ირაკლი კობახიძე: როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქე „უსამშობლოებს“ საქართველოზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული, რადგან ასეთი დირექტივა აქვთ მიღებული
კიდევ ერთხელ გასაგებად რომ განვმარტოთ, უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც აგვისტოს ომის შემდეგ, ანუ მაშინ, როდესაც საქმე უშუალოდ მათ (ფორმალურად მაინც) სამშობლოს ეხებოდა, როდესაც რუსულ ოკუპაციას შეეწირა ასობით ქართველი ჯარისკაცის, პოლიციელისა და მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე, როდესაც წამებით მოკლეს გიორგი ანწუხელიძე, როდესაც დავკარგეთ 120-ზე მეტი ქართული სოფელი, როდესაც დევნილად იქცა ათიათასობით ჩვენი თანამოქალაქე და როდესაც მოხდა ის, რაც მანამდე რუსეთს ფიქრადაც კი არ ჰქონია - რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, - ვკითხულობთ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ წერილში.
როგორც კობახიძე აცხადებს, პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ უცხოური აგენტურის გაგებით, რუსეთი საქართველოს ნამდვილ ოკუპანტად მხოლოდ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ იქცა. მისივე თქმით, აგენტურის ეს ემოციებიც სრულიად ყალბია, რადგან ისინი ყოველგვარი ღირებულებებისგან არიან დაცლილი.
„უცხოურმა აგენტურამ რუსეთი დაუძინებელ მტრად მხოლოდ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ის უკრაინაში მეორედ შეიჭრა. უკრაინის მოქალაქეებზე რომ ვსაუბრობდეთ, რა თქმა უნდა, ეს სრულიად გასაგები იქნებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქე „უსამშობლოებს“ საქართველოზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული, რადგან ასეთი დირექტივა აქვთ მიღებული. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ მათი გაგებით, რუსეთი საქართველოს ნამდვილ ოკუპანტად არა საქართველოს, არამედ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ იქცა.
ბუნებრივია, მათი ეს ემოციებიც სრულიად ყალბია, რადგან უცხოური აგენტურა ყოველგვარი ღირებულებებისგან არის დაცლილი, რაც დღემდე არაერთხელ დაამტკიცეს. თუმცა ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ, როდესაც საქმე საქართველოს ეხებოდა. საქართველოს სამშობლოდ ფორმალურადაც არ ცნობენ და უკრაინაა მათი სამშობლო? ლოგიკურია, რომ თუ ვინმეს რადიკალური ანტირუსული განწყობა უნდა ჩამოყალიბებოდა, ეს არა 2022 წლის, არამედ 2008 წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო. მათი დღევანდელი რუსოფობია რომ ყალბია, ეს კონკრეტული ფაქტებით დასტურდება. შორს რომ არ წავიდეთ, ყველამ ვიცით, რომ ელენე ხოშტარიასთვის რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან გადარიცხულ მილიონობით რუსულ რუბლზე არავითარი რეაქცია არ აქვთ რუსოფობ პოლიტიკოსებს, „ენჯეოშნიკებს“, ჟურნალისტებსა და აქტივისტებს“, - წერს საქართველოს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელში.
1785824123
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: გვახსოვს, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი „რუსოფობები“ - ხოშტარია, ჯაფარიძე და სხვები საქართველოში რუს ტურისტებს, რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ „სუნი არ ჰქონდა“
2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთთან მიმართებით არათუ მკაცრი პოლიტიკა...
1785821405
მსოფლიორუსეთმა სუმის მართვადი ავიაბომბებით შეუტია - დაიღუპა ერთი ქალი და ორი ბავშვი
სუმის სპეციალური ოპერაციების სარდლობის უფროსის ოლეგ გრიგოროვის განცხადებით, 4 აგვისტოს ღამეს რუსეთის არმიამ სუმის მართვადი ავიაბომბებით დაარტყა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდ...
1785820484
ახალი ამბებისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე ბათუმის მერიის თანამშრომელი დააკავა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე დააკა...
1785788273
მსოფლიოდონალდ ტრამპი: ძლიერი დარტყმა უნდა მიგვეყენებინა და მათ დაგვირეკეს, არ მინდა, სიტყვა „ვედრება“ გამოვიყენო, მაგრამ ირანს არ სურდა, დარტყმა განგვეხორციელებინა, მათ თქვეს, რომ ლაპარაკი უნდოდათ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მიმდინარე მოლაპარაკებები ირანის „უკანასკნელი შანსია კარგი დოკუმენტის“ გასაფორმებლად. ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ კიდევ...
1785785040
მსოფლიოტრამპი: ყველაფერი ლიბერალური ბინძური და ამაზრზენი ხდება - სოციალიზმი, ლიბერალიზმი, პროგრესივიზმი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ლიბერალური იდეოლოგია და მემარცხენე პოლიტიკური მიმდინარეობები. „ყველაფერი ლიბერალური ბინძური და ამაზრზენი ხდება: სოციალიზმი, ლიბერალიზმი, პროგრესივიზმი. იც...






























