალას უწოდებს, ეს ნიშნავს, რომ მას სურს ძალაუფლების მიღება საკუთარი წესების თავსმოხვევით, ამას ეწოდება ეგრეთ წოდებული ღირებულებებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა, ევროპა ცდილობს, საზოგადოებრივი მოწყობის საკუთარი წესრიგი მოგახვიოს თავს, ამის მიღწევას კი ევროკავშირი პოლიტიკური ზეწოლითა და არასამთავრობო ორგანიზაციების გამოყენებით ცდილობს“, - აღნიშნა სტეფანო ახოკემ.
საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარმა ასევე ისაუბრა, თუ რატომ გახდა საქართველოს ხელისუფლების შეცვლა ევროპული ბიუროკრატიის ნაწილისთვის თითქმის პოლიტიკური მისია.
„საქართველო კვლავ ერთგულია ევროპული გზის, მაგრამ საქართველო ამავე დროს უფრო და უფრო met ინვესტიციას დებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში. საქართველოს პოლიტიკური პრიორიტეტების შეცვლა სწორედ ევროკავშირის დამოკიდებულების მიზეზით მოუწია, განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
ადრე თუ გვიან ევროკავშირის მეთაურობას მოუწევს საქართველოს ხელისუფლებასთან მეტი თანამშრომლობა და რამდენიმე თვეში იხილავთ ევროკავშირის მხრიდან ვითარების განმუხტვის სურვილს და ურთიერთობების გადატვირთვას, ეს შეიძლება ღიად არ განაცხადონ, მაგრამ ეს იქნება შედეგი“, - განმარტა სტეფანო ახოკემ.
საფრანგეთში, სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობით მოამზადეს და მიიღეს რეზოლუცია, რომლითაც ეროვნული ასამბლეა ითხოვს სანქციებს, ევროკავშირში გაწევრების გაყინვას და აკრიტიკებს მიღებულ კანონებს. საფრანგეთის 577-კაციან პარლამენტში, დოკუმენტის განხილვას 95 დეპუტატი ესწრებოდა, მის მიღებას მხარი 68 დეპუტატმა დაუჭირა, 22-მ ხმა წინააღმდეგ მისცა. სხდომას ესწრებოდა სალომე ზურაბიშვილიც.
1779032587
მსოფლიოისრაელი აცხადებს, რომ ღაზაზე დარტყმის შედეგად „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური მოკლეს
ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური ბაჰაა ბარუდი მოკლეს. მათივე ცნობით, თავდასხმა ღაზაში გუშინ მოხდა, ბარუდის ლიკვიდაცია კი ცოტა ხნის წინ...
1779030120
მსოფლიოკაია კალასი: აშშ-ს, ჩინეთსა და რუსეთს გახლეჩილი ევროპა ურჩევნიათ
ტრამპის ადმინისტრაციას არ მოსწონს ერთიანი ევროკავშირი, რადგან ეს ბლოკი არის გეოპოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც ვაშინგტონს ანგარიშის გაწევა უწევს, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა...
1779027708
მსოფლიონიკოლას მადუროს ყოფილი მინისტრი ალექს სააბი ვენესუელიდან აშშ-შია ექსტრადირებული
ვენესუელამ აშშ-ში მადუროს თანამებრძოლის დეპორტაცია განახორციელა. მრეწველობისა და წარმოების ყოფილი მინისტრის, ალექს სააბის ექსტრადიცია, რომელიც კოლუმბიის მოქალაქეა და ამავდროულად ვენესუელურ პასპორტსაც...
1779024997
საზოგადოებათეა ახვლედიანი: ოჯახის სიწმინდის დღე ნიშნავს ერთგულებას, თანადგომას, სიყვარულს. ოჯახის სიყვარულისგან და სიძლიერისგან იწყება საზოგადოების ერთობა და ქვეყნის მიმართ ერთგულება და სიყვარული
ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო დღეა; რა თქმა უნდა, ეს დღე განასახიერებს იმ ტრადიციებს, ფასეულობებს, იმ ღირებულებებს, რაც, როგორც ხედავთ, აერთიანებს ჩვენს საზოგადოებას და მომავალშიც განამტკიცებს მა...
1779023976
საზოგადოებაცოტნე ანანიძე: მინდა ქედი მოვიხაროთ იმ ადამიანების წინაშე, რომელთა დამსახურებითაც, ათიათასობით ადამიანი ქალაქ ბათუმსა და ჩვენს რეგიონში, ქართულად აღვნიშნავთ ოჯახის სიწმინდის დღეს
ჩვენნაირი ერისთვის, ჩვენნაირი ბრძენი ხალხისთვის, განსაკუთრებული ფასეულობაა ოჯახის სიწმინდის დღე. მინდა, მშვიდობა ვუსურვო საქართველოში ყველა ოჯახს, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ახლა, პარალელურად, მს...



























