რუსეთმა სუმის მართვადი ავიაბომბებით შეუტია - დაიღუპა ერთი ქალი და ორი ბავშვი
სუმის სპეციალური ოპერაციების სარდლობის უფროსის ოლეგ გრიგოროვის განცხადებით, 4 აგვისტოს ღამეს რუსეთის არმიამ სუმის მართვადი ავიაბომბებით დაარტყა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.
„შეტევები კოვპაკოვსკის რაიონში სამ ლოკაციაზე დაფიქსირდა. იერიშების სამიზნე კერძო საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა გახდა“, - განაცხადა მან.
გრიგოროვის თქმით, რუსეთის იერიშს სუმიში ხანდაზმული ქალი და ორი ბავშვი ემსხვერპლა.
„გოგონები, 5 და 10 წლის. ბავშვების ცხედრები მათი სახლის ნანგრევებიდან ამოიყვანეს. აღუწერელი ტკივილი. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს“, - დასძინა გრიგოროვმა.
მისი თქმით, ოთხმა ადამიანმა მიმართა სამედიცინო დახმარებას. მათ მწვავე სტრესული რეაქციები აღენიშნებოდათ.
ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ქალაქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას სულ ექვსი მართვადი ავიაბომბი მოხვდა.
„საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, კიდევ ორი რუსული ავიაბომბი ჩამოაგდეს დასახლებულ პუნქტებთან მიახლოებისას“, - განაცხადა ოლეგ გრიგოროვმა.
1785785040
მსოფლიოტრამპი: ყველაფერი ლიბერალური ბინძური და ამაზრზენი ხდება - სოციალიზმი, ლიბერალიზმი, პროგრესივიზმი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ლიბერალური იდეოლოგია და მემარცხენე პოლიტიკური მიმდინარეობები. „ყველაფერი ლიბერალური ბინძური და ამაზრზენი ხდება: სოციალიზმი, ლიბერალიზმი, პროგრესივიზმი. იც...
1785783346
მსოფლიოსეუტას კრიზისის შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტი ესპანეთს მხარდაჭერას უცხადებს
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ესპანეთთან დაძაბულობის განმუხტვას შეეცადა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ევროკავშირის უამრავი კოლეგა სეუტაში არსებული მიგრაციული კრიზისი...
1785781861
მსოფლიოვალერი ზალუჟნი: 12 წლის განმავლობაში ვუსმენდი ზღაპრებს ნატოში გაწევრიანებაზე - უკრაინა ვერასოდეს შევა ნატოში
გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩის ვალერი ზალუჟნის განცხადებით, მას ნატოში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივის არ სჯერა. მისი თქმით, უკრაინამ ყურადღება უნდა გაამახვილოს უსაფრთხოების სფეროში სხვა ალი...
1785779390
მსოფლიოტრამპი: ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი
ირანის ხელმძღვანელობა წარმოუდგენლად თვალთმაქცია! ისინი გვთხოვენ შეხვედრას, „გვეხვეწებიან კიდეც“. იწყება მოლაპარაკებები, რომელთა გაგრძელებაც უახლოეს მომავალშია დაგეგმილი, ისინი კი ღიად და ამაყად აცხადე...
1785778024
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში უკრაინის ელჩი ოლგა სტეფანიშინა თანამდებობიდან გაათავისუფლა
უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ბრძანებულება აშშ-ში უკრაინის ელჩის, ოლგა სტეფანიშინას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. დოკუმენტში ამ გადაწყვეტილების მიზეზები მითითებული არ...































