საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 4 პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან თანამშრომლობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ოთხი პირი დააკავეს. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა კიდევ სამ ფიზიკურ და სამ იურიდიულ პირს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები შესაბამისი ლიცენზიის გარეშე ქვემო ქართლის რეგიონში, მდინარე მტკვრიდან სისტემატურად მოიპოვებდნენ ინერტულ მასალას, რომელსაც შემდგომ სხვადასხვა მეწარმე სუბიექტზე
რეალიზაციას უწევდნენ.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ უკანონოდ იქნა მოპოვებული 343 608 კუბური მეტრი ინერტული მასალა, რომლის ღირებულება 2 138 771 ლარს შეადგენს. აღნიშნული ქმედებით გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 2 235 507 ლარი შეადგინა.
ამასთანავე, ბრალდებულებმა უკანონო საქმიანობის შედეგად მიღებული 2 138 771 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1785825004
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: 2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელიწადი გავიდა, თუმცა, მისი უმძიმესი კვალი ჩვენს ქვეყანას დღემდე ატყვია - აგვისტოს ომი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და მისი მიმდევრებისთვის 2008-2012 წლებში არ იქცა საკმარის საფუძვლად
„2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჩვენი საზოგადოების ოპოზიციურ, ფსევდოლიბერალურ უმცირესობაში ერთი კონკრეტული მიდგომა გამოიკვეთა, რომელიც განცალკევებულ განხილვას საჭიროებს“, - წერს „ქართული ოც...
1785824123
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: გვახსოვს, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი „რუსოფობები“ - ხოშტარია, ჯაფარიძე და სხვები საქართველოში რუს ტურისტებს, რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ „სუნი არ ჰქონდა“
2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთთან მიმართებით არათუ მკაცრი პოლიტიკა...
1785821405
მსოფლიორუსეთმა სუმის მართვადი ავიაბომბებით შეუტია - დაიღუპა ერთი ქალი და ორი ბავშვი
სუმის სპეციალური ოპერაციების სარდლობის უფროსის ოლეგ გრიგოროვის განცხადებით, 4 აგვისტოს ღამეს რუსეთის არმიამ სუმის მართვადი ავიაბომბებით დაარტყა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდ...
1785820484
ახალი ამბებისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე ბათუმის მერიის თანამშრომელი დააკავა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე დააკა...
1785788273
მსოფლიოდონალდ ტრამპი: ძლიერი დარტყმა უნდა მიგვეყენებინა და მათ დაგვირეკეს, არ მინდა, სიტყვა „ვედრება“ გამოვიყენო, მაგრამ ირანს არ სურდა, დარტყმა განგვეხორციელებინა, მათ თქვეს, რომ ლაპარაკი უნდოდათ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მიმდინარე მოლაპარაკებები ირანის „უკანასკნელი შანსია კარგი დოკუმენტის“ გასაფორმებლად. ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ კიდევ...






























